ოდესმე გიფიქრიათ თქვენი სმარტფონის მხოლოდ შეხედვით და ყოველგვარი შეხების გარეშე გამოყენებაზე? თუ გიფიქრიათ, მაშინ თქვენთვის კარგი ამბავი გვაქვს: Apple მოწყობილობებს ახლა უკვე აქვთ ეს ფუნქცია და Eye Tracking ჰქვია. შექმნილია ძირითადად მოტორული დარღვევების მქონე პირთა დასახმარებლად, თუმცა ფუნქციამ დიდი გამოხმაურება გამოიწვია Apple-ის სხვა მომხმარებლებშიც. დღევანდელ ბლოგში ვისაუბრებთ, თუ როგორ უნდა გამოიყენოთ iPhone ხელების გარეშე.

ახალი ფუნქცია სმარტფონებსა და პლანშეტებზე

Eye Tracking მუშაობს როგორც iPhone-ზე, ასევე iPad-ზე. მის გასააქტიურებლად საჭიროა მხოლოდ თქვენი ოპერაციული სისტემის განახლება iOS 18/iPadOS 18-ზე და თქვენი მოწყობილობის კონფიგურაცია კონკრეტული პროცესის დახმარებით. ფუნქცია ხელმისაწვდომია iPhone 12 და უფრო ახალ მოდელებზე (iPhone SE-ის გარდა).

Eye Tracking იდეალურია თუ არ შეგიძლიათ, ან არ გსურთ სენსორული ეკრანის გამოყენება. ფუნქცია მუშაობს წინა კამერის მოდულის დახმარებით, რომელიც თვალების მოძრაობით განსაზღვრავს თქვენი მზერის მიმართულებას. მანქანური სწავლება უზრუნველყოფს თქვენი მონაცემების დაცვას.

Eye Tracking-ით შეგიძლიათ შეასრულოთ ყოველდღიური დავალებები, როგორიცაა გვერდების დასქროლვა, ობიექტების მონიშნვა, ზარებზე პასუხი და სხვა. გააქტიურება ხდება Dwell Control-ის გამოყენებით – აპის გასახსნელად უბრალოდ დააფოკუსირეთ მზერა მის სიმბოლოზე.

იცოდით, რომ Apple სმარტფონები ყველაზე ინკლუზიურ მოწყობილობებს შორისაა? კომპანია ამაყობს ამ რეპუტაციით და მუდმივად გვთავაზობს სიახლეებს.

როგორ გავააქტიუროთ Eye Tracking

Eye Tracking-ის გასააქტიურებად:

1.     გახსენით Settings თქვენს iPhone ან iPad-ზე.

2.     გახსენით Accessibility, იპოვეთ Eye Tracking და ჩართეთ.

3.     შეასრულეთ კალიბრაციის პროცესი.

კალიბრაციისთვის, თქვენ მოგიწევთ ეკრანზე გამოსახულ კონკრეტულ წერტილებზე ფოკუსირება, თითოეულზე რამდენიმე წამის განმავლობაში. ზუსტი შედეგებისთვის ეცადეთ, არ დაახამხამოთ ამ პროცესის დროს.

Eye Tracking გამოყენება

კალიბრაციის შემდეგ, ეკრანზე გამოჩნდება კურსორი, რომელიც თვალყურს ადევნებს თქვენს მზერას. როდესაც ფოკუსირებას მოახდენთ სიმბოლოზე, კურსორის გარშემო წარმოიქმნება კონტური. მისი შევსების შემდეგ (მოითხოვს 0.1-დან 4 წამამდე), სისტემა დააფიქსირებს შეხებას (ამ სტანდარტული ქცევის შეცვლა შესაძლებელია) და ეგ არის – აპლიკაცია გახსნილია!

დამატებითი ჟესტების კონფიგურაციისთვის ან ფიზიკური ღილაკების გამოსაყენებლად, გადადით AssistiveTouch განყოფილებაში.

ფუნქციის მორგება თქვენს პრეფერენციებზე

Eye Tracking-ის მაქსიმალურად კომფორტულად გამოსაყენებლად, შეგიძლიათ მისი კონფიგურაცია და რეგულირება, ამისათვის:

1.     გახსენით Settings → Accessibility → Eye Tracking.

2.     განიხილეთ ხელმისაწვდომი ვარიანტები:

·       Smoothing: უფრო მაღალი მნიშვნელობები კურსორს უფრო რბილად მოძრაობის საშუალებას მისცემს, ხოლო დაბალი მნიშვნელობები უფრო მგრძნობიარეს ხდის.

·       Object Snap: კურსორი ავტომატურად მონიშნავს თქვენს მზერასთან ყველაზე ახლომდებარე ხატულას.

·       Keyboard Magnification: ვირტუალური კლავიატურა ფართოვდება, რაც აადვილებს გამოყენებას. ფოკუსირება მოახდინეთ განყოფილებაზე სასურველი სიმბოლოებით, შემდეგ შეხედეთ კლავიშს მის ასარჩევად.

·       Auto Hide: კურსორი გამოჩნდება მხოლოდ მაშინ, როცა ფოკუსირებას აკეთებთ სიმბოლოზე. გაქრება, როცა თქვენს მზერის მოძრაობას აღმოაჩენს.

·       Dwell Duration Control: დაარეგულირეთ ტაიმერის ხანგრძლივობა სიმბოლოზე ფოკუსირებისთვის.

თუ გაქვთ შეკითხვები Eye Tracking-ის დაყენების ან გამოყენების შესახებ, გვეწვიეთ iSpace-ში. ჩვენი პროფესიონალები გაგაცნობენ Apple-ის უახლეს ინოვაციებს.

არ ჩამორჩეთ სიახლეებს!

გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *