macOS Ventura-ზე Public ვერსიის ჩაშვება ოქტომბრისთვის იგეგმება, თუმცა საინტერესოა დარჩებიან თუ არა Intel Mac-ის მფლობელები საინტერესო სიახლეების გარეშე. საბედნიეროდ, ეს ასე არ იქნება, რადგან macOS Ventura ფუნქციონალის დიდი ნაწილი ხელმისაწვდომი იქნება Intel Mac-ზეც, თუ მოწყობილობა აკმაყოფილებს ოპერაციული სისტემის მინიმალურ მოთხოვნებს.

მიუხედავად ამისა, არის 3 გამონაკლისი, რომლებიც მხოლოდ Apple Sillicon-ზე იქნება ხელმისაწვდომი.

Live Captions – სუბტიტრები

macOS Ventura გვთავაზობს სუბტიტრების ავტომატურ გენერაციას ნებისმიერი აუდიო ქონთენთისთვის, რაც FaceTime-საც მოიცავს. ფუნქცია ავტომატურად დააგენერირებს სუბტიტრებს საუბრის დროს.

Live Captions ხელმისაწვდომი იქნება ინგლისურ ენაზე და შემოიფარგლება მხოლოდ iPhone 11 და მომდევნო მოდელებით, A12 ან უფრო ახალი სერიის iPad-ით და Apple Sillicon Mac-ებით.

Reference Mode Sidecar

როგორც უკვე ვიცით Sidecar საშუალებას გვაძლევს გამოვიყენოთ iPad Mac-ის დამატებით მონიტორაც. Reference Mode Sidecar-ის დახმარებით 12.9 ინჩიან iPad Pro-ს Liquid Retina XDR ეკრანი, აბსოლუტური სიზუსტით გაიმეორებს ფერებს და ჩრდილებს. ფუნქცია განსაკუთრებით პრაქტიკულია გრაფიკულ ფაილებთან და ელემენტებთან მუშაობისას, სადაც ფერების აბსოლუტური სიზუსტე კრიტიკულად მნშვნელოვანი ფაქტორია.

Emoji მხარდაჭერა კარნახის რეჟიმში

macOS Ventura-ში კარნახი საუბრისას ავტომატურად სვამს სასვენ ნიშნებს. უფრო მეტიც, სისტემას შეუძლია ტექსტში ემოჯის ჩასმაც. Apple-ის თქმით, ეს კონკრეტული ფუნქცია ხელმისაწვდომია M1 და მომდევნო პროცესორების მქონე Mac-ებზე.

ფუნქცია მხარს უჭერს შემდეგ ენებს: კანტონური (ჰონგ-კონგი), ინგლისური (ავსტრალია, კანადა, ინდოეთი, დიდი ბრიტანეთი, აშშ), ფრანგული (საფრანგეთი), გერმანული (გერმანია), იაპონური (იაპონია), მანდარინი (ჩინეთი, ტაივანი) და ესპანური (მექსიკა, ესპანეთი, აშშ).

შეჯამება

სიაში კარგად ჩანს, რომ ახალ macOS-ში გაცილებით ნაკლები შეზღუდვებია Intel-ის მომხმარებლებისთვის, ვიდრე ეს Monterey-ში იყო. ამასთან ერთად, macOS Ventura-ს არ აქვს მხარდაჭერა ზოგიერთი Intel Mac-ისთვის, რომლებიც 2013-დან 2016 წლამდე გაიყიდა. ასე რომ შესაძლოა, აღმოაჩინოთ, რომ თქვენი მოდელი უბრალოდ არ აკმაყოფილებს სისტემის მოთხოვნებს.

Apple-მა თითქმის დაასრულა ორწლიანი გადასვლა Intel-დან Apple Sillicon-ზე გადასვლა, რაც საბოლოოდ დასრულდება, როდესაც Mac Pro მიიღებს Apple სილიკონს ამ წლის ბოლომდე.

ასევე მოსალოდნელია, რომ 2023 წლიდან Apple სულ უფრო მეტად შეამცირებს Intel პროცესორების მქონე Mac-ების სისტემურ და პროგრამულ მხარდაჭერას -ის აპარატების პროგრამულ მხარდაჭერას.

macOS Ventura ბეტა ვერსია დეველოპერებისთვის უკვე ხელმისაწვდომია, ხოლო მომხმარებლებისათვის საჯარო ბეტას გამოსვლა ივლისისათვის იგეგმება.

არ ჩამორჩეთ სიახლეებს!

გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *