Apple-ის უახლესი MacBook Pro 16 M1 Max აღჭურვილია High Power რეჟიმით, რომელიც ხელმისაწვდომია macOS Monterey–ში. რეჟიმი გათვლილია ხანგრძლივი ინტენსიური დატვირთვით მუშაობაზე.
რეჟიმის გააქტიურების შემდეგ, სისტემა სრულად ცვლის ოპერაციული პროცესების პრიორიტეტებს და მაქსიმალურად ერთვება აქტიური პროცესის სწრაფად დამუშავებაზე.
შემდეგი ნაბიჯები გიჩვენებთ, თუ როგორ უნდა გააქტიუროთ High Power რეჟიმი:
1. macOS-ში მენიუს ზოლში დააჭირეთ Apple სიმბოლოს და აირჩიეთ System Preferences…;
2. დააჭირეთ ელემენტის სიმბოლოს Preferences პანელზე;
3. გვერდით მენიუში აირჩიეთ Power Adapter;
4. Energy Mode გადაიყვანეთ High Power-ზე.
გაითვალისწინეთ, რომ High Power რეჟიმი ხელმისაწვდომია მხოლოდ 16 ინჩიან MacBook Pro-ზე M1 Max ჩიპით. ფუნქციის მხარდაჭერა არ აქვს M1 Pro ჩიპის მქონე MacBook Pro მოდელებს, მათ შორის არც 14 ინჩიან M1 Max პროცესორის მქონე ვერსიას.
გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.