Apple AirTag მცირე ზომის ტრეკერია, რომელიც დაკარგული და მოპარული ნივთების პოვნაში გვეხმარება. მიუხედავად ამისა, მოწყობილობას არაკეთილსინდისიერი გამოყენებაც აქვს, რის გამოც Apple-მა შეიმუშავა გაფრთხილების სისტემა.
Apple-ის Find My ქსელის გამოყენებით, შესაძლებელია ჩვენთან ერთად მოძრავი ამოუცნობი AirTag–ის პოვნა, ამისათვის:
- გახსენით Settings > Privacy > და ჩართეთ Location Services;
- გახსენით Settings > Bluetooth ან დააჭირეთ Bluetooth ღილაკს კონტროლ ცენტრში და ჩართეთ;
- გახსენით Settings > Notifications > და ჩართეთ Tracking Notifications..
! თუ მიიღებთ შეტყობინებას “AirTag Found Moving With You”, შეეხეთ გაფრთხილებას და მის გამოსართავად მიჰყევით ეკრანზე არსებულ მითითებებს. Find My-ში გამოჩნდება რუკა წითელი ნიშნულებით, რაც მიუთითებს დაახლოებით ლოკაციას სადაც პირველად დაფიქსირდა თქვენთან ერთად მოძრავი უცნობი Apple AirTag.
! ასევე შესაძლებელია “Play Sound” ღილაკის გამოყენება, რომელიც გვეხმარება თრექერის მოძიებაში. თუ AirTag-ის მფლობელი თქვენთან ერთად გადაადგილდება, ან უბრალოდ იცნობთ მას შეეხეთ ღილაკს “Pause Safety Alerts”.
გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.