Apple მოწყობილობების ერთ–ერთი უმთავრესი უპირატესობა მათი გამძლეობაა. თუმცა, როგორც სხვა მოწყობილობებს, დროთა განმავლობაში Apple-ის პროდუქტიც საჭიროებს შეკეთებას. დღევანდელ ბლოგში ვისაუბრებთ თუ რატომ უნდა აირჩიოთ Apple ავტორიზებული სერვის ცენტრი.
Apple პროდუქტის შეკეთება–მომსახურება მოითხოვს კონკრეტულ პროფესიულ უნარებს. ამასთან ერთად, აუცილებელია სპეციალური აღჭურვილობისა და ხელსაწყოების გამოყენება. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ Apple-ის ორიგინალ სათადარიგო ნაწილებზე, მხოლოდ ავტორიზებულ სერვის ცენტრებს მიუწვდებათ ხელი. ყველა დანარჩენი არავტორიზებული სერვის ცენტრი იყენებს მეორად, ან არაორიგინალ კომპონენტებს.
Apple ავტორიზებული სერვის ცენტრი საქართველოში
iSupport Apple-ის ერთადერთი ავტორიზებული სერვის ცენტრია საქართველოში. iSupport საგარანტიო მომსახურებას (შეცვლა/შეკეთება) უწევს, მხოლოდ ოფიციალურ Apple პროდუქტს, რომლის შეძენაც შესაძლებელია Apple ავტორიზებულ და პრემიუმ რესელერებთან. არაოფიციალური პროდუქტის მფლობელი ვერ ისარგებლებს iSupport–ის მომსახურებით. ასეთი პროდუქტის შეკეთება მხოლოდ არაოფიციალურ სერვის ცენტრებში ხორციელდება.
Apple ავტორიზებული სერვის ცენტრის უპირატესობებია:
- საგარანტიო მომსახურება უფასოა მოწყობილობის შეძენიდან 12 თვის (24 თვე iSupport Care პროგრამით) განმავლობაში;
- პროდუქტის სერვისს მხოლოდ Apple სერთიფიცირებული პროფესიონალები(Apple Authorised Technition) ასრულებენ;
- შეკეთება ხორციელდება მხოლოდ Apple-ის ორიგინალ ნაწილებით, რომლებზეც ვრცელდება დამატებითი საგარანტიო მომსახურება;
- ავტორიზებული სერვის ცენტრი აღჭურვილია Apple-ის ქარხნული ხელსაწყოებით, რომელთა დახმარებითაც შეკეთებულ მოწყობილობას უნარჩუნდება IP სტანდარტი.
iSupport სერვისები
iSupport–ში შესაძლებელია ისეთი მომსახურებების მიღება როგორიცაა:
- მოწყობილობების დიაგნოსტიკა;
- iPhone, MacBook, iMac-ის მოდულური შეკეთება;
- ეკრანის, კამერის, ელემენტის, კორპუსის გამოცვლა;
- მაკის გაწმენდა მტვრისგან და თერმოპასტის გამოცვლა;
- ბადეების გაწმენდა კორპუსის დაშლის გარეშე;
- Apple აქსესუარების შეკეთება: დამტენები, გადამყვანები და სხვა.
მოწყობილობის შეკეთების ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაზიანებასა და კომპონენტების ხელმისაწვდომობაზე. შეკეთების საშუალო დროა სამი სამუშაო დღე.
შეკეთება და გარანტია
iSupport უზრუნველყოფს Apple-ის აღჭურვილობის ფასიან და უფასო საგარანტიო მომსახურებას.
თუ გარანტიის მქონე მოწყობილობაზე დაზიანდა ეკრანი, გარანტიის შესანარჩუნებლად აუცილებელია მისი ავტორიზებულ სერვის ცენტრში შეკეთება.
მესამე მხარის მიერ განხორციელებული ნებისმიერი ჩარევა (მათ შორის, მოწყობილობის გახსნა არაავტორიზებულ სერვის ცენტრში) Apple-ის საგარანტიო მომსახურებაზე უარის თქმას უდრის.
Apple არ არის პასუხისმგებელი არასერტიფიცირებულ სერვის ცენტრებში განხორციელებულ შეკეთებასა და სათადარიგო ნაწილების ხარისხზე, რადგან არ არსებობს ინფორმაცია, რა ხელსაწყოებით და რა პირობებში განხორციელდა რემონტი, არის თუ არა ყველაფერი მწყობრში ასეთი ჩარევის შემდეგ? ასევე, მესამე მხარის კომპონენტებმა შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა გაუმართაობა, ზოგიერთი ფუნქციის გაუქმება და ა.შ. მაგალითად, თუ iPhone–ის დაზიანებული ეკრანი შეიცვლება არაორიგინალი/ჩინური ეკრანით, გაუქმდება Face ID. ეს გამოწვეულია პროგრამული უზრუნველყოფის დაცვის მექანიზმით არაორიგინალი სათადარიგო ნაწილებისგან.
! თუ გსურთ თქვენი მოწყობილობის შეკეთება, გარანტიისა და ფუნქციონალის სრულად შენარჩუნება, მიმართეთ iSupport-ს.
გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.