საკონტროლო ცენტრი სტანდარტულად ეკრანის ზედა მარჯვენა კუთხიდან თითის დიაგონალზე ჩამოცურებით იხსნება. თუმცა, თუ ორივე ხელი არ გაქვთ თავისუფალი ამის გაკეთება არც თუ ისე მარტივი და უსაფრთხოა.

Apple გვთავაზობს Back Tap ფუნქციას, რომელიც iPhone-ის უკანა ზედაპირზე ორჯერ ან სამჯერ შეხებით აქტიურდება. Back Tap-ზე შესაძლებელია უამრავი ფუნქციის მინიჭება და მათ შორისაა საკონტროლო ცენტრი.

Back Tap–ით საკონტროლო ცენტრის გასახსნელად საჭიროა iOS14 ან უფრო ახალი ვერსია და iPhone 8 ან უფრო ახალი მოდელი. ფუნქციის გამოსაყენებლად:

  1. გახსენით Settings აპლიკაცია თქვენს iPhone-ზე;
  2. აირჩიეთ Accessibility;
  3. Physical and Motor-ის ქვეშ აირჩიეთ Touch;
  4. ჩამოსქროლეთ და აირჩიეთ Back Tap;
  5. შეეხეთ Double Tap ან Triple Tap–ს და აირჩიეთ Control Center.

ზემოაღნიშნული ნაბიჯების გამოყენების შემდეგ Back Tap ფუნქციონალი ავტომატურად აქტიურდება და მისი გამოყენება/დატესტვა მაშინვე არის შესაძლებელია.

არ ჩამორჩეთ სიახლეებს!

გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *