Shared with You არის Apple-ის სოციალური ფუნქცია, რომელიც გვეხმარება სასურველი ქონთენთის მარტივად გაზიარება-ნახვაში.
ფუნქცია აქტიურდება მაშინ, როდესაც ქონთენთს გიზიარებენ Apple TV, Apple Music, News, Podcasts, Safari და Photos აპლიკაციებიდან iMessage-ის გამოყენებით. თითოეული აპი ავტომატურად ინახავს გაზიარებულ მასალას საკუთარ Shared with You განყოფილებაში.
Shared with You თითოეული აპლიკაციაში სხვადასხვა ადგილზეა განთავსებული. თუ ქონთენთი არ არის გაზიარებული Messages გამოყენებით, ის არ აისახება Shared with You განყოფილებაში.
სად ვიპოვოთ Shared with You?
პირველ რიგში გახსენით Settings > Messages და გააქტიურეთ Automatic Sharing. ამავე მენიუში შეიძლება ფუნქცისი გარკვეულ აპლიკაციებზე გამორთვა-ჩართვა.
Mac-ზე გახსენით Messages და გახსენით Preferences. გააქტიურეთ Shared with You.
- Apple TV: შეეხეთ Watch Now ჩანართს ქვედა მარცხენა ეკრანზე;
- Apple Music: შეეხეთ ჩანართს Listen Now;
- Safari: გახსენით ბრაუზერის ახალი ჩანართი და ჩამოსქროლეთ ბოლომდე. Edit ღილაკზე დაწკაპუნება საშუალებას გაძლევთ, ჩართოთ ან გამორთოთ Shared with You;
- Photos: შეეხეთ For You ჩანართს და ჩამოსქროლეთ;
- News: შეეხეთ Today ჩანართს და ჩამოსქროლეთ;
- Podcasts: შეეხეთ ჩანართს Listen Now და ჩამოსქროლეთ;
მთელი პროცესი ავტომატურია. როდესაც ვინმე გიზიარებთ ქონთენთს iMessage-ში, ის პირდაპირ აისახება შესაბამისი აპლიკაციის Shared with You ჩანართში. ქონთენთის iOS და iPadOS-ზე გასაქრობათ შეეხეთ ხანგრძლივად, ხოლო macOS-ზე დააწკაპუნეთ მაუსით.
გაზიარებული ქონთენთის ქვეშ გამოჩნდება გამზიარებელის ფოტო და სახელი, რომელზე დაწკაპუნებითაც გაიხსნება შესაბამისი Messages ჩათი.
როგორ დავპინოთ ქონთენთი Messages-ში?
- გახსენით ჩათი Messages-ში;
- ხანგრძლივად შეეხეთ მდიდარ ბმულს;
- შეეხეთ Pin ღილაკს;
- გაიმეორეთ ნაბიჯები Pin-ის მოსახსნელად.
როგორ გავაზიაროთ ქონთენთი?
- Apple TV: აირჩიეთ სატელევიზიო შოუ ან ფილმი, შეეხეთ გაზიარების ღილაკს, რომელიც ჰგავს კვადრატს ზემოთ მიმართული ისრით. აირჩიეთ Messages, შეეხეთ კონტაქტს და გაგზავნეთ შეტყობინება;
- Apple Music: აირჩიეთ სიმღერა ან ალბომი, შეეხეთ ღილაკს More, რომელიც გამოიყურება როგორც სამი წერტილი წრეში, შემდეგ შეეხეთ Share Song ან Share Album. აირჩიეთ Messages, შემდეგ ქონტაქტი და გააზიარეთ;
- Safari: გადადით ვებსაიტზე და შეეხეთ კვადრატულ გაზიარების ღილაკს. აირჩიეთ Messages, შეეხეთ კონტაქტს და გაგზავნეთ;
- Photos: იპოვეთ ფოტო და შეეხეთ კვადრატულ გაზიარების ღილაკს. აირჩიეთ Messages, შეეხეთ კონტაქტს და გაგზავნეთ;
- News: აირჩიეთ სტატია და შეეხეთ ღილაკს More. აირჩიეთ Messages, შეეხეთ კონტაქტს და გაგზავნეთ;
- Podcasts: იპოვეთ პოდკასტი და შეეხეთ კვადრატულ გაზიარების ღილაკს. აირჩიეთ Messages, შეეხეთ კონტაქტს და გაგზავნეთ.
Messages აპში გაზიარებული ქონთენთი აისახება შესაბამისი აპლიკაციის Shared with You სექციაში.
გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.