ჩვენს მოწყობილობებს უამრავ პერსონალურ ინფორმაციას ვანდობთ, ხოლო თაღლითები მუდმივად პოულობენ მათზე წვდომის მოპოვების ახალ გზებს. როგორ დავიცვათ თავი თაღლითებისგან და როგორ მოვიქცეთ თუ iPhone მოგვპარეს? დღევანდელ ბლოგში iSpace უპასუხებს თქვენს კითხვებს და ასევე მოგიწოდებთ სიფხიზლისკენ!
რაში იყენებენ თაღლითები თქვენს მონაცემებს?
თქვენი პირადი მონაცემების მოპოვებით, თაღლითები ეძებენ ინფორმაციას არაკეთილსინდისიერად გამოსაყენებლად. მაგალითად, პირადი ან მგრძნობიარე ფოტოები, კონფიდენციალური ჩანიშვნები ან შეტყობინებები შეიძლება გამოყენებულ იქნას შანტაჟის ან გამოძალვისთვის.
უფრო ხშირად, თაღლითებს აინტერესებთ ფინანსური ინფორმაციები – საბანკო ბარათის დეტალები, ონლაინ ბანკინგის კოდები და აპლიკაციის ანგარიშების ინფორმაცია. მათ შეუძლიათ დისტანციურადაც კი მიიღონ ისინი. თქვენი ტელეფონის ხელში ჩაგდების შემდეგ კი მარტივად შეუძლიათ ფინანსური ტრანზაქციების შესრულებაც. ამიტომ, თქვენი iPhone ყოველთვის უნდა იყოს დაცული Face ID-ით, Touch ID-ით ან პაროლით. ჩართეთ ორფაქტორიანი ავთენტიფიკაცია მნიშვნელოვანი აპებისთვის.
არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ ასევე შეიძლება იყოს პარტნიორი ან ყოფილი მეგობარი, რომელიც ცდილობს თქვენს პირად ცხოვრებაში შემოჭრას, თვალყურის დევნებას ან შურისძიებას.
როგორ იღებენ თაღლითები წვდომას თქვენს ტელეფონზე?
ბოლო დროს პოპულარული გახდა თაღლითობის ახალი მეთოდი, რომელიც უკავშირდება Apple ID-ს. თქვენს ანგარიშზე წვდომით, თაღლითი იძენს სრულ კონტროლს თქვენს მოწყობილობაზე. აი როგორ:
· შესაძლოა მიიღოთ შეტყობინება ვინმესგან, რომ თქვენს Apple ID-ზე ვიღაცამ წვდომა მოიპოვა და რომ საჭიროა Apple ID-ს ავტორიზაცია.
· ან შეიძლება მიიღოთ SMS, რომელშიც ნათქვამია, რომ Apple-მა აღმოაჩინა პრობლემა თქვენს iPhone-ში, რომელიც შეიცავს ფიშინგის ბმულს დეტალებისთვის.
არასდროს დალოგინდეთ სხვისი Apple ID-ში თქვენს iPhone-ზე
თითქოს არაფერი, თუმცა iPhone-ის გამოცდილ მომხმარებლებმაც კი შეიძლება ეჭვი არ შეიტანონ. წარმოიდგინეთ, მეგობარი გიგზავნით შეტყობინებას სოციალურ მედიაში: „გამარჯობა! ტელეფონი მომპარეს. შეგიძლიათ გამოხვიდეთ თქვენი Apple ID-დან და შეხვიდეთ ჩემი iCloud ანგარიშით და პაროლით? ჩართე და ვნახავ სადაა ჩემი iPhone. გთხოვ იჩქარე და ა.შ.” შემდეგ გამოგიგზავნით ლოგინს და პაროლს.
თითქოს ყველაფერი რიგზეა, თუმცა როგორც კი შეიყვანთ ამ დეტალებს თქვენს მოწყობილობაში, სმარტფონი თქვენი აღარაა. თაღლითები ააქტიურებენ დაკარგულ რეჟიმს და დისტანციურად დაბლოკავენ თქვენს iPhone-ს. სმარტფონის განბლოკვას თქვენით ვეღარ შეძლებთ. თაღლითებმა შეიძლება მოითხოვონ ფული მისი განბლოკვისთვის.
არ გახსნათ SMS ბმულები და არ შეიყვანოთ თქვენი მონაცემები
თაღლითებს ასევე შეუძლიათ თქვენი iPhone-ის გატაცება SMS-ის საშუალებით. მაგალითად, შეიძლება მიიღოთ შეტყობინება: „თქვენი iPhone აღმოჩენილია. მდებარეობის სანახავად დააწკაპუნეთ მიმაგრებულ ბმულზე.” თქვენ დააწკაპუნებთ, ხედავთ Apple-ის ნაცნობ ინტერფეისს და ფორმას, რომელიც ითხოვს თქვენი Apple ID-ის დეტალებს. „შესვლის“ შემდეგ თქვენი ტელეფონი წაიშლება და თქვენ დაკარგავთ მასზე წვდომას.
ახალი სქემები თითქმის ყოველდღიურად ჩნდება, ამიტომ გადამწყვეტია სიფხიზლის შენარჩუნება.
როგორ მოვიქცეთ თუ დავკარგეთ წვდომა ანგარიშზე?
თუ თაღლითებმა უკვე დაბლოკეს თქვენი ტელეფონი, დაუკავშირდით Apple მხარდაჭერას. მათი ტელეფონის ნომერი თქვენს ქვეყანაში იხილეთ აქ. მოამზადეთ თქვენი iPhone-ის ყუთი და ქვითარი საკუთრების დასადასტურებლად. Apple-ის სპეციალისტები დაგეხმარებიან წვდომის აღდგენაში, თუმცა ამას შეიძლება გარკვეული დრო დასჭირდეს.
თუ თაღლითები დაგიკავშირდნენ და ფულს ითხოვენ, არ დაუკავშირდეთ მათ და დაუკავშირდით პოლიციას.
როგორ მოვიქცეთ თუ ჩვენს Apple ID-ზე სხვას აქვს წვდომა?
თუ ეჭვი გეპარებათ, რომ ვინმემ მოიპოვა წვდომა თქვენს Apple ID-ზე, დაუყოვნებლივ შეცვალეთ პაროლი და ჩართეთ ორფაქტორიანი ავთენტიფიკაცია:
· გახსენით Settings > თქვენი სახელი > Password & Security > Change Password და მიჰყევით ეკრანზე მითითებებს.
· თუ ვინმემ შეცვალა პაროლი, გადააყენეთ იგი. თუ შეუძლებელია, ეწვიეთ iforgot.apple.com ანგარიშის აღდგენის დასაწყებად.
როგორ დავიცვათ iPhone ჰაკერებისგან: ზოგადი წესები
· არ გახსნათ უცნობი ბმულები SMS ან შეტყობინებების აპებში. მაშინაც კი, თუ შეტყობინება მეგობრისგან მოდის, დარწმუნდით, რომ მათი ანგარიში არ არის გატეხილი. მაგალითად, დაურეკეთ მათ.
· დაიცავით თქვენი Apple ID ორფაქტორიანი ავთენტიფიკაციით. მის გასააქტიურებლად გახსენით Settings > თქვენი სახელი > Password & Security > Two-Factor Authentication და გაააქტიურეთ.
· არასოდეს გააზიაროთ თქვენი Apple ID პაროლი ან დამადასტურებელი კოდები. Apple მხარდაჭერა არასოდეს ითხოვს ამ ინფორმაციას.
· ჩამოტვირთეთ აპლიკაციები მხოლოდ App Store-დან, სადაც კონტენტი საფუძვლიანად არის შემოწმებული Apple-ის დეველოპერების მიერ.
· უცნაურ და არასტანდარტულ სიტუაციებში, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით Apple მხარდაჭერას.
· არ დატოვოთ თქვენი ტელეფონი უყურადღებოდ საჯარო ადგილებში, განსაკუთრებით თუ არ გაქვთ ჩართული Face ID ან Touch ID.
iPhone-ის ქურდობის პრევენცია
როგორ დავბლოკოთ iPhone, თუ მოგვპარეს? თუ ტელეფონი დაკარგეთ ან მოგპარეს, გამოიყენეთ Find My აპი, რათა დისტანციურად დაბლოკოთ თქვენი iPhone და თავიდან აიცილოთ არაავტორიზებული წვდომა თქვენს პერსონალურ მონაცემებზე. თქვენ ასევე შეგიძლიათ ნახოთ მოწყობილობის ბოლო ცნობილი მდებარეობა რუკაზე. დაკარგული მოწყობილობის საპოვნელად, ფუნქცია Find My iPhone უნდა იყოს გააქტიურებული.
ჩვენ გირჩევთ, ჩართოთ ეს ფუნქცია თქვენი სმარტფონის შეძენისთანავე: გახსენით Settings > თქვენი სახელი > Find My და გააქტიურეთ Find My iPhone.
თუ ფუნქცია გააქტიურებულია, შედით iCloud.com/find-ზე სხვა მოწყობილობიდან თქვენი ტელეფონის ადგილმდებარეობის დასადგენად. თქვენ ასევე შეგიძლიათ მონიშნოთ მოწყობილობა დაკარგულად, დაბლოკოთ ის და დატოვოთ შეტყობინება ჩაკეტილ ეკრანზე მპოვნელისთვის. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ჩვენი სტატია.
როგორ დავიცვათ iPhone მოსმენისგან?
Apple სმარტფონები ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხოა, რადგან ყველა iOS აპლიკაცია App Store-ში შემოწმებულია Appleდეველოპერების მიერ. ნაკლებად სავარაუდოა, რომ spyware დაინსტალირდეს თქვენს iPhone-ზე. რეგულარულად განაახლეთ თქვენი პროგრამული უზრუნველყოფა და თავიდან აიცილეთ უცნობი ბმულების გახსნა. კონფიდენციალურობის უზრუნველსაყოფად გამოიყენეთ ჩატისა და შეტყობინებების აპები ზარების სრული დაშიფვრით.
iPhone-ს ასევე აქვს Lockdown რეჟიმი, რომელიც გთავაზობთ დამატებით დაცვას უკიდურესად იშვიათი და დახვეწილი კიბერშეტევებისგან. თუმცა, მოწყობილობის ზოგიერთი ფუნქცია შეზღუდული იქნება გააქტიურების შემდეგ.
iPhone-ზე Lockdown რეჟიმის ჩასართავად გახსენით Settings > Privacy & Security > Lockdown Mode > Turn On Lockdown Mode > დაადასტურეთ Turn On Lockdown Mode > Turn On & Restart და შეიყვანეთ მოწყობილობის პასკოდი.
თუ თქვენი iPhone-ის ან რაიმე ფუნქციის დაყენებისას წააწყდით სირთულეებს, გვეწვიეთ iSpace-ში. ჩვენ დაგეხმარებით თუ დაგავიწყდათ თქვენი Apple ID პაროლი და აგიხსნით თუ როგორ უნდა დაიცვათ მოწყობილობა თაღლითებისგან. გარდა ამისა, ჩვენთან გაეცნობით Apple-ის ნებისმიერ ახალ პროდუქტს.
გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.