Apple-ის ახალი Clean up ფუნქიის დახმარებით შესანიშნავი სურათების გადაღება კიდევ უფრო მარტივი გახდა. ეს მარტივი, მაგრამ მნიშვნელოვანი ფუნქცია iPhone-ით გადაღებული ფოტოებიდან ობიექტების ამოშლის საშუალებას გვაძლევს. აღარ არის საჭირო კუთხეებისა და ფოტოსესიის სივრცეების არჩევა — უბრალოდ ამოშალოთ არასაჭირო დეტალები, შენობები და ადამიანებიც კი უკვე გადაღებული ფოტოებიდან. დღევანდელ ბლოგში სწორედ ამ ფუნქციას განვიხილავთ.

რომელ მოწყობილობებზეა ხელმისაწვდომი ახალი Clean Up ფუნქცია?

სანამ უშუალოდ ფუნქციის განხილვას დავიწყებთ, უნდა აღვნიშნოთ, რომ ფუნქცია ხელმისაწვდომია მხოლოდ iPhone-ის ექვს მოდელზე, რომლებსაც აქვს Apple-ის ნეირონული ქსელის მხარდაჭერა. ესენია: iPhone 15 Pro/Pro Max, iPhone 16/Plus/Pro/Pro Max. ამასთანავე, ფუნქციით სარგებლობა შეიძლება iPad M1 და iPad mini A17 Pro-ზე, ასევე Mac-ებზე – M1 და უფრო ახალ ვერსიებზე.

კონკრეტული მოწყობილობების ქონის გარდა, ფუნქციით სარგებლობის უმთავრესი მოთხოვნა ოპერაციული სისტემების განახლებაა: iOS 18.1, iPadOS 18.1, macOS Sequoia 15.1.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ ფუნქციის აქტივაცია არ საჭიროებს რთულ პროცედურებს, როგორიცაა ინტერფეისის ენის შეცვლა და სხვა.

როგორ წავშალოთ ობიექტი iPhone-ით გადაღებული ფოტოდან?

ყველაფერი ძალიან მარტივია. ფუნქცია ინტეგრირებულია iPhone-ის Photos აპში:

  1. დარწმუნდით, რომ მოწყობილობა დაკავშირებულია ინტერნეტთან (სახლი ან მობილური ქსელი). თუ მოწყობილობა არ არის დაკავშირებული ინტერნეტთან, ფუნქცია არ ჩამოიტვირთება და შესაბამისად, ვერ იმუშავებს.
  2. გახსენით Photos აპლიკაცია და აირჩიეთ ფოტო, რომლის რედაქტირებაც გსურთ.
  3. ეკრანის ქვედა ნაწილში იპოვეთ ღილაკი სამი სლაიდერის გამოსახულებით და დააჭირეთ.
  4. დაელოდეთ, სანამ ფუნქცია ჩამოიტვირთება, შემდეგ ეკრანის ქვედა ნაწილში იპოვეთ “Clean Up”.
  5. როდესაც ინსტრუმენტი ჩაიტვირთება თითით მოხაზეთ წასაშლელი ობიექტი და გადახაზეთ იგი. შეგიძლიათ დაზუმვაც, რათა მაქსიმალური სიზუსტით წაშალოთ არასაჭირო ობიექტები.
  6. ცვლილებები შეინახეთ “Done” ღილაკზე დაჭერით, რომელიც ეკრანის მარჯვენა ზედა კუთხეშია.

რა ხდება შემდეგ? არასაჭირო ობიექტის ნაცვლად Apple Intelligence შეავსებს ფონს. ეს ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ამოშლილი ობიექტი, შენობა თუ ადამიანი საერთოდ არ იყო ფოტოზე.

ფუნქციით პირველად სარგებლობისას, შესაძლოა რამდენიმე წუთი დაგჭირდეთ გენერაციული წაშლის ალგორითმი ჩასატვირთად, თუმცა ამის შემდეგ, ფუნქციით სარგებლობას ყოველგვარი შეყოვნების და ინტერნეტის გარეშეც შეძლებთ.

საინტერესოა, რომ Apple Intelligence-მა შესაძლოა თავად გირჩიოთ რომელი ობიექტის ამოშლა იქნებოდა კარგი. ამ შემთხვევაში საკმარისია უბრალოდ ერთხელ დააჭიროთ მონიშნულ ობიექტს და ის გაქრება ფოტოდან.

როგორ მოვიქცეთ თუ შედეგი არ მოგვწონს?

მაგალითად, თუ ფოტოდან რამე ამოშალეთ და შეინახეთ სახეცვლილი ფოტო. შესაძლებელია თუ არა სიტუაციის გამოსწორება? რა თქმა უნდა! ძალიან მარტივად შეგიძლიათ დაუბრუნდეთ პირვანდელ ვერსიას, ამისათვის:

  1. გახსენით Photos აპლიკაცია და აირჩიეთ ფოტო შენახული ცვლილებებით, რომლის პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნებაც გსურთ.
  2. ქვედა ნაწილში იპოვეთ ღილაკი სამი სლაიდერის გამოსახულებით, დააჭირეთ მას და დაელოდეთ ინსტრუმენტის ჩატვირთვას.
  3. დააჭირეთ “Undo” ღილაკს მარჯვენა ზედა კუთხეში, რომელიც წითლად არის მონიშნული.

ამის შემდეგ, Clean Up-ით განხორციელებული ცვლილებები გაუქმდება, და სურათი დაბრუნდება პირვანდელ მდგომარეობას. და თუ თქვენ ობიექტების წაშლასთან ერთად შეცვალეთ განათება, ფერები, სიმკვეთრე და სხვა, ეს ცვლილებებიც გაქრება.

ასეთი შესაძლებლობით, ხარისხიანი ვიზუალური კონტენტის შექმნა გაცილებით გამარტივდა. ხოლო ის ფაქტი, რომ Apple მუდმივად ავითარებს ფუნქციებს, მალე სრულიად აღმოფხვრის მესამე მხარის ფოტორედაქტორების აუცილებლობას iPhone-ებზე.

გაითვალისწინეთ: თუ ვერ მოახერხეთ ობიექტის წაშლა, ან წაშლის გაუქმება, ნუ ინერვიულებთ — გვეწვიეთ iSpace-ში. ჩვენი კონსულტანტები დაგეხმარებიან ფუნქციის გამართვაში და საჭიროების შემთხვევაში აგიხსნიან, თუ როგორ უნდა ისარგებლოთ Clean up-ით. ამას გარდა, გირჩევენ სხვა მოწყობილობებს და აქსესუარებს, დაგეხმარებიან მათ გატესტვაში და დაგეგმავენ მასტერ-კლასს თქვენთვის საინტერესო თემაზე.

არ ჩამორჩეთ სიახლეებს!

გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *