ჩვენს საყვარელ სიმღერებს ნამდვილად შეუძლიათ განწყობის ამაღლება. დღევანდელ სახელმძღვანელოში განვიხილავთ, თუ როგორ უნდა დააყენოთ სიმღერა iPhone ზარის მელოდიაზე, რათა უფრო ხშირად მოუსმინოთ მას. ამას გარდა, როდესაც თქვენ მოხვდებით Apple-ის სმარტფონის სხვა მომხმარებლებს შორის, არასდროს აგერევათ თუ ვისი სმარტფონი რეკავს.
საყვარელი სიმღერის iPhone ზარის მელოდიაზე დაყენების 3 გზა არსებობს. მოდით, გავიაროთ თითოეული მათგანი!
როგორ დავაყენოთ ზარის მელოდია iPhone-ის სტანდარტული მელოდიებიდან?
სტანდარტული ზარის მელოდიის შესაცვლელად, მიჰყევით ამ ნაბიჯებს:
· გახსენით Settings > Sounds & Haptics > Ringtone.
· აირჩიეთ ახალი მელოდია თქვენი მოწყობილობის სიიდან.
როგორ დავაყენოთ საყვარელი სიმღერა iPhone ზარის მელოდიად: მეთოდი პირველი – iTunes
· გახსენით Settings > Sounds & Haptics > Select Ringtone > iTunes.
· თქვენ გადამისამართდებით iTunes Store-ში, სადაც შეგიძლიათ, აირჩიოთ და შეიძინოთ სასურველი სიმღერა.
ღირებულება მერყეობს $0.5-დან $1.5-მდე. თქვენ შეძლებთ შერჩეული მუსიკის ზარის მელოდიად დაყენებას ყველა კონტაქტისთვის, ან მიანიჭებთ მას მხოლოდ ერთს. ეს შეიძლება გაკეთდეს შეძენისთანავე. მნიშვნელოვანია: ამ ოპერაციის შესასრულებლად თქვენს Apple ID-ს უნდა ჰქონდეს მიბმული ბარათი.
როგორ დავაყენოთ საყვარელი სიმღერა iPhone ზარის მელოდიად: მეთოდი მეორე – კომპიუტერის გამოყენებით
პირველი რაც უნდა გააკეთოთ სიმღერის კომპიუტერში ჩამოტვირთვაა, რის შემდეგაც მას გადაიტანთ თქვენს iPhone-ზე. აქ მოცემულია დეტალური სახელმძღვანელო თუ როგორ უნდა დააყენოთ სასურველი ზარის მელოდია კომპიუტერის საშუალებით. ამ ნაბიჯების შესრულების შემდეგ, კი თქვენც გექნებათ უნიკალური ზარის მელოდია.
ტრეკის ჩამოტვირთვის შემდეგ:
· გახსენით Settings > Sounds & Haptics.
· აირჩიეთ თუ სად გსურთ მელოდიის შეცვლა: შემომავალი ზარები, შეტყობინებები, ნოტიფიკაციები და აირჩიეთ თქვენი მელოდია.
როგორ დავაყენოთ საყვარელი სიმღერა iPhone ზარის მელოდიად: მეთოდი მესამე – აპლიკაციის გამოყენებით
საყვარელი სიმღერის ზარის მელოდიად დასაყენებლად შეგიძლიათ, გამოიყენოთ GarageBand აპი. ამ პროგრამით, თქვენი ტელეფონის ნებისმიერი აუდიო ფაილი შეიძლება ზარის მელოდიად იქცეს. GarageBand შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ App Store-დან უფასოდ. მელოდიის iPhone ზარზე დასაყენებლად:
· ჩამოტვირთეთ GarageBand აპი App Store-დან.
· ატვირთეთ სიმღერა თქვენს მოწყობილობაზე. ეს შეიძლება გაკეთდეს ჩამოტვირთვის დროს, მის შემდეგ ან წინასწარ: მნიშვნელობა არ აქვს. უმარტივესი გზაა Safari-ზე გადასვლა და საძიებო ზოლში სიმღერის სახელის შეყვანა, რომლის გამოყენებასაც აპირებთ ზარის მელოდიისთვის. ჩამოტვირთვის შემდეგ, მისი ნახვა შესაძლებელია Files აპლიკაციაში.
· გახსენით GarageBand > Audio Recorder > ზედა მარცხენა კუთხეში იპოვეთ მესამე სიმბოლო რამდენიმე მართკუთხედით, შეეხეთ მას. შემდეგ დააჭირეთ + ნიშანს ზედა მარჯვენა კუთხეში.
· განსაზღვრეთ მელოდიის სიგრძე.
· ზედა მარჯვენა კუთხეში იპოვეთ სიმბოლო მარყუჟით, შეეხეთ მას, შემდეგ აირჩიეთ Files > Browse items from the Files app და აირჩიეთ სასურველი მელოდია.
ატვირთვის შემდეგ გადაიტანეთ ფაილი თაიმლაინზე.
· შეეხეთ თაიმლაინს და საჭიროებისამებრ დაჭერით მუსიკა.
· შემდეგ, შეეხეთ სამკუთხედის სიმბოლოს ზედა მარცხენა კუთხეში და აირჩიეთ My Songs, აირჩიეთ თქვენი სიმღერა > Share.
· აირჩიეთ Ringtone, დაარქვით სახელი და დააჭირეთ Done > Export > OK.
· თქვენი iPhone ზარის მელოდია მზად არის.
· მის დასაყენებლად გახსენით Settings > Sounds & Haptics. თქვენი სიმღერა სიაში იქნება. მონიშნეთ და ისიამოვნეთ.
გილოცავთ! თქვენ სრულიად უფასოდ შექმენით უნიკალური ზარის მელოდია თქვენი ტელეფონისთვის და შეიტყვეთსაინტერესო საიდუმლოებები თქვენი iPhone-სთვის!
თუ რაიმე სირთულეს წააწყდებით სიმღერის iPhone ზარის მელოდიად დაყენებაში, ეწვიეთ iSpace-ს. ჩვენ დაგეხმარებით! ჩვენ დავაკონფიგურირებთ თქვენს მოწყობილობას და გაჩვენებთ, რისი გაკეთება შეუძლია Apple მოწყობილობებს.
გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.