შეიძინეთ ახალი iPhone 13 და გსურთ ამჟამინდელი სმარტფონიდან მონაცემების გადმოტანა? ამისათვის არსებობს რამდენიმე გზა, თუმცა დღევანდელ სახელმძღვანელოში ყურადღებას გავამახვილებთ ინფორმაციის უსადენო ტრანსფერზე.
iCloud–ის სარეზერვო ასლის მსგავსად, უსადენო ტრანსფერისას აპლიკაციების გადმოწერა პირდაპირ App Store–დან ხდება. ეს მეთოდი ოდნავ უფრო ხანგრძლივია, თუმცა ნამდვილად ღირს რადგან აღარ მოგიწევთ აპლიკაციებში სათითაოდ ავტორიზაცია.
უსადენო ტრანსფერისათვის:
- დააერთეთ ორივე iPhone დენის წყაროზე. ჩართეთ თქვენი ახალი iPhone 13 და მოათავსეთ იგი თქვენს ამჟამინდელ iPhone-თან, რომელიც უნდა მუშაობდეს iOS 12.4 ან უფრო ახალი ვერსიაზე.
- ამის შემდეგ გამოჩნდება Quick Start ეკრანი თქვენს ამჟამინდელ iPhone-ზე და შემოგთავაზებთ ინფორმაციის ახალ მოწყობილობაზე დატრანსფერებას. დარწმუნდით, რომ Apple ID სწორად არის მითითებული და შეეხეთ ღილაკს Continue.
- აირეთ თქვენი ამჟამინდელ iPhone და კამერის ობიექტივში მოათავსეთ iPhone 13-ზე ასახული ანიმაცია. დაელოდეთ შეტყობინებას “Finish on New iPhone.”;
- მოთხოვნისთანავე შეიყვანეთ თქვენი მიმდინარე პასკოდი თქვენს ახალ iPhone 13 -ში;
- მიჰყევით ინსტრუქციას Face ID-ის დასაყენებლად თქვენს iPhone 13-ზე;
- მონაცემების ტრანსფერის დასაწყებად შეეხეთ ღილაკს “Transfer from iPhone”. ამის შემდეგ გექნებათ არჩევანი, გადაიტანოთ თუ არა რამდენიმე დამატებითი პარამეტრი, როგორიცაა Apple Pay, Siri და Apple Watch;
- არ გამოართოთ სმარტფონები დენის წყაროდან ტრანსფერის დასრულებამდე.
ერთი iPhone-დან მეორეზე მონაცემების გადაცემის დრო განსხვავდება ინფორმაციის სიმრავლისა და სმარტფონის მოდელის მიხედვით. Apple დაითვლის მონაცემთა გადაცემის დროს და ასახავს მონაცემთა ტრანსფერის მთავარ ეკრანზე.
გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.