ელექტრონული მოწყობილობები ჩვენი და ჩვენი ბავშვების ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია. მშობლების უმთავრესი ამოცანა კი პატარების განვითარებასა და გართობას შორის სწორი ბალანსის დაცვაა.
დღევანდელ ბლოგში ვისაუბრებთ რამდენიმე მეთოდზე, რომელიც დაგვეხმარება ზემოხსენებული ბალანსის დაცვასა და პატარებისათვის უსაფრთხო გამოცდილების შექმნაში.
გამორთეთ ინტერნეტი
ინტერნეტის გამორთვით თავიდან ავიცილებთ „ზრდასრულ სიურპრიზებს“, რაც ბრაუზერის გამოყენებისას არც თუ ისე იშვიათია.
ამასთან ერთად, არ იქნება ზედმეტი ისეთი აპლიკაციების ბლოკირება როგორიცაა Safari, Face Time, Siri, iTunes Store, Apple Store და სხვა.
ამისათვის გახსენით Settings > Screen Time > Content & Privacy Restrictions > Allowed Apps და გამორთეთ არასასურველი აპლიკაციები. მათი გააქტიურება ნებისმიერ დროს შეიძლება.
! გაითვალისწინეთ: თუ პლანშეტზე დაინსტალირებულია დამატებითი ბრაუზერი მოგიწევთ მისი დამალვა ან წაშლა.
გააქტიურეთ Screen Time
iPadOS ასევე გვთავაზობს გარკვეული ინტერნეტ შინაარსის დაბლოკვას. ვირჩევთ სასურველ ფილტრებს და სისტემა ავტომატურად დაბლოკავს შესაბამის შინაარსს. ასევე შესაძლებელია კონკრეტული საიტების ბლოკირება. ამისათვის:
- პირველ რიგში გახსენით Settings > Screen Time > Use Screen Time Passcode და შეიყვანეთ სასურველი კოდი(პასკოდი ვერ იქნება იგივე, რასაც იყენებთ მოწყობილობის განბლოკვისთვის);
- ამის შემდეგ გახსენით Settings > Screen Time > Content & Privacy Restrictions და გააქტიურეთ ფუნქცია;
- შემდეგ გახსენით Content Restrictions > Web Content;
- ამის შემდეგ გაქვთ სამი ვარიანტი: Unrestricted Access, Limit Adult Websites და Allowed Websites Only. შეიყვანეთ კონკრეტული ვებსაიტის მისამართი და სულ ეს არის.
! ასევე გირჩევთ Siri ასისტენტის შეზღუდვას. ამისათვის:
- გახსენით Settings > Screen Time > Content & Privacy Restrictions > Content Restrictions;
- Siri-ს ქვეშ გახსენით Web Search Content და Explicit Language;
- ორივე გადართეთ Don’t Allow-ზე;
გამოიყენეთ Guided Access
Apple-მა iPad და iPhone–ზე სპეციალურად შეიმუშავა Guided Access ფუნქცია მათთვის ვისაც უჭირს ერთ დავალებაზე ფოკუსირება. ფუნქცია ზღუდავს მოწყობილობის შესაძლებლობებს და არ გვაძლევს სხვა აპლიკაციებსა და შეტყობინებებზე ყურადღების გადატანის საშუალებას.
მიუხედავად ფუნქციის თავდაპირველი დანიშნულებისა, მისი გამოყენება ასევე შესაძლებელია ბავშვებისათვის კონკრეტული შეზღუდვების დაწესებაში.
როგორ გამოვიყენოთ Guided Access?
- გახსენით Settings > Accessibility > Guided Access და გააქტიურეთ ფუნქცია;
- აირჩიეთ Passcode Settings და მიუთითეთ პასკოდი;
- ამის შემდეგ გახსენით ნებისმიერი აპლიკაცია. ახალ iPad-ებზე დააჭირეთ გვერდით ღილაკს სამჯერ, შედარებით ძველ მოდელებზე კი Home ღილაკს;
- შემდეგი, დააწკაპუნეთ Guided Access – Start.
! ასევე შესაძლებელია, ეკრანის სექციების მონიშვნა და კონკრეტული ფუნქციების დეაქტივაცია, ამისათვის Guided Access მენიუს ქვედა მარცხენა კუთხეში შეეხეთ ღილაკს Options > Touch და შეეხეთ ეკრანს კონკრეტული სივრცეებზე შეხების ბლოკირებისათვის.)
სესიის დასასრულებლად, ახალ iPad-ებზე დააწკაპუნეთ გვერდით ღილაკს სამჯერ, შედარებით ძველ მოდელებზე კი Home ღილაკს, შეიყვანეთ მითითებული პაროლი და დააჭირეთ ღილაკს Done.
Guided Access – დამატებითი ფუნქციები
Guided Access კიდევ რამდენიმე საინტერესო ფუნქციას გვთავაზობს, როგორიცაა სენსორების გამორთვა, Home ღილაკის გამორთვა, ავტომატური როტაციის ღილაკის გამორთვა, ხმის შეცვლა ბლოკირება და სხვა. თუმცა მშობლებისათვის ყველაზე საინტერესო და სასარგებლოა Time Limit.
მშობლები ხშირად ეუბნებიან პატარებს, რომ პლანშეტიც იღლება დღის განმავლობაში და რომ დღის ბოლოს ისიც იძინებს, რათა მეორე დღეს მხნე და დასვენებულ მდგომარეობაში შეხვდეს. დაგვეთანხმებით, რომ ასეთი მეთოდი ყოველ საღამოს პლანშეტის ხელიდან გამოგლეჯას ნამდვილად სჯობს.
ფუნქციის გასააქტიურებლად ახალ iPad-ებზე დააწკაპუნეთ გვერდით ღილაკს სამჯერ, შედარებით ძველ მოდელებზე კი Home ღილაკს და ქვედა მარცხენა კუთხეში შეეხეთ ღილაკს Options. ამის შემდეგ გააქტიურეთ Limit და მიუთითეთ მუშაობის ხანგრძლივობა.
გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.