უნივერსალურ ბუფერს(Universal Clipboard) ძირითადად ტექსტის დაკოპირება–ჩასმისათვის ვიყენებთ. თუმცა მისი გამოყენებით მოწყობილობებს შორის ფოტოების გადასაკოპირებაც შეიძლება.
ერთ მოწყობილობაზე დაკოპირებულ ფოტოს მარტივად გამოიყენებთ მეორე მოწყობილობაზე გახსნილ შეტყობინებებში, ელ.ფოსტაში, ჩანიშვნებში და ა.შ.
ფუნქციის გამოსაყენებლად საჭიროა ჩართული Wi-Fi + Bluetooth და მოწყობილობების ერთი და იგივე Apple ID–ით ავტორიზაცია. ამის შემდეგ:
- ჩართეთ Handoff ფუნქცია: Mac-ზე > System Preferences > General > Allow Handoff, ხოლო და iPhone/iPad-ზე > Settings > General > Handoff;
- ფოტოს დასაკოპირებლად: iPhone/iPad-ზე შეასრულეთ სამი თითის დაჭერა–შეკვრის ჟესტი. Mac-ზე გამოიყენეთ Command+C;
- გადადით მოწყობილობაზე, რომლითაც გსურთ ფოტოს გამოყენება და სამი თითის დაჭერა–გაშლის ჟესტით ჩასვით ფოტო ველში. Mac-ზე გამოიყენეთ Command+V ან იგივე ჟესტი თრექფედზე.
არ ჩამორჩეთ სიახლეებს!
გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.