ეკრანის ჩაწერა საკმაოდ ხშირად გვჭირდება. მიზეზი ბევრია – პრობლემის შემთხვევაში ვიდეოს გადაგზავნა პროფესიონალთან, აპლიკაციის მუშაობის შემოწმება, სხვადასხვა ვიდეოს ჩაწერა, რაიმეს ახსნა მეგობრის ან ოჯახის წევრისთვის და ა.შ.
თქვენი iPhone ეკრანის ჩასაწერად:
- გახსენით Settings > Control Center და შეეხეთ “+” სიმბოლოს Screen Recording-ის გვერდით;
- ჩამოშალეთ Control Center და შეეხეთ Screen Recording ღილაკს, დაელოდეთ 3 წამი და დაიწყეთ ჩაწერა.
თქვენი iPhone ეკრანის ხმით ჩასაწერად:
- გახსენით Settings > Control Center და შეეხეთ “+” სიმბოლოს Screen Recording-ის გვერდით;
- ჩამოშალეთ კონტროლ ცენტრი და ხანგრძლივად დააჭირეთ «Screen Recorder» ღილაკს;
- ამის შემდეგ, გამოჩნდება მიკროფონის გააქტიურების ღილაკი, დააჭირეთ მას;
- აუწიეთ ხმას ბოლომდე და დაიწყეთ ჩაწერა.
ვიდეოჩანაწერი მოძებნეთ “Photos” აპლიკაციაში.
არ ჩამორჩეთ სიახლეებს!
გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.


