თუ თქვენ გსურთ Apple Watch–ის სხვა iPhone–თან დაკავშირება, ან უბრალოდ გსურთ თქვენი საათი გაყიდვა, თქვენ მოგიწევთ iPhone–სა და საათს შორის კავშირის გაუქმება. ამის გაკეთება შესაძლებელია სმარტფონის გარეშეც. ბლოგში განვიხილავთ 4 განსხვავებულ მეთოდს.
1. როგორ გავაუქმოთ კავშირი თუ ორივე მოწყობილობა ადგილზე გვაქვს?
- მოათავსეთ მოწყობილობები ერთმანეთის გვერდით;
- გახსენით “Watch” აპლიკაცია iPhone-ზე;
- ჩანართში “My Watch” აირჩიეთ “All Watches”(ზედა მარცხენა კუთხე);
- შეეხეთ “i” სიმბოლოს იმ საათის გვერდით, რომლის კავშირის გაუქმებაც გსურთ;
- შეეხეთ “Unpair Apple Watch”.
გაითვალისწინეთ: საათის შინაარსისა და პარამეტრების წაშლამდე iPhone შექმნის Apple Watch–ის სარეზერვო ასლს, რომლის გამოყენებაც შეიძლება ახალ საათზე მონაცემების აღსადგენად.
2. როგორ გავაუქმოთ კავშირი სმარტფონის გარეშე?
თქვენ შეგიძლიათ გადატვირთოთ Apple Watch და წაშალოთ მონაცემები მაშინაც კი, თუ iPhone არ გაქვთ ახლოს (დაკარგეთ, მოიპარეს და ა.შ.). ამისთვის:
- გახსენით “Settings” Apple Watch-ზე;
- აირჩიეთ “General”;
- აირჩიეთ “Reset” > “Erase All Content and Settings”.
ამის შემდეგ, საათი დაუბრუნდება ქარხნულ პარამეტრებს და გაწყდება კავშირი iPhone-თან.
3. როგორ დავარესეტოთ Apple Watch iCloud–ით?
Apple Watch–სა და iPhone–ს შორის კავშირის გაწყვეტა თქვენი კომპიუტერიდანაც არის შესაძლებელი. ამისთვის:
- გახსენით iCloud.com და შეიყვანეთ თქვენი Apple ID;
- გახსენით “Settings” და იპოვეთ თქვენი Apple Watch;
- აირჩიეთ “Erase Apple Watch”.
4. როგორ დავარესეტოთ Apple Watch პაროლის დავიწყების შემთხვევაში?
პაროლის შეყვანის მეექვსე წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, Apple Watch ააქტიურებს მონაცემთა დაცვის ფუნქციას – ის ბლოკავს ეკრანს. რამდენიმე წუთის შემდეგ, პაროლის შეყვანა თავიდან არის შესაძლებელი. თუ პაროლი მაინც არ გახსოვთ, საათიდან უნდა წაიშალოს ყველა ინფორმაცია. ამის შემდეგ, თავიდან დააკავშირებთ საათს და აღადგენთ მონაცემებს სარეზერვო ასლით.
ასე რომ, დაბლოკილი Apple Watch–ის დასარესეტებლად საჭიროა:
- მოათავსოთ საათი დამტენზე და არ მოხსნათ სანამ არ გაივლით ხუთივე საფეხურს;
- შეეხეთ გვერდით ღილაკს სანამ არ გამოჩნდება “Power Off”;
- შეეხეთ “Digital Crown” ღილაკს სანამ არ გამოჩნდება “Erase all content and settings”;
- დასადასუტრებლად აირჩიეთ “Reset”;
- ამის შემდეგ, თავიდან დააკავშირებთ საათს და აღადგენთ მონაცემებს სარეზერვო ასლით.
თუ არ გამოგდით თქვენი Apple Watch–ის iPhone–თან დაკავშირება iSpace-ის კონსულტანტები სიამოვნებით დაგეხმარებიან. გვესტუმრეთ!
ასევე გაეცანით:
როგორ გავწმინდოთ Apple Watch?
გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.