Apple-ის ლეპტოპი იდეალური სამუშაო ინსტრუმენტია სტუდენტისთვის. მისი ტარება შესაძლებელია როგორც გაკვეთილებსა და აუდიტორიებში, ისე სახლში, ბიბლიოთეკაში, კაფესა და პარკში. მოწყობილობას შეუძლია ჩაანაცვლოს ბლოკნოტები და სახელმძღვანელოები. მათი დახმარებით შესაძლებელია პრეზენტაციებისა და კრეატიული დიზაინის შექმნა, ვიდეო და აუდიო რედაქტირება და ონლაინ კომუნიკაციაც. რომელი MacBook უნდა იყიდოთ სწავლისთვის? დღევანდელ ბლოგ პოსტში განვიხილავთ Pro და Air სერიების სხვადასხვა მოდელებს.
პორტაბელურობის სტანდარტი: კომპაქტური, მძლავრი და გამძლე
Apple ქმნის მძლავრ, მოსახერხებელ და მრავალმხრივ ლეპტოპებს, რომლებსაც წარმოუდგენლად ავტონომიური ელემენტები აქვთ. ამჟამინდელი MacBook Air 15 და 13 მოდელები ერთი სრული მუხტით 18 საათამდე სამუშაო დროს გვთავაზობენ. თუ გაქვთ MacBook Pro M3 16 ინჩიანი ეკრანით ან უფრო კომპაქტური 14 ინჩიანი ვერსია, შეგიძლიათ დაივიწყოთ დამტენი — 22 საათის განმავლობაში. ეს არის 2 სრულ სამუშაო დღეზე მეტი.
ენერგიის დაზოგვის მიზნით, MacBook Pro იყენებს ProMotion ტექნოლოგიას, რომელიც აქვეითებს ეკრანის განახლების სიხშირეს, როდესაც ათვალიერებთ ვებგვერდებს და არ გჭირდებათ ეკრანის მაქსიმალური შესრულება.
MacBook Air ყველაზე მსუბუქი და თხელი ლეპტოპია Apple ოჯახში. მაგალითად, Air M2/M3 ჩიპით და 13 ინჩიანი ეკრანით ოდნავ აღემატება 1 სმ-ს და 1 კგ-ზე ოდნავ მეტს იწონის. ის ძალიან მცირე ადგილს იკავებს ზურგჩანთაში და არ დაგღლით ტარებისას. MacBook Pro M2/M3 16 ინჩიანი ეკრანით იწონის 2 კგ-ს, თუმცა მისი ეკრანისა და სიმძლავრის გათვალისწინებით ისიც ძალიან კომპაქტურია.
ეკრანი თვალების მოვლის ფუნქციებით
Liquid Retina ეკრანის მაღალი გარჩევადობა და ფერთა ფართო დიაპაზონი გამოსახულებას წარმოუდგენლად ნათელს და დეტალურს ხდის. ამას ნებისმიერი მომხმარებელი დააფასებს, განსაკუთრებით თუ ვიზუალურ კონტენტთან და გრაფიკასთან უწევს მუშაობა.
True Tone ტექნოლოგიის წყალობით, ეკრანის ფერის ტემპერატურა რეგულირდება განათების შესაბამისად. მზიან დღესაც კი, ეკრანზე გარკვევით გაარჩევთ თითოეულ ხაზს და ჩრდილს. მისი სიკაშკაშე 400-500 nits-დან და 1000-1600 nits-მდე აღწევს Pro ვერსიებში. სხვა ბრენდების ლეპტოპების უმეტესობის სიკაშკაშის დონე მხოლოდ 250-300 nits არის. თავისუფლად გამოიყენეთ თქვენი MacBook პარკში, სანაპიროზე ან ქალაქგარეთ.
ეკრანის ზომის არჩევისას გაითვალისწინეთ თქვენი ამოცანები. MacBook Air 13 არის პორტატული და ფუნქციონალური მოწყობილობა, რომელიც შესაფერისია კომუნიკაციის, ტექსტის აკრეფისა და ვებ სერფინგისათვის. MacBook Pro 13 ან 14 ინჩიანი ეკრანით ასევე კომპაქტურია და დიდ ადგილს არ იკავებს, თუმცა Air სერიასთან შედარებით უფრო მძლავრია. თუ გჭირდებათ დიდი ეკრანი მრავალ აპლიკაციაში ერთდროულად მუშაობისთვის ან გსიამოვნებთ ვიდეოების ყურება ფართო ეკრანზე, აირჩიეთ MacBook Air 15 ინჩიანი ან MacBook Pro 16/15 ინჩიანი ეკრანით.
პროგრამირება, თამაშები, მონტაჟი: ყველაფერი პროდუქტიული სწავლისა და დასვენებისთვის
MacBook Pro M1/M2/M3 განასახიერებს სიმძლავრეს და შესრულებას. გვთავაზობს 8 ტბ-მდე შენახვის მოცულობას და 128 გბ-მდე ოპერატიულ მეხსიერებას. მრავალბირთვიანი პროცესორებისა და გაუმჯობესებული გრაფიკის წყალობით, ის ადვილად უმკლავდება მაღალი გარჩევადობის ფოტო რედაქტირებას, 4K ვიდეოს რედაქტირებას, რთულ თამაშებს და კოდების ქომფაილინგს. პროცესორი და გრაფიკული ბარათის სიმძლავრე საკმარისია ვიდეო გადაღებისა და 3D დიზაინისთვის. დატვირთეთ მოწყობილობა მაქსიმუმამდე და შეამჩნევთ რომ ის არც კი ხურდება. ეს კი აქტიური გაგრილების წყალობით გახდა შესაძლებელი.
თუ გჭირდებათ ლეპტოპი ძირითადი ამოცანებისთვის (ტექსტებთან და ცხრილებთან მუშაობა, ვებ-გვერდების დათვალიერება, პრეზენტაციების შექმნა), აირჩიეთ MacBook Air M1 2020 ან უფრო ახალი მოდელები, როგორიცაა MacBook Air M2 ან MacBook Air M3. მათ ასევე შეუძლიათ გაუმკლავდნენ ვიდეო რედაქტირებას და გრაფიკას, მაგრამ Pro ხაზი უკეთ არის ადაპტირებული მედია ქონთენთთან მუდმივი მუშაობისთვის.
იცხოვრე და ისწავლე ონლაინ კომფორტით
MacBook Pro და Air-თან ერთად უნაკლოდ ჩაივლის როგორც ონლაინ გაკვეთილი, ისე ზარი ნათესავებთან. შესანიშნავი დინამიკებისა და მიკროფონების წყალობით ყოველთვის გარკვევით ისაუბრებთ და თქვენს თანამოსაუბრესაც იდეალურად მოუსმენთ. გამოსახულებაც კი იდეალური იქნება 1080p HD FaceTime კამერის წყალობით.
არც ხელები დაგეღლებათ ხანგრძლივი სამუშაო სესიებისგან, რადგან Mac გთავაზობთ Magic Keyboard ე.წ. მაკრატლის მექანიზმით, რომელსაც აქვს გლუვი შეხების უკუკავშირი და ჩუმი დაწკაპუნება, ასევე მრავალფუნქციური ტრექფედი ჟესტების მხარდაჭერით. მისი დახმარებით მარტივად გადაერთვებით აპლიკაციებს შორის, გაადიდებთ ფოტოებს და ა.შ. – ზუსტად ისე, როგორც პლანშეტზე. საჭიროების შემთხვევაში, ამ პარამეტრს შეიძლება დაემატოს ერგონომიული Magic Mouse.
USB-C და Thunderbolt პორტებს მარტივად უკავშირდება ფლეშ დრაივები, დისკები და მონიტორები. MacBook Air-ს აქვს ორი ასეთი პორტი, ხოლო MacBook Pro მოდელების უმეტესობას – სამი. ეს ნიშნავს, რომ შეგიძლიათ დააკავშიროთ 2 ან 3 დამატებითი მონიტორი, ხოლო MacBook Pro M2 Max და M3 Max-ს – ოთხი.
ჩაშენებული ფუნქციები სტუდენტებისთვის
macOS შექმნილია მომხმარებლების მოთხოვნების გათვალისწინებით და გვთავაზობს ბევრ სასარგებლო ფუნქციას.
- Spotlight ძიება: იპოვნეთ ნებისმიერი დოკუმენტი თქვენს კომპიუტერში რამდენიმე დაწკაპუნებით.
- აუდიო ჩაწერა და sound-to-text კონვერსია: მოსახერხებელია ლექციების ჩაწერისა და ჩანიშვნებისათვის, მათი ხელით აკრეფის გარეშე.
- ეკრანის ჩაწერა: გაუგზავნეთ ჩანაწერი თანაკლასელებს, რათა სწრაფად აუხსნათ თუ როგორ მუშაობს კონკრეტული პროგრამა თუ პარამეტრი.
MacBook შეუფერხებლად ინტეგრირდება Apple-ის ეკოსისტემაში. დაიწყეთ ელფოსტის წერა პლანშეტზე ან სმარტფონზე და დაასრულეთ ლეპტოპზე. გადაიღეთ ფოტო ან დაასკანირეთ დოკუმენტი iPhone-ით და გადაიტანეთ იგი Mac-ზე ერთი მოძრაობით და პირდაპირ ჩასვით პროექტში.
Apple-ის ყველა გაჯეტი ეკოსისტემის ნაწილია. ლექციების ჩაწერა შესაძლებელია Apple Watch-ის გამოყენებით (მათზე შექმნილი ჩანაწერები ავტომატურად არის ხელმისაწვდომი Apple-ის სხვა მოწყობილობებზე), ხოლო ჭკვიანი საათი დაგეხმარებათ იყოთ სწავლაზე ორიენტირებული და არც ჯანმრთელობა დაივიწყოთ. უსადენო AirPods შეუცვლელია ონლაინ გაკვეთილებისა და ზარებისთვის: ისინი უზრუნველყოფენ მაღალი ხარისხის ხმას, აქრობენ ფონურ ხმაურს და აძლიერებენ თანამოსაუბრის ხმას.
აპლიკაციები, რომლებიც ამარტივებს სწავლას
საჭირო პროგრამული უზრუნველყოფა წინასწარ არის დაინსტალირებული Mac-ზე და ასევე შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ ბევრი სასარგებლო აპლიკაცია App Store-დან.
Pages საშუალებას გაძლევთ, შექმნათ ნებისმიერი ტექსტური დოკუმენტი – ესეები, თეზისები, ნაშრომები. გამოიყენეთ Numbers ელცხრილების და გამოთვლებისთვის, ხოლო Keynote პრეზენტაციებისთვის. MacBook-ზე შექმნილი ფაილები ადვილად იხსნება Windows-ზე.
ამოცანების დაგეგმვისა და სასწავლო პროგრამების შესაქმნელად გამოიყენეთ აპლიკაციები, როგორიცაა Trello .
ვერდიქტი? MacBook Air თუ MacBook Pro?
მსუბუქი, კომპაქტური MacBook Air არის საუკეთესო მოწყობილობა ნებისმიერი საშუალო სკოლის ან კოლეჯის სტუდენტისთვის. 13 ინჩიანი MacBook Air M1 16 GB მოსახერხებელია გაკვეთილებსა და ლექციებზე სატარებლად. თუ უფრო დიდი ეკრანი გჭირდებათ, აირჩიეთ 15-იჩნიანი მოდელი. თუ ყოველდღიური ამოცანების გარდა გეგმავთ ვიდეოების, აუდიო ფაილების და ფოტოების რედაქტირებას, აირჩიეთ უფრო მძლავრი MacBook Air M2/M3.
ვიდეო რედაქტირებისთვის, რთული გრაფიკისთვის, 3D მოდელირებისთვის და კოდთან მუშაობისათვის MacBook Pro 2022 ან 2023 საუკეთესო არჩევანია. მძლავრი აღჭურვილობა მათთვის, ვინც არ აპირებს განახლებას მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში.
ცოდნისკენ — iSpace-თან ერთად
იჩქარეთ და შეიძინეთ ლეპტოპი ახლი სასწავლო წლისთვის iSpace-ში! ამჟამად გვაქვს სპეციალური შეთავაზება: შეიძინეთ MacBook 2699 ლარიდან!
პროდუქტის ბარათები
შეგიძლიათ, პირდაპირ შეიძინოთ მოწყობილობა ან აირჩიოთ Multi Trade-in: მოიტანეთ მაღაზიაში ნებისმიერი Apple მოწყობილობა ან სხვა ბრენდის სმარტფონი და ჩვენ გამოვაკლებთ მათ ღირებულებას ახალი MacBook-ის ფასს. რაც უფრო მეტი მოწყობილობას მოიტანთ, მით მეტია მეტია თქვენი სარგებელი! ერთადერთი პირობაა, რომ ისინი უნდა იყვნენ მუშა მდგომარეობაში.
სპეციალური შეთავაზებები iSpace-სგან
- MacBook-ის მყიდველები მიიღებენ დამატებით ერთწლიან გარანტიას უფასოდ. თქვენი Mac დაცული იქნება სტანდარტული მწარმოებლის გარანტიის ვადის ამოწურვის შემდეგაც.
- უფასო მონაცემთა გადაცემა. ჩვენ უსაფრთხოდ გადავიტანთ თქვენს მონაცემებს ახალ მოწყობილობაზე.
- ისწავლეთ საუკეთესოებისგან. MacBook-ის ყველა მყიდველი მიიღებს უფასო macOS რჩევების კურსს.
შევხვდებით iSpace-ში!
გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.