2025 წელს Apple-მა გააფართოვა MacBook Pro-ის მოდელების არჩევანი და წარმოადგინა M5 ჩიპით აღჭურვილი ვერსია, ხოლო MacBook Air-ის ხაზს M4 პროცესორიანი მოდელი დაემატა. ორივე ვერსია მაღალი ხარისხისაა და გამოდგება როგორც სამუშაოსთვის, ისე შემოქმედებითი საქმიანობისთვის, თუმცა მათ შორის განსხვავება აშკარად შეინიშნება. ეს გზამკვლევი განკუთვნილია მათთვის, ვისაც ლეპტოპის შეძენა სურს და გადაწყვეტილების მიღება უჭირს.

MacBook-ის აქტუალური მოდელები 2026 წელს

MacBook-ის შერჩევამდე მიზანშეწონილია გაეცნოთ საქართველოში ხელმისაწვდომ აქტუალურ მოდელებს.

სერიაჩიპიეკრანიპროცესორი (CPU), ბირთვებიგრაფიკული პროცესორი (GPU), ბირთვებიოპერატიული მეხსიერება, GBსაცავიბატარეის მუშაობის დრო, სთ
AirM4Liquid Retina, 13″ და 15″108-1016-32256 გბ-დან 2 ტბ-მდე18 სთ-მდე
ProM4 ProLiquid Retina XDR, 14″ და 16″12-1416-2024-48512 გბ-დან 4 ტბ-მდე22-24 სთ-მდე
ProM4 MaxLiquid Retina XDR, 14″ და 16″14-1640-მდე36-1281-დან 8 ტბ-მდე18-21 სთ-მდე
ProM5Liquid Retina XDR, 14″101016-32512 გბ-დან 4 ტბ-მდე24 სთ-მდე

მოდელების მრავალფეროვნება საშუალებას იძლევა შეარჩიოთ ლეპტოპი სხვადასხვა საჭიროებისთვის – გასართობი კონტენტიდან დაწყებული, რთული საინჟინრო პროექტების დამუშავებამდე.

რომელი MacBook შევარჩიოთ საჭიროებების მიხედვით?

ჩვეულებრივ, MacBook Air კარგად გამოდგება დოკუმენტებთან და მონაცემთა ბაზებთან სამუშაოდ, საშუალო სირთულის სასწავლო და კვლევითი პროექტებისთვის, პრეზენტაციების მოსამზადებლად, მარტივი ვიდეოსა და ფოტოების რედაქტირებისთვის, ასევე გასართობი კონტენტის მოხმარებისთვის. MacBook Pro კი უფრო გამართლებულია პროგრამისტებისთვის, ინჟინრებისა და დიზაინერებისთვის, რომლებიც რეგულარულად მუშაობენ მაღალი გარჩევადობის ვიდეოსთან, 3D-გრაფიკასთან და რთულ კოდთან.

ამჟამად MacBook Air-ის ყველა მოდელი აღჭურვილია M4 ჩიპით, ხოლო MacBook Pro-ის ხაზში გამოიყენება M5. Apple-ის M-სერიის არქიტექტურაში ცალკეული CPU და GPU აღარ გამოიყენება – მათი ფუნქციები გაერთიანებულია ერთ ჩიპში საერთო მეხსიერების არქიტექტურით. ასეთი მიდგომა ამცირებს მონაცემთა დამუშავების დაგვიანებას და ზრდის ენერგოეფექტიანობას გრაფიკასთან, ვიდეოსთან და მანქანური სწავლების ამოცანებთან მუშაობისას.

დისპლეის თავისებურებები

Air სერიის 13″ და 15″ დიაგონალის მქონე მოდელები შესაფერისია ყოველდღიური გამოყენებისთვის, სწავლისთვის, გასართობი კონტენტის კომფორტული მოხმარებისთვის, მსუბუქი თამაშებისა და შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ეკრანი ზუსტად ასახავს ფერთა ტონალობას, მხარს უჭერს True Tone ტექნოლოგიას და უზრუნველყოფს მაქსიმუმ 500 ნიტის სიკაშკაშეს.

MacBook Pro განსხვავებული ეკრანის ვარიანტებით არის წარმოდგენილი – 14″ და 16″ დიაგონალით. mini-LED განათების გამოყენების შედეგად სიკაშკაშე უფრო მაღალია, ProMotion ტექნოლოგია ავტომატურად არეგულირებს განახლების სიხშირეს, ხოლო HDR-კონტენტის ჩვენებისას სიკაშკაშე 1600 ნიტამდე აღწევს. მზიან გარემოში, SDR რეჟიმში, ეს მაჩვენებელი დაახლოებით 1000 ნიტს შეადგენს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პროფესიული გრაფიკული სამუშაოებისთვის.

ბატარეის მუშაობა და თერმული მახასიათებლები

ორივე სერიის ბატარეის მუშაობის ხანგრძლივობას შორის განსხვავება საშუალოდ 3-6 საათს შეადგენს. ნებისმიერ შემთხვევაში, ბატარეის ერთი დამუხტვა საკმარისია სრული სამუშაო დღის განმავლობაში ინტენსიური გამოყენებისთვის – მათ შორის მაღალი რესურსების მომთხოვნი პროგრამების გამოყენებისა და კოლეგებთან უწყვეტი ვიდეოკომუნიკაციის შემთხვევაშიც.

Apple-ის M-სერიის პროცესორების არქიტექტურის წყალობით ლეპტოპები ეფექტურად მართავენ სითბოს და გადახურებისადმი ნაკლებად არიან მიდრეკილი. მოწყობილობის ტემპერატურაზე დატვირთვის დროს გავლენას ახდენს როგორც გაგრილების სისტემა (Air-ში – პასიური, Pro-ში – აქტიური), ისე კორპუსის მასალები. მაგალითად, ალუმინის კორპუსი ეფექტურად ატარებს სითბოს და ამცირებს გადახურების რისკს.

რომელი MacBook შევარჩიოთ ბიუჯეტის გათვალისწინებით?

ლეპტოპის არჩევისას ფასი ყოველთვის გადამწყვეტი ფაქტორი არ არის. უმთავრესია, რომ მოწყობილობა შეესაბამებოდეს რეალურ საჭიროებებს. ყოველდღიური და შედარებით მარტივი გამოყენებისთვის საკმარისია MacBook Air M4-ის საბაზისო კონფიგურაცია 16 GB ოპერატიული მეხსიერებით და 256 GB SSD-ით. ვიდეომონტაჟის, 3D-გრაფიკისა და პროგრამირების საჭიროების შემთხვევაში უფრო შესაფერისია MacBook Pro 32 GB ოპერატიული მეხსიერებით და დიდი მოცულობის საცავით.

ახალ მოდელებში უკეთ გასარკვევად შესაძლებელია iSpace-ის ექსპერტებთან კონსულტაცია. ისინი მზად არიან უპასუხონ კითხვებს როგორც პირადი შეხვედრისას, ისე ონლაინ, ტელეფონით ან ვებგვერდის ჩატის საშუალებით. საქართველოში მოქმედებს ათი მაღაზია სხვადასხვა ქალაქში, სადაც ყველა აქტუალური მოწყობილობა ხელმისაწვდომია ღია დემონსტრაციისა და ტესტირებისთვის. შეძენის კიდევ უფრო მოქნილი პირობებით გასაფორმებლად შესაძლებელია Trade In პროგრამის ან განვადების გამოყენებაც.

ხშირად დასმული კითხვები

რომელი MacBook ჯობს 2026 წელს?

არჩევანი დამოკიდებულია მომხმარებლის საჭიროებებსა და ფინანსურ შესაძლებლობებზე. M-სერიის მე-4 და მე-5 თაობის პროცესორები გამოირჩევა მაღალი წარმადობით. კომპანია Apple ამ ტიპის ტექნიკისთვის განახლებების გამოშვებას კიდევ მრავალი წლის განმავლობაში გეგმავს.

რა მოცულობის მეხსიერება ითვლება მინიმალურად სწავლისა და მუშაობისთვის?

16 GB ოპერატიული მეხსიერება და 256 GB SSD წარმოადგენს ლეპტოპის საბაზისო კონფიგურაციას სწავლისა და ყოველდღიური გამოყენებისთვის. ეს საკმარისია ფაილების შესანახად და ყოველდღიური აპლიკაციების გამოსაყენებლად.

საკმარისია თუ არა MacBook Air დიზაინისა და ვიდეოსთვის?

Air ხაზის მოდელები კარგად შეეფერება მარტივი დიზაინ-პროექტების შექმნას, საშუალო სირთულის ვიდეომონტაჟსა და ფოტოების დამუშავებას. უფრო რესურსმომთხოვნი სამუშაოებისთვის რეკომენდებულია Pro სერიის არჩევა.

რამდენი წლის განმავლობაში რჩება MacBook აქტუალური?

მოწყობილობა თანამედროვე და მხარდაჭერილი რჩება იმ ხნის განმავლობაში, რამდენ ხანსაც კომპანია Apple მასთვის გამოუშვებს განახლებებს – როგორც წესი, 5-7 წელი. თუმცა ამის შემდეგაც ლეპტოპი ფუნქციონირებადია და აპარატურული ნაწილი დიდი ხნის განმავლობაში ინარჩუნებს ფუნქციონალურობას.

შესაძლებელია თუ არა საბაზისო მოდელის არჩევა, თუ საჭიროა გაუმჯობესებული კონფიგურაცია?

მოდელის შერჩევა აუცილებელია საჭირო ტექნიკური მახასიათებლების გათვალისწინებით უკვე შეძენის ეტაპზე. ოპერატიული მეხსიერების მოცულობის შეცვლა მომავალში შეუძლებელია. შიდა საცავის ნაკლებობის შემთხვევაში შესაძლებელია iCloud-ის გამოყენება.

რომელი MacBook ჯობს მოგზაურობისა და დისტანციური მუშაობისთვის?

Apple Air სერიის მოდელებს ოპტიმალურ არჩევანად მიიჩნევს თავად კომპანია მოგზაურობისა და დისტანციური მუშაობისთვის. კომპაქტური კორპუსი, დაახლოებით 1 სმ სისქით და მაქსიმუმ 1,5 კგ წონით, დიდი ეკრანის მქონე მოდელებშიც კი კომფორტულია იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც მოწყობილობას ხშირად ატარებენ მივლინებებსა თუ დასვენებაზე. უფრო მძიმე და რესურსმომთხოვნი სამუშაოების შემთხვევაში რეკომენდებულია Pro ვერსიის არჩევა 14-დუიმიანი ეკრანით, რომელიც ასევე კომპაქტურია.

წაიკითხეთ ასევე

MacBook Pro 14 (2025) – რით გვაოცებს Apple-ის ახალი მოდელი

ტოპ-7 სასარგებლო ფუნქცია MacBook-ზე

არ ჩამორჩეთ სიახლეებს!

გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *