Apple-მა წარმოადგინა ახალი iMac კომპიუტერების ხაზი Apple Intelligence ტექნოლოგიით. M4 პროცესორის წყალობით ეს ულტრა-თხელი all-in-one ახლა კიდევ უფრო მძლავრია. კომპანიის ერთ-ერთმა წამყვანმა მენეჯერმა, ჯონ ტერნუსმა, ამ მოდელს პერსონალური კომპიუტერების „ახალი ერა“ უწოდა. დღევანდელ მიმოხილვაში დეტალურად ვისაუბრებთ 2024 წლის iMac M4-ზე.
მნიშვნელოვნად გაზრდილი სიჩქარე M4 ჩიპით
M4 ჩიპის დახმარებით ახალი მოდელი M1 iMac-ზე 1.7-ჯერ უფრო სწრაფია ყოველდღიური ამოცანების შესრულებისას (Microsoft Excel-ში მუშაობა და მსგავსი). Safari სერფინგი 1.5-ჯერ უფრო სწრაფია, ხოლო ინტენსიური პროცესები 2.1-ჯერ უფრო სწრაფად სრულდება. იქნება ეს თამაშების ჩატვირთვა, მძიმე პროგრამების მართვა თუ მაღალი გარჩევადობის ფოტოებისა და ვიდეოების რედაქტირება. ახალი iMac M4 გათვლილია შეუფერხებელ პროცესებზე.
Neural Engine-ის წყალობით, მონაცემთა დამუშავების სიჩქარე M1 ჩიპთან შედარებით 3-ჯერ იზრდება, ხოლო 16GB ოპერატიული მეხსიერებით (32GB-მდე გაფართოების შესაძლებლობით), მუშაობის ტემპი იზრდება როგორც ყოველდღიურ, ასევე მოთხოვნად ამოცანებში. Intel-ის ყველაზე სწრაფ მოდელებთან შედარებით iMac M4 4.5-დან 6-ჯერ მეტ სიჩქარესა და წარმადობას უზრუნველყოფს.
Apple Intelligence-ის მომავალი კომპიუტერებში
ახალი ჩიპი, გაუმჯობესებული ნეირონული ძრავით, სპეციალურად Apple Intelligence-ის შეიქმნა. მწარმოებლის თქმით, ნეირონული ქსელის ძირითადი ფუნქციები სამუშაოსთვის, შემოქმედებისთვის და კომუნიკაციისთვის დეკემბერში იქნება ხელმისაწვდომი.
Apple Intelligence-ს შეუძლია შეასრულოს მრავალი ამოცანა:
· ტექსტის წერა, შემოწმება და შეჯამება;
· ვიდეოსა და გამოსახულების შექმნა და დამუშავება;
· ელექტრონული ფოსტის დალაგება და შეტყობინებებზე პასუხის გაცემა;
· ფოტოებში ძიება და რედაქტირება, მათ შორის ფონის მოშორება;
· უნიკალური ემოჯების (Genmoji ფუნქცია) და აპებში (მაგ. Messages და Notes) პერსონალური გამოსახულებების შექმნა (Image Playground).
Apple Intelligence-ით Siri უკეთ ახერხებს მოთხოვნების ამოცნობას და ინდივიდუალურ შედეგებს გვაწვდის. მაგალითად, თუ ჰკითხავთ, „რა რეცეპტი გამომიგზავნა დედამ გუშინ?“ Siri სწრაფად იპოვის ამ ინფორმაციას თქვენს მოწყობილობაზე გაგზავნილ ან შენახულ ქონთენთში. ფუნქციებზე წვდომისათვის განაახლეთ ოპერაციული სისტემა macOS Sequoia 15.1-ზე.
დეკემბრიდან, ChatGPT Siri-სა და წერით ხელსაწყოებში ინტეგრირდება და ხელმისაწვდომი იქნება დამატებითი ანგარიშის აუცილებლობის გარეშე. კონფიდენციალურობა და მონაცემების დაცვა უზრუნველყოფილია: IP მისამართები დამალულია, ხოლო OpenAI-ს მოთხოვნები არ ინახება. ფაილები პირდაპირ მოწყობილობაზე მუშავდება, ხოლო რთული ამოცანები უსაფრთხო cloud სისტემაში, Private Cloud Compute-ში სრულდება.
ამ ეტაპზე, Apple Intelligence-ის ხელსაწყოები მხოლოდ ამერიკული ინგლისურით არის ხელმისაწვდომი და სხვა ენები მოგვიანებით დაემატება.
7 ფერი, ნანო-საფარი და iMac 2024-ის სხვა მახასიათებლები
iMac M4 ფუნქციონალთან ერთად თქვენს ინტერიერს დახვეწილობას შემატებს. ხელმისაწვდომია შვიდი ფერით—მწვანე, ყვითელი, ნარინჯისფერი, ვარდისფერი, იასამნისფერი, ლურჯი და ვერცხლისფერი. მოწყობილობა ფერადი უკანა პანელით და უფრო სადა წინა პანელით გამოირჩევა, რაც მუშაობისას ყურადღებას ნაკლებად გაგიფანტავთ.
24-ინჩიანი Retina ეკრანი 4.5K გარჩევადობით ხელმისაწვდომია ანტი-ამრეკლი ნანო-საფარით, რაც ახშობს ბზინვარებას და აუმჯობესებს კომფორტს. საფარის დახმარებით იმუშავებთ ნებისმიერი განათების პირობებში.
ახალ iMac-ს აქვს თანამედროვე 12-მეგაპიქსელიანი კამერა Center Stage-ის ფუნქციით, რომლის დახმარებითაც ვიდეოზარებისას კამერა კადრის ცენტრში დაგტოვებთ. Desk View, რომელიც ფართოკუთხოვან ლინზას იყენებს, საშუალებას გაძლევთ მაგიდა ზედხედით აჩვენოთ ფიზიკური მასალის წარდგენისას. მოწყობილობას ასევე აქვს სამი სტუდიური ხარისხის მიკროფონი, ხმოვანი ორიენტაციის ტექნოლოგიით და მაღალი ხარისხის ექვსდინამიკიანი აუდიო სისტემა—სრული კომპლექტაცია დისტანციური მუშაობის, ონლაინ კომუნიკაციის, ფილმების ყურების და მეგობრებთან წვეულებების მოწყობისთვის. Wi-Fi 6E უზრუნველყოფს სტაბილურ კავშირს და ფაილების სწრაფ ჩამოტვირთვას.
პერიფერიული მოწყობილობების შესაერთებლად, iMac-ს აქვს ოთხი USB-C პორტი Thunderbolt 4 მხარდაჭერით (უკანა პანელზე), რაც ხელს უწყობს მონაცემთა ულტრა-სწრაფ გადაცემას და მრავალი მოწყობილობის დაკავშირებას, მათ შორის დოკის, გარე დისკის წამკითხველის და ორი მაღალხარისხიან (6K) გარე ეკრანის. უსაფრთხო და სტაბილური უკაბელო კავშირი უზრუნველყოფილია Bluetooth 5.3-ით.
ვინ უნდა შეიძინოს iMac M4 2024-ში?
ეს all-in-one დესკტოპ კომპიუტერი იდეალურია სახლისთვის, ოფისისთვის და საცალო გარემოსთვის. ყოველდღიური მომხმარებლები და პროფესიონალები, მათ შორის ქონთენთის შემქმნელები, დიზაინერები, დეველოპერები და სხვა. უახლესი iMac შესანიშნავი საჩუქარია საშუალო სკოლის მოსწავლეებისა და უნივერსიტეტის სტუდენტებისთვისაც.
მძლავრი პროცესორი Apple Intelligence-ით აჩქარებს როგორც ყოველდღიურ, ასევე რესურსინტენსიურ ამოცანებს მულტითასკინგ რეჟიმში. ის მუშაობს სტანდარტულ აპებთან (Safari, Excel, FaceTime, Numbers, Pages და ა.შ.). ფოტო-ვიდეო რედაქტირებას განახორციელებთ Adobe Premiere-სა და Photoshop-ში კომპლექსური ეფექტებითა და ფილტრებით—iMac არასდროს შეგაფერხებთ. ახალი მოწყობილობა Mac გეიმერებსაც უფრო სუფთა და სწრაფ სათამაშო გამოცდილებას სთავაზობს.
iMac-ს მოყვება Magic Keyboard და Magic Mouse შესაბამის ფერებში, ასევე შესაძლებელია Magic Trackpad-ის შეკვეთაც. დამუხტვა მხოლოდ ერთი კაბელით ხდება, რადგან ახლა უკვე ყველა აქსესუარს აქვს USB-C პორტი, თუმცა მაუსის დამუხტვის პორტი ისევ ქვედა ნაწილშია.
სად და როდის ვიყიდო ახალი iMac?
საქართველოში გაყიდვები დაიწყება 15 ნოემბერს. ახალი მოდელი ხელმისაწვდომი იქნება iSpace-ში. წინასწარი შეკვეთის თარიღები გამოქვეყნდება ჩვენს ვებგვერდსა და სოციალურ ქსელებში. ეწვიეთ ჩვენს მაღაზიებს და პირადად გამოსცადეთ მოწყობილობის ძალა და მისი უჩვეულო მახასიათებლები; დემო ვერსია ხელმისაწვდომი იქნება ყველასათვის.
გამოგვყევით Instagram-ზე და არ გამოტოვოთ iMac-ის გამოსვლის თარიღი!
გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.