დრო და დრო გვხვდება აპლიკაცია(თუნდაც Amazon), რომელსაც არ აქვს Dark Mode მხარდაჭერა. მათთვის ვინც შეჩვეულია Dark Mode-ით სარგებლობას ასეთი აპლიკაციების გამოყენება განსაკუთრებით არაკომფორტულია, განსაკუთრებით საღამოს/ღამის საათებში.
ასეთ აპლიკაციებში Dark Mode-ის გასააქტიურებლად:
- გახსენით Settings > Accessibility;
- ჩამოსქროლეთ და აირჩიეთ Per-App Settings;
- შეეხეთ Add App ღილაკს და აირჩიეთ აპლიკაცია;
- აირჩიეთ Smart Invert ფუნქცია და გააქტიურეთ;
- სულ ეს არის! აპლიკაცია გადაერთო Dark Mode-ზე.
! აღსანიშნავია, რომ Per-App პარამეტრებში შესაძლებელია მრავალი აპლიკაციის დამატება.
! Dark Mode-ის გააქტიურების გარდა Per-App–ში შესაძლებელია ისეთი პარამეტრების შეცვლა(ცალკეული აპლიკაციებისთვის), როგორიცაა: Bold ტექსტი, Larger ტექსტი, ღილაკების ფორმები, გამჭვირვალობა, კონტრასტი და ა.შ.
გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.


