ცხოვრებაში უამრავი დაუვიწყარი მომენტია, რომელთა აღბეჭდვაც გვსურს: საახალწლო ზეიმები სკოლებსა თუ ბაღებში, ოჯახური სადილი, თოვლიან პარკში სეირნობა – ამ ჯადოსნურობების სამუდამოდ აღბეჭდვა კი კამერით არის შესაძლებელი. სწორედ ესაა ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რატომაც ღირს საკუთარი თავის ან საყვარელი ადამიანისთვის ახალი iPhone-ის შეძენა. არჩევანის გასამარტივებლად, წარმოგიდგენთ Apple სმარტფონების რეიტინგს საუკეთესო კამერებით.

1.     iPhone 16 Pro — ფლაგმანი სმარტფონი ფანტასტიკური კონტენტის შესაქმნელად

Apple-ის ფლაგმანური სმარტფონი პროფესიონალური ვიდეოკამერისა და ფოტოკამერის სრულყოფილი ალტერნატივაა. ეს არ არის გასაკვირი, რადგან iPhone 16 Pro აღჭურვილია უმძლავრესი აპარატურით, ხანგრძლივი ავტონომიის მქონე ბატარეით და ნათელი 6.3-ინჩიანი Super Retina XDR ეკრანით. გარდა ამისა, მას აქვს გაუმჯობესებული ოპტიკის კამერის ბლოკი და გამოსახულების დამუშავების უახლესი ალგორითმები.


აი, რას გვთავაზობს iPhone 16 Pro:

·       ტელეფოტო ობიექტივი, რომელიც საშუალებას გაძლევთ გადაიღოთ ულამაზესი პეიზაჟები და მკაფიო პორტრეტები ნებისმიერი დისტანციიდან. კამერა მხარს უჭერს х5 ოპტიკურ ზუმს.

·       ოპტიკური სტაბილიზაცია, რომელიც უზრუნველყოფს უმაღლესი ხარისხის სურათებს, თუნდაც მოძრაობის ან თოვლზე სრიალის დროს. ანტიამრეკლი ლინზების საფარი გამორიცხავს ზედმეტად განათებულ ან დაბლარულ კადრებს.

·       4K Dolby Vision ვიდეო გადაღება 120 კადრი/წამში სიჩქარით. ოთხი მიკროფონი, რომელიც უზრუნველყოფს სტუდიური ხარისხის ხმის ჩაწერას.

·       LiDAR სკანერი, რომლის შესაძლებლობები გამოიყენება არა მხოლოდ 3D მოდელირებისთვის, არამედ ფოტოების დამუშავებისთვის, განსაკუთრებით დაბალი განათების პირობებში ან სიბნელეში გადაღებისას (ამ ფუნქციას ასევე iPhone 15 Pro-შიც შეხვდებით).

თუ ჯერ კიდევ არ გადაგიწყვეტიათ, რა აჩუქოთ ბლოგერ მეგობარს ან საყვარელ ადამიანს ახალ წელს, პასუხი თქვენს ფრონტალურიშეა. დამატებით, ახალ მოდელში წარმოდგენილია Camera Control ფუნქცია – შეხებით სამართავი ღილაკი, რომელიც iPhone-ში პირველად ჩნდება.

გსურთ უფრო დიდი ეკრანი? მაშინ 6.9-ინჩიანი iPhone 16 Pro Max იდეალური არჩევანი იქნება.

2.     iPhone 15 Pro — როცა გსურთ ყველაფერი და უფრო მეტი

თუ ეძებთ სმარტფონს ვიდეოს გადასაღებად iPhone 15 Pro ან უფრო დიდი ეკრანის მქონე iPhone 15 Pro Max 5x ზუმის მხარდაჭერით ნამდვილად თქვენთვისაა. ეს არის იდეალური არჩევანი პროფესიონალური გადაღებისთვის: სამი დახვეწილი ლინზა და უამრავი შესაძლებლობა.

·       ღამის გადაღება სრულ თავისუფლებაში – კამერა აღბეჭდავს ყველაზე მცირე დეტალებსაც კი. ძლიერი ოპტიკისა და სტაბილიზაციის წყალობით, ფოტოები მაქსიმალურად მკაფიო იქნება. ასე რომ, საახალწლო წვეულებაზე ვერცერთ კადრს დაკარგავთ.

·       ბუნების საოცრებების დაფიქსირება მომენტში – გამოიყენეთ Time-lapse რეჟიმი ჩრდილოეთის ციალის და Slo-mo თოვლის ფანტელების ვარდნის გადასაღებად.

·       True Tone ფლეში ნებისმიერ სიტუაციას ერგება: ის თავად ასწორებს სიკაშკაშეს და მასშტაბს განათების და ობიექტამდე მანძილის გათვალისწინებით. ეს ფუნქცია განსაკუთრებით გამოსადეგია ზამთრის პერიოდში, როდესაც ადრე ბნელდება.

·       ProRAW ფორმატი – მიიღეთ სრულყოფილი ფოტოები ექსპოზიციის, ფერებისა და სხვა პარამეტრების დარეგულირების შესაძლებლობით.

·       ProRes ვიდეოს ჩაწერა – სმარტფონს შეუძლია პროფესიონალური ხარისხის ვიდეოების ჩაწერა და დამუშავება. მისი ძლიერი პროცესორი საკმარისია ნებისმიერი სირთულის ამოცანის შესასრულებლად.

…და რა აჩუქოთ ფოტოგრაფ ან ვიდეობლოგერ მეგობარ ახალ წელს? პასუხი აშკარაა!

3.     iPhone 16 — სივრცითი 3D კადრების სრულყოფილებისთვის

iPhone 16 — შესანიშნავი საახალწლო საჩუქარია, რომელიც გთავაზობთ 3D ვიდეოს შესანიშნავ ხარისხს. სმარტფონს აქვს სამი კამერა, მათ შორის ფრონტალური TrueDepth კამერა, რომელიც საშუალებას გაძლევთ, გადაიღოთ შთამბეჭდავი სელფები. მაგრამ ეს ყველაფერი არ არის — მოწყობილობა პროფესიონალური კონტენტის შესაქმნელადაც იდეალურია.

iPhone 16-ის კამერების მახასიათებლები, რომლებიც გაგაოცებთ:

·       მაკრო ფოტოგრაფიის საოცრებები – iPhone 16 გაძლევთ საშუალებას გადაიღოთ დეტალები, რომლებიც ჩვეულებრივ თვალისთვის შეუმჩნეველია. ფიფქების, ყინულის ნამცეცებისა და ზამთრის ჯადოსნური დეტალების აღბეჭდვა ასე მარტივი არასდროს ყოფილა.

·       3D მომენტების გაცოცხლება Apple Vision Pro-თან ერთად – თქვენი ცხოვრების ყველაზე ბედნიერი მომენტები შეგიძლიათ გადაიღოთ და შემდეგ 3D ფორმატში გააცოცხლოთ. ეს სმარტფონი იდეალურია სივრცითი ვიდეოგადაღებისთვის, რაც კიდევ უფრო ამდიდრებს თქვენს შთაბეჭდილებებს.

·       ატმოსფეროს შექმნა ფოტოგრაფიული სტილებით – iPhone 16 გაძლევთ შესაძლებლობას, თქვენი ფოტოები სრულყოფილად მოარგოთ განწყობას: შემატოთ სითბო, ბუნებრივობა, კონტრასტი ან ცოცხალი ფერები. ეს ჯადოსნური ეფექტები პირდაპირ კამერის აპლიკაციაშია ხელმისაწვდომი.

·       Apple Intelligence ნეირონული ქსელი – წაშალეთ არასასურველი ობიექტები წამებში, გააუმჯობესეთ ფოტოები და შექმენით დაუვიწყარი მეხსიერებები უკვე გადაღებული ფოტოებით.

·       კამერის კონტროლის ღილაკი – პირველად iPhone 16-ს დაემატა Camera Control ღილაკი, რომელიც გადაღების პროცესს კიდევ უფრო ამარტივებს. ფოკუსირება, მასშტაბირება და სიღრმის რეგულირება ერთ ხელში – მარტივად.

რა ვაჩუქოთ დედას ან მამას?

თუ ისინი ფოტოგრაფიის მოყვარულები არიან, iPhone 16 იდეალური არჩევანია. და თუ გსურთ უფრო დიდი ეკრანი, შეარჩიეთ iPhone 16 Plus, რომელიც იმავე მახასიათებლებით თუმცა უფრო დიდი ეკრანით არის წარმოდგენილი.

4.     iPhone 15 — სრულყოფილი პორტრეტებისთვის

iPhone 15 საბაზისო მოდელი იდეალური არჩევანია მათთვის, ვინც ფოტოგრაფიით არის გატაცებული ან უბრალოდ სურს დაუვიწყარი მომენტების პროფესიონალურ დონეზე აღბეჭდვა.

iPhone 15-ს ძირითადი უპირატესობები:

·       ზუსტი და ცოცხალი დეტალები 48 MP კამერით – უზრუნველყოფს სურათების განსაკუთრებულ ხარისხს. ბუნებრივი და დინამიური ფერები ყოველგვარი დამატებითი რედაქტირების გარეშე.

·       მაღალხარისხიანი 2x ოპტიკური ზუმი – საშუალებას გაძლევთ გადაიღოთ მოშორებით დისტანციიდან სურათის ხარისხის დაკარვის გარეშე.

·       პორტრეტის რეჟიმის ავტომატური აქტივაცია – სმარტფონი ავტომატურად ამოიცნობს კადრში ადამიანებსა და ცხოველებს და ჩართავს პორტრეტის რეჟიმს, რათა თითოეული ფოტო იყოს უნაკლო. ეს ფუნქცია იდეალურია ფოტოების საყვარელ ადამიანებთან ან შინაურ ცხოველებთან ერთად გადასაღებად.

·       ღამის ფოტოგრაფია – iPhone 15-ის კამერა საუკეთესოდ უმკლავდება დაბალი განათების პირობებს. გადაიღეთ საახალწლო განათებები, ქუჩის დეკორაციები ან უბრალოდ ბუნებრივი ღამის სცენები და მიიღეთ დაუვიწყარი კადრები, რომლებიც გაამდიდრებს თქვენს სოციალურ ქსელებს.

·       სწრაფი ფოკუსი და Photonic Engine-ის ალგორითმი – თუ დაგავიწყდათ ფოკუსის გასწორება, iPhone 15 მარტივად გაასწორებს კადრს. მხოლოდ რამდენიმე შეხება, და საბოლოო ფოტო პროფესიონალურ ხარისხს მიაღწევს. Photonic Engine-ის ალგორითმი ფერების საოცრად ზუსტ გადამუშავებას უზრუნველყოფს, რაც სრულყოფილი კადრების გარანტიაა.

5.     iPhone 14 — ჯერ კიდევ აქტუალური

iPhone 14 კიდევ რამდენიმე წელიწადს შეინარჩუნებს აქტუალობას, რადგან Apple ტექნოლოგიები წლების განმავლობაში იღებენ განახლებებს და საინტერესო ფუნქციებს. სწორედ ამიტომ, iPhone 14 შესანიშნავი არჩევანია თქვენი უმცროსი დის ან ძმისათვის. ეს სმარტფონი შეიცავს ყველაფერს, რაც მაღალი ხარისხის ფოტოების გადასაღებად არის საჭირო.

·       მაღალი გარჩევადობის A15 Bionic ჩიპი – უზრუნველყოფს ფოტოების სწრაფ დამუშავებას. გარდა ამისა, მას აქვს ნათელი ეკრანი, რომელიც სრულყოფილად აღიქმება მზის შუქის პირდაპირი ზემოქმედების ქვეშაც.

·       პორტრეტის რეჟიმი ავტომატური ფოკუსითა და სიღრმის კონტროლით – ფუნქცია ავტომატურად ფოკუსირდება და აკონტროლებს სიღმეს. რაც შედეგად გვაძლევს ლამაზ პორტრეტებს, რომლებშიც მთავარი ობიექტის კონტურები მკაფიოდ ჩანს, ფონური დეტალების ბუნებრივი დაბლარვით.

·       მაღალი ხარისხის ღამის გადაღება – ნუ შეგეშინდებათ დაბალი განათების პირობებში გადაღების. კამერა აღჭურვილია ძლიერი ფლეშით, რომელიც სურათებს გლუვ და მკვეთრ ფერებს და დეტალებს მიანიჭებს.

·       გადაიღეთ ობიექტები ჩრდილშიც – Smart HDR 4 რეჟიმის წყალობით, კამერის ალგორითმი აუმჯობესებს ფერის სიზუსტეს და კონტრასტს, რაც გვეხმარება ნათელი და დეტალური კადრების გადაღებაში, თუნდაც ჩრდილში.

·       მკვეთრი კადრები ხელის მოძრაობისასც – სმარტფონი უზრუნველყოფს Action Mode სტაბილიზაციას, რაც კადრების სიმკვეთრეს მნიშვნელოვნად აუმჯობესებს, თუნდაც ხელის რხევისას. ფუნქცია ხელმისაწვდომია 60 fps-მდე ვიდეო გადაღებისასაც. კამერა იდეალურია თქვენი ბავშვების სცენაზე, სათამაშო მოედანზე ან სპორტულ ღონისძიებებზე გადაღებისათვის.

ვერდიქტი?

მაშ, რომელ iPhone-ს აქვს საუკეთესო კამერა ვიდეო და ფოტო გადაღებისთვის? Pro მოდელებს უფრო ფართო არსენალი აქვთ – ისინი განკუთვნილია მათთვის, ვინც პროფესიონალურად ქმნის ქონთენთს. თუ საჩუქარს ირჩევთ სოციალური მედიის პოსტებისთვის ან ოჯახის ფოტო ალბომებისთვის, საკმარისია ძირითადი სმარტფონები. თქვენი ისტორიები და სელფები შეუმჩნეველი არ დარჩება. მოდელების მრავალფეროვნებაში ნავიგაციის გასაადვილებლად, ჩვენ მოვამზადეთ iPhone კამერის მახასიათებლების შედარების ცხრილი.

iPhone კამერის სპეციფიკაციების შედარება

ფუნქციაiPhone 16 Pro/Pro MaxiPhone 15 Pro/Pro MaxiPhone 16/PlusiPhone 15/PlusiPhone 14/Plus
კამერების რაოდენობა3 უკანა + ფრონტალური3 უკანა + ფრონტალური2 უკანა + ფრონტალური2 უკანა + ფრონტალური2 უკანა + ფრონტალური
მთავარი კამერაFusion კამერა 48 MP, ƒ/1.7848 MP, ƒ/1.78Fusion კამერა 48 MP, ƒ/1.648 MP, ƒ/1.612 MP, ƒ/1.5
ულტრა ფართო კამერა48 MP, ƒ/2.212 MP, ƒ/2.212 MP, ƒ/2.212 MP, ƒ/2.412 MP, ƒ/2.4
ტელეფოტო ობიექტივი12 MP, ƒ/2.812 MP, ƒ/2.8
TrueDepth ფრონტალური კამერა12 MP, ƒ/1.912 MP, ƒ/1.912 MP, ƒ/1.912 MP, ƒ/1.912 MP, ƒ/1.9
ოპტიკური ზუმი5x-მდე3x-მდე2x-მდე2x-მდე1x-მდე
კამერის კონტროლის ღილაკიდიახარადიახარაარა
მაღალი რეზოლუციის ფოტოები (24 და 48 MP)დიახდიახდიახდიახარა
მაკრო, Slo-Mo, Time-Lapseდიახ, 48 MP-მდედიახდიახარაარა
ღამის პორტრეტის ფოტოგრაფიადიახდიახარაარაარა
Dolby Vision 4K ვიდეო ჩაწერა120 fps60 fps60 fps60 fps60 fps
ProRAW ფოტო ფორმატიდიახდიახარაარაარა
ProRes ვიდეო ჩაწერა4K-მდე, 120 fps გარე მეხსიერებით4K-მდე, 60 fps გარე მეხსიერებითარაარაარა
სივრცითი ფოტოები და ვიდეოებიდიახდიახდიახარაარა
ფოტოგრაფიული სტილებიუახლესი თაობადიახუახლესი თაობადიახდიახ
True Tone Flashადაპტ.ადაპტ.დიახდიახდიახ
Apple Intelligence ფოტო/ვიდეო გაუმჯობესებისთვისდიახდიახდიახარაარა

აღნიშნეთ ახალი წელი iSpace-თან ერთად

ჩვენი მენეჯერები დაგეხმარებიან ახალი წლისთვის სრულყოფილი საჩუქრის შერჩევაში და მოწყობილობების მაღაზიაშივე გატესტვაში. ასევე გვაქვს ონლაინ მაღაზია, სადაც ყველა უახლესი iPhone მოდელია ხელმისაწვდომი — არავინ დარჩება საჩუქრის გარეშე!

კიდევ უფრო მეტი საახალწლო შეთავაზება გელოდებათ აქ.

არ ჩამორჩეთ სიახლეებს!

გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *