სიახლე მათთვის, ვისთვისაც Apple პროდუქცია შეუცვლელია და ბრენდის ერთგულება მნიშვნელოვანი – საქართველოში გაიხსნა iSpace-ის მე-4 ფილიალი, სულხან ცინცაძის #12-ში.
დღეიდან მომხმარებელს საშუალება ექნება, ისარგებლოს Apple Premium Reseller-ის მომსახურებით სულხან ცინცაძის 12 ნომერში. ახალი ფილიალი სრულად აკმაყოფილებს და იცავს Apple მაღაზიის მოთხოვნებს, როგორც ვიზუალური კუთხით, ისე მომსახურების ხარისხით და წარმოდგენილი ექსკლუზიურად ოფიციალური პროდუქციით.
iSpace-ში წარმოდგენილი ოფიციალური Apple პროდუქცია არის, მხოლოდ ის ტექნიკა, რომელიც იმპორტირებულია Apple ავტორიზებული დისტრიბუტორის მიერ. ოფიციალურ პროდუქტს აქვს Apple-ის რეგიონლური და საერთაშორისო გარანტია, რომელსაც ემსახურება iSupport – ერთადერთი Apple ავტორიზებული სერვის ცენტრი საქართველოში.
iSpace-ში დაგხვდებიან Apple-ის დატრენინგებული ექსპერტები, რომლებიც დაგეხმარებიან ახალი მოწყობილობის გახსნა–გააქტიურებაში და ეკრანის დამცავისა თუ ქეისების არჩევაში. ასევე აგიხსნიან, თუ როგორ უნდა დააკავშიროთ მოწყობილობა Apple სერვისებთან – ეს ყველაფერი ხორციელდება პირველივე ჩართვისას.
ჩვენი ექსპერტები ახალ მოწყობილობას გამოყენებისათვის მაღაზიიდან გასვლამდე მოამზადებენ. მომსახურებაში ასევე შედის დამცავი მინის დაკვრა, აქესესუარების შერჩევა და სხვა. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია როგორც პროგრამებისა და აპლიკაციების ინსტალაცია, ისე მონაცემების ტრანსფერი.
iSpace-ის სხვა სხვა ფილიალების მსგავსად, ცინცაძის #12-ში არსებული მაღაზიაც შოურუმის პრინციპით იფუნქციონირებს. ეს ნიშნავს, რომ მომხმარებელს საშუალება აქვს, შეძენამდე თავად გამოსცადოს და დატესტოს Apple-ის ნებისმიერი სასურველი მოწყობილობა.
ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ახალი ფილიალი სხვებისაგან უფრო თანამედროვე ინვენტარით არის აღჭურვილი, რაც შოპინგის გამოცდილებას კიდევ უფრო სასიამოვნოს და საინტერესოს გახდის.
გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.