Apple Watch–ის სტანდარტულ პარამეტრებში მითითებულია შეხსენებების პერიოდული დაგზავნა, რაც ზოგიერთი მომხმარებლისთვის შესაძლოა გამაღიზიანებელი იყოს. გაიდში გავივლით თუ როგორ უნდა გამოვრთოთ Time to Stand შეხსენებები.
ხანგრძლივი დროის განმავლობაში მჯდომარე პოზიციაში ყოფნა თქვენი ჯანმრთელობისთვის ნამდვილად საზიანოა, რის გამოც Apple Watch–ში გათვალისწინებულია Time to Stand შეხსენებები.
თუ მჯდომარე პოზიციაში გაატარებთ საათის პირველ 50 წუთს, Apple Watch გამოგიგზავნით შეტყობინებას და შემოგთავაზებთ ფეხზე წამოდგომას და მოძრაობას ერთი წუთის განმავლობაში.
თუ დგახართ და მოძრაობთ, საათი შეგაქებთ და შემოგთავაზებთ ცისფერი რგოლის გამომუშავებას. თუ 12 საათის განმავლობაში ყოველ საათში მინიმუმ 1 წუთს გაატარებთ ფეხზე დგომაში/მოძრაობაში დახურავთ თქვენს Stand რგოლს.
Time to Stand შეხსენებები ნამდვილად კარგი ფუნქციაა, თუმცა აქტიური ცხოვრების წესის მქონე ადამიანებისთვის შესაძლოა გამაღიზიანებელი და დამღლელი იყოს. როგორ გამოვრთოთ Time to Stand:
- დააჭირეთ ციფრულ გვირგვინს Apple Watch-ის გვერდზე;
- აირჩიეთ Settings აპლიკაცია;
- ჩამოსქროლეთ და აირჩიეთ Activity;
- გამორთეთ Stand Reminders;
- ფუნქციის გამორთვა ასევე შესაძლებელია iPhone-დან – My Watch > Activity > Stand Reminders.
! შეხსენების გამორთვა არ ნიშნავს ცისფერი რგოლის გაუქმებას. რგოლი მაინც დაითვლის თქვენს აქტივობას, უბრალოდ აღარ გამოგიგზავნით შეხსენებებს.
გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.