ვიჯეტი აპლიკაციის გახსნის გარეშე გვაწვდის ჩვენთვის სასურველ და საინტერესო ინფორმაციას. ყველაზე ხშირად გამოყენებადი ვიჯეტებია: ამინდი, კალენდარი, ელემენტის მუხტი და ა.შ. ვიჯეტების დამატება პირდაპირ ეკრანზეა შესაძლებელი, რაც საოცრად ამარტივებს და ასწრაფებს ინფორმაციის შემოწმებას.
როგორ დავამატოთ ვიჯეტები მთავარ ეკრანზე?
- გადადით საწყის ეკრანზე, სადაც გსურთ ვიჯეტის დამატება და ხანგრძლივად შეეხეთ ეკრანის ფონს, სანამ აპები არ დაიწყებენ რხევას;
- შეეხეთ Add Widget ღილაკს;
- მოძებნეთ სასურველი ვიჯეტი და აირჩიეთ მისი ზომა;
- სხვადასხვა ზომის ვიჯეტი აჩვენებს სხვადასხვა ტიპის ინფორმაციას.
- სასურველი ვიჯეტის არჩევის შემდეგ შეეხეთ ღილაკს Add Widget;
როგორ დავარედაქტიროთ ვიჯეტები?
- მთავარ ეკრანზე ხანგრძლივად შეეხეთ ვიჯეტს სწრაფი მოქმედებების მენიუს გასახსნელად;
- შეეხეთ Edit Widget ღილაკს და აირჩიეთ ვარიანტები;
- შეეხეთ ღილაკს Done.
როგორ წავშალოთ ვიჯეტები?
- ხანგრძლივად შეეხეთ ვიჯეტს სწრაფი მოქმედებების მენიუს გასახსნელად.
- შეეხეთ Remove Widget და შემდეგ Remove ღილაკს.
არ ჩამორჩეთ სიახლეებს!
გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.