Messages აპლიკაციის გამოყენებისას შეგიძლიათ Mac-ის ეკრანის გაზიარება თქვენს თანამოსაუბრესთან. ასევე შესაძლებელია მათი ეკრანის კონტროლება და პირიქით. ეს ფუნქცია საოცრად პრაქტიკულია როგორც ტექნიკური დახმარების გაწევის, ისე პროექტზე ერთობლივად მუშაობისათვის.
როგორ მუშაობს ეკრანის გაზიარება?
1. Mac-ზე Messages აპში გახსენით საუბარი და შეეხეთ ღილაკს საინფორმაციო (i) ღილაკს;
2. შეეხეთ ღილაკს Share. (თუ ოფცია ნაცრისფერია, დარწმუნდით, რომ თანამოსაუბრე ერთსა და იმავე Apple ID-ს იყენებს Messages და iCloud-ზე);
3. აირჩიეთ Invite to Share My Screen or Ask to Share Screen. გაზიარების მოთხოვნის მიღების შემდეგ გაიხსნება აუდიოზარი დაიწყება, რათა ეკრანის გაზიარებისას შეძლოთ საუბარი;
4. ეკრანის გაზიარების გამოსართავად შეეხეთ ეკრანის გაზიარების სიმბოლოზე მენიუს ზოლში, შემდეგ აირჩიეთ End Screen Sharing. ხოლო თუ უყურებთ მეგობრის ეკრანს – Screen Sharing > Quit Screen Sharing.
როგორ მუშაობს ეკრანის კონტროლის უფლება?
ეკრანის გაზიარებისას ასევე შესაძლებელია მისი კონტროლის უფლების მიცემაც, რაც თანამოსაუბრეს სრულ წვდომას აძლევს თქვენს Mac-ზე.
ამისათვის, შეეხეთ ეკრანის გაზიარების სიმბოლოს მენიუს ზოლში, დააჭირეთ Allow [name] to control my screen, აირჩიეთ Control my screen და დაეთანხმეთ.
გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.