ეკრანის როტაციის სტანდარტულად ჩართვა/გამორთვისათვის საჭიროა საკონტროლო ცენტრის გახსნა და შესაბამის ღილაკზე დაჭერა. მიუხედავად ამისა, არსებობს ხერხი, რომელიც ეკრანის როტაციას საკონტროლო ცენტრის გვერდის ავლით ააქტიურებს.
Apple გვთავაზობს Back Tap ფუნქციას, რომელიც iPhone-ის უკანა ზედაპირზე ორჯერ ან სამჯერ შეხებით აქტიურდება. Back Tap-ზე შესაძლებელია უამრავი ფუნქციის მინიჭება და მათ შორის როტაციის ჩართვა/გამორთვაა.
Back Tap–ით ეკრანის როტაციის გასაკონტროლებლად საჭიროა iOS14 ან უფრო ახალი ვერსია და iPhone 8 ან უფრო ახალი მოდელი. ფუნქციის გამოსაყენებლად:
- გახსენით Settings აპლიკაცია თქვენს iPhone-ზე;
- აირჩიეთ Accessibility;
- Physical and Motor-ის ქვეშ აირჩიეთ Touch;
- ჩამოსქროლეთ და აირჩიეთ Back Tap;
- შეეხეთ Double Tap ან Triple Tap–ს და აირჩიეთ Lock Rotation.
ზემოაღნიშნული ნაბიჯების გამოყენების შემდეგ Back Tap ფუნქციონალი ავტომატურად აქტიურდება და მისი გამოყენება/დატესტვა მაშინვე არის შესაძლებელი.
გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.