Sharing Suggestions იგივე გაზიარების შეთავაზებები, Photos აპლიკაციის ფუნქციაა, რომელიც ერთ დროსა და ადგილზე გადაღებულ ფოტო და ვიდეო კოლექციებს ქმნის და აადვილებს მომენტების გაზიარებას.
ფოტოები გაზიარდება iCloud.com-ის ბმული სახით. გაზიარებული კოლექცია აქტიურია 30 დღის განმავლობაში, თუმცა მისი შეწყვეტა ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი.
Sharing Suggestions–ის გამოსაყენებლად:
- ჩართეთ iCloud Photos თქვენს iPhone/iPad/iPod touch-ზე;
- გახსენით Photos აპი;
- გახსენით For You გვერდი და იპოვეთ Sharing Suggestions;
- შემოთავაზებების დასათვალიერებლად გადაფურცლეთ მარცხნივ და აირჩიეთ სასურველი კოლექცია;
- კოლექციის სრულად გასაზიარებლად შეეხეთ ღილაკს Next, ხოლო კოლექციიდან ფოტოების ამოსაშლელად შეეხეთ ღილაკს Select;
- აირჩიეთ ვისთან გსურთ კოლექციის გაზიარება. თუ Photos აპი ამოიცნობს ფოტო/ვიდეოებში არსებულ ადამიანებს, მათი სახელები ავტომატურად გამოჩნდება. ასევე გამოჩნდება მათი სახელები ვისთანაც უკვე გაზიარებული გაქვთ ფოტოები. Deselect–ის საშუალებით ჩახსნით მათ ვისთანაც არ გსურთ გაზიარება. Add People-ის დახმარებით კი დაამატებთ მეტ ადამიანს;
- შეეხეთ ღილაკს Share in Messages.
არ ჩამორჩეთ სიახლეებს!
გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.