- მთავარი გვერდი
- ხრიკები
- როგორ განვბლოკოთ iPhone, პირბადის მოხსნის გარეშე?
გიწევთ პაროლის ხელით შეყვანა ყოველ ჯერზე, როდესაც Face ID ვერ გცნობთ პირბადის ან სათვალის გამო?
Apple Watch–ის მომხმარებლებისთვის ამ პრობლემის თავიდან არიდება საოცრად მარტივია. ამისათვის:
- iPhone-ზე გახსენით Settings > Face ID & Passcode;
- შეიყვანეთ თქვენი პაროლი, ჩამოსქროლეთ და გააქტიურეთ ფუნქცია Unlock with Apple Watch;
- სულ ეს არის. iPhone-ის განბლოკვისთვის საკმარისია აწიოთ ხელი და შეხედოთ ეკრანს.
! თუ თქვენს საათზე არ არის გააქტიურებული მაჯის ამოცნობა, სისტემა შემოგთავაზებთ მის ჩართვას.
რა არის საჭირო ფუნქციის მუშაობისათვის?
- Apple Watch–ის დაწყვილება iPhone-თან;
- Bluetooth–ის ორივე მოწყობილობაზე ჩართვა;
- Apple Watch-ზე უნდა გააქტიუროთ პაროლი და მაჯის ამოცნობა;
- უნდა ატარებდეთ ნიღაბს ან სათვალეს.
არ ჩამორჩეთ სიახლეებს!
გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.
ძიება
ბოლო პუბლიკაციები
Meet iPad Air M4 — Features
- 04.03.2026
- 5 min read
ინტერნეტთაღლითობა: როგორ ამოვიცნოთ და დავიცვათ თავი
- 27.02.2026
- 1 min read
რატომ არის iMac აქტუალური 2026 წელს:
- 27.02.2026
- 1 min read


