iPhone-ის შეძენის შემდეგ მნიშვნელოვანია მისი საწყისი კონფიგურაცია. ჩართვა, აქტივაცია, პაროლების დაყენება და სხვა ქმედებები აუცილებელია, რომ თქვენმა სმარტფონმა მაქსიმალური ეფექტურობით იმუშაოს. დღევანდელ ბლოგში აგიხსნით, თუ როგორ უნდა გამართოთ ახალი iPhone და ასევე გაგიზიარებთ სასარგებლო რჩევებს.

iPhone-ის ჩართვა

პირველ რიგში, ჩართეთ მოწყობილობა. დააჭირეთ გვერდით ღილაკს სანამ Apple ლოგო არ გამოჩნდება. შემდეგ, iPhone მოგესალმებათ და მოგთხოვთ გარკვეული პარამეტრების შევსებას. ჩართვის შემდეგ, მოგიწევთ სისტემის ენისა და რეგიონის არჩევა, მონაცემების გამოყენების ნებართვის მიცემა და სხვა სტანდარტული პარამეტრების შევსება. ამ ეტაპის დასრულების შემდეგ, სისტემა შემოგთავაზებთ Apple ID-ის დაყენებას.

თუ უკვე ხართ Apple მოწყობილობის მომხმარებელი: Quick Start ფუნქცია

თუ ახალი iPhone თქვენი პირველი Apple მოწყობილობა არაა და უკვე გაქვთ Apple ID, Quick Start ფუნქცია დაგეხმარებათ მის აქტივაციასა და მონაცემების გადატანაში. მთავარი პირობაა, რომ ორივე მოწყობილობა იყოს თქვენს ხელთ.

·       ჩართეთ Wi-Fi და Bluetooth თქვენს ძველ მოწყობილობაზე.

·       ჩართეთ ახალი მოწყობილობა და ორივე გაჯეტი ერთმანეთის გვერდით მოათავსეთ. 

·       განაგრძეთ ეკრანზე მოცემული ინსტრუქციების შესრულება. მენიუს გაქრობის შემთხვევაში, გადატვირთეთ ორივე მოწყობილობა.

·       ამ ნაბიჯების დასრულების შემდეგ, დააკავშირეთ ახალი სმარტფონი Wi-Fi-სთან ან აირჩიეთ მობილური ქსელი.

·       შეიყვანეთ Face ID ან Touch ID. 

·       აირჩიეთ მონაცემთა გადატანის მოსახერხებელი მეთოდი: iCloud სარეზერვო ასლიდან ან პირდაპირ ძველი მოწყობილობიდან. პირველი ვარიანტი ფაილების ფონურად გადმოწერის საშუალებას გაძლევთ, ხოლო მეორე მეთოდის გამოყენების შემთხვევაში მოწყობილობებით ვერ ისარგებლეთ სანამ ტრანსფერი არ დასრულდება.

გახსოვდეთ: პროცესის დასრულებამდე ორივე მოწყობილობა ერთმანეთის გვერდით უნდა იყოს მოთავსებული. მონაცემთა გადატანის დრო დამოკიდებულია ფაილების რაოდენობაზე.

ახალ iPhone-ში ფაილების გადატანა Android მოწყობილობიდანაც არის შესაძლებელი.

Android-დან iPhone-ზე გადასვლა: როგორ გადავიტანოთ მონაცემები?

თუ ეს თქვენი პირველი Apple მოწყობილობაა: Apple ID-ის დაყენება

თუ ახალი iPhone თქვენი პირველი Apple მოწყობილობაა, დაგჭირდებათ Apple ID-ის ანგარიშის შექმნა. მის გარეშე ვერ გამოიყენებთ სმარტფონის მთავარ ფუნქციებს. Apple ID საჭიროა პროგრამების, თამაშებისა და აპლიკაციების ჩამოტვირთვისა და შეძენისათვის. თუ სხვა Apple მოწყობილობებსაც შეიძენთ (Mac, AirPods, Apple Watch, iPad), თქვენი Apple ID მათ ერთ ეკოსისტემაში გააერთიანებს. შეძლებთ მუშაობის დაწყებას ერთ მოწყობილობაზე და გაგრძელებას მეორეზე და Apple ეკოსისტემის ყველა უპირატესობით სარგებლობას. Apple ID ასევე დაგეხმარებათ მოწყობილობის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში თქვენი ინფორმაციის დაცვაში, რადგან ფაილები სხვა მოწყობილობაზე იქნება ხელმისაწვდომი თქვენი Apple ID-ის გამოყენებით.

Apple ID-ის შესაქმნელად:

1.     Apple ID-ის ავტორიზაციის ეტაპზე დააჭირეთ Forgot password or don’t have an Apple Account?

2.     შემდეგ დააჭირეთ Create a Free Apple Account.

3.     შეიყვანეთ თქვენი მონაცემები: დაბადების თარიღი, სახელი და დააჭირეთ ღილაკს Continue.

4.     მიუთითეთ ელფოსტა, რომელსაც გამოიყენებთ თქვენს Apple ანგარიშში შესასვლელად.

5.     თქვენი ელფოსტის დასადასტურებლად, პაროლის შესაქმნელად, ქვეყნის არჩევისა და ორფაქტორიანი ავთენტიფიკაციის გასააქტიურებლად მიჰყევით ეკრანზე მითითებებს.

შეგიძლიათ გამოტოვოთ Apple ID-ის შექმნის ეტაპი და მოგვიანებით გააკეთოთ ანგარიში Settings აპში.

iCloud-ის შექმნა

iCloud არის Apple-ის სერვისი ფაილების, ფოტოების და სხვა მონაცემების Cloud-ში შესანახად. ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება თქვენს თითოეულ Apple მოწყობილობაზე და icloud.com ვებგვერდზე. გარდა ამისა, iCloud საშუალებას გაძლევთ, გაუზიაროთ მონაცემები ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და ახლობლებს.

iCloud-ის შესაქმნელად:

·       გახსენით Settings და ზედა ნაწილში დააჭირეთ თქვენს სახელს. თუ თქვენი სახელი არ არის ნაჩვენები, დააჭირეთ Sign in და შეიყვანეთ Apple ID-ის დეტალები.

·       შემდეგ აირჩიეთ iCloud Mail ან Mail  და მიჰყევით ეკრანზე მოცემულ ინსტრუქციებს.

გილოცავთ! თქვენი iPhone-ის საწყისი გამართვა დასრულებულია.


მნიშვნელოვანი ფუნქციების დაყენება

·       დააყენეთ პასკოდი – გახსენით Settings და აირჩიეთ Face ID & Passcode ან Touch ID & Passcode და შექმენით პასკოდი.

·       განაახლეთ iOS უახლეს ვერსიაზე – გახსენით Settings შემდეგ აირჩიეთ General და დააჭირეთ Software Update. დარწმუნდით, რომ თქვენი სისტემა განახლებულია.

·       დააინსტალირეთ საჭირო აპლიკაციები – გახსენით App Store და იპოვნეთ საჭირო აპლიკაციებს: სოციალური ქსელები, მესენჯერები, თამაშები.

·       გამართეთ მართვის ცენტრი(გეხმარებათ აპლიკაციების/ფუნქციების სწრაფად გახსნაში) – iOS 18-ში მართვის ცენტრის ჩამოშლა მარჯვენა ზედა კუთხიდან შეგიძლიათ. ძველ ვერსიებში გახსენით Settings > Control Center.

·       გააქტიურეთ Do Not Disturb and Focus – ეს რეჟიმები დროებით ზღუდავს მობილურ ზარებს, SMS-ებს და სხვა შეტყობინებებს. შეგიძლიათ გამოიყენოთ ძილის დროს. ფუნქციის გასააქტიურებლად გახსენით Settings > Focus და აირჩიეთ სასურველი რეჟიმი: Do Not Disturb, Driving და სხვა.

·       გამართეთ Siri – ამის გასაკეთებლად გახსენით Settings > Siri.

დაკარგული ან მოპარული iPhone-ის დაცვის ფუნქციები

თქვენ შეგიძლიათ შეამოწმოთ თქვენი iPhone-ის მდებარეობა Apple-ის ვებგვერდზე თქვენი Apple ID-ს  და პაროლის გამოყენებით. ასევე, მისი მდებარეობა შეგიძლიათ, ნახოთ Find My აპლიკაციის iPad-ზე ან Mac-ზე გამოყენებით, მაგრამ ამისათვის მოწყობილობა წინასწარ უნდა მომზადებული.

Find My iPhone-ის გააქტიურება წინასწარ:

·       გახსენით Settings და დააჭირეთ თქვენს სახელს და აირჩიეთ Find My.

·       შემდეგ აირჩიეთ Find My iPhone და გაააქტიურეთ ფუნქცია, რომ შეძლოთ მოწყობილობის ადგილმდებარეობის ნახვა მისი დაკარგვის შემთხვევაში.

·       თუ iPhone თქვენი ერთადერთი Apple მოწყობილობაა თქვენს Apple ID-ში უნდა დაამატოთ სანდო კონტაქტები(Trusted Contacts). ამისათვის: 

·       გახსენით Settings > Apple ID.

·       გახსენით Sign-In & Security და Email & Phone Numbers თავზე დააჭირეთ ღილაკს Edit.

·       დაამატეთ, წაშალეთ ან შეამოწმეთ თქვენი სანდო კონტაქტები.

ამ გზით, თუ თქვენი ტელეფონი დაკარგება ან მოიპარავენ, შეძლებთ მისი მდებარეობის განსაზღვრას დაკავშირებული კონტაქტის მეშვეობით.

როგორ ვიპოვოთ iPhone, iPad ან Mac: Find My აპლიკაციის მიმოხილვა

გჭირდებათ დახმარება iPhone-ის გამართვაში? ეწვიეთ iSpace-ს!

გიჭირთ ახალი მოწყობილობის გამართვა ან უბრალოდ არ გსურთ დროის დახარჯვა? გვეწვიეთ iSpace-ში! ჩვენ დაგეხმარებით.  ჩვენს მაღაზიაში ასევე, სიამოვნებით გაგაცნობთ Apple-ის უახლეს პროდუქტებს.

არ ჩამორჩეთ სიახლეებს!

გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *