გსურთ თქვენი კომპანიის ტექნოპარკის სრულად Mac-ზე გადაყვანა, თუმცა ფიქრობთ რომ ეს ძვირი დაჯდება? ეს ერთ–ერთი ყველაზე გავრცელებული მცდარი წარმოდგენაა, რომელზეც დღევანდელ ბლოგში ვისაუბრებთ.
ბაზარი ნამდვილად გვამარაგებს ბევრად უფრო იაფი კომპიუტერებით, თუმცა არსებობს რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც ამართლებს და ხსნის თუ რატომ არის Mac–ის შეძენა უფრო მომგებიანი.
MacBook დიდ ხანს ინარჩუნებს თავდაპირველ ღირებულებას
დღესდღეობით, iSpace-ში MacBook Air–ის ფასი იწყება 3999 ლარიდან, ხოლო MacBook Pro სერიის – 4999 ლარიდან. ამ მოდელების შეძენით მიიღებთ მძლავრ კომპიუტერებს, კომფორტული კლავიატურით, ჟესტების მხარდაჭერის მქონე ტრექფედით. ეს ყველაფერი თხელ და პორტატულ დიზაინში, რომელიც საშუალებას მოგცემთ იმუშაოთ ყველგან და ყოველთვის.
3-5 წლიანი გამოყენების შემდეგ, Mac ინარჩუნებს თავდაპირველი ღირებულების მინიმუმ 20-35% -ს. პერსონალური კომპიუტერის ღირებულება კი 3–5 წლის შემდეგ 10%–ზე ნაკლებია.
MacBook გვთავაზობს დიდი რაოდენობით ჩაშენებულ პროგრამებს
ჩართვის მომენტიდან თქვენი Mac მზად არის სამუშაოდ. მას აქვს უახლესი macOS ოპერაციული სისტემა და წინასწარ გათვალისწინებული პროგრამების ფართო არჩევანი, რომელიც ნებისმიერი პროფესიის მქონე ადამიანს დაეხმარება სამუშაოს სრულფასოვნად შესრულებაში.
ასევე უნდა აღინიშნოს, FileVault 2 მყარი დისკის დაშიფვრის ტექნოლოგია, რომელიც საიმედოდ იცავს თქვენს Mac–ს დამატებითი პროგრამების ინსტალაციის გარეშე. ტექსტთან, ცხრილებთან და პრეზენტაციებთან მუშაობისთვის კი გათვალისწინებულია iWork საოფისე პროგრამები.
MasOS სისტემის და პროგრამების ძირითადი განახლებები უფასოა
ოპერაციული სისტემისა და პროგრამების განახლების ღიღებულება შედის Apple კომპიუტერების თავდაპირველ ღირებულებაში. შეიძენთ ერთხელ და სარგებლობთ უვადოთ. შედარებისთვის, ძირითადი Microsoft Office Business პაკეტის გამოწერა გადასახადების გამოკლებით ღირს თვეში $5.
მხარდაჭერა და ოპტიმიზაცია რამდენიმე წლის განმავლობაში
Apple არ აკეთებს კომპრომისს თავისი პროდუქციის სპეციფიკაციებსა და პარამეტრებზე. თითოეული MacBook, iMac ან ნებისმიერი სხვა მოწყობილობა აღჭურვილია ყველაზე მაღალტექნოლოგიური კომპონენტებით, რომლებიც უზრუნველყოფენ პროდუქტიულობის მაღალ მაჩვენებელს მრავალი წლის განმავლობაში.
Apple ყოველწლიურად უფასოდ აწვდის თავის კომპიუტერებს ოპერაციული სისტემის განახლებას. ეს ნიშნავს, რომ შეძენიდან რამდენიმე წლის შემდეგაც კი, თქვენი Mac დარჩება აქტუალური და შეძლებს მხარი დაუჭიროს ეკოსისტემის ახალ ფუნქციებსა და შესაძლებლობებს. მაგალითად, უახლესი macOS Big Sur (გამოვიდა 2020 წელს), რომელიც 2012 წელს გამოშვებულ MacBook–ებთან კი თავსებადია.
შედარებისთვის: Microsoft–ის ოფიციალურ ვებ–გვერდზე Windows 10 Home ოპერაციული სისტემა 199 დოლარი ღირს.
Mac–ის აბსოლუტური დაცულობა ვირუსებისგან
მოდით ვიყოთ გულწრფელები: Mac ვირუსები არსებობს, თუმცა მათ სისტემაში შესაყვანად ძალიან ბევრი მუშაობა მოგიწევთ.
macOS ვირუსები სხვა ოპერაციულ სისტემებთან შედარებით გაცილებით იშვიათია. ამასთან ერთად, უსაფრთხოება Apple–ის ერთ–ერთი უმთავრესი პრიორიტეტია, რომლის გაუმჯობესებაზეც კომპანიის დეველოპერები ყოველდღიურად მუშაობენ.
App Store–ში არსებული თითოეული აპლიკაცია ატვირთვამდე და მომხმარებელთან მიტანამდე საფუძვლიანად არის შემოწმებული და, შესაბამისად, სრულიად უსაფრთხოა.
სისტემა ასევე დაცულია პროგრამების არა სანდო წყაროებიდან დაყენებისგან(არა App Store), რათა თავიდან ავირიდოთ მავნე პროგრამებისა და ვირუსების სისტემაში შემოღწევა.
საბოლოო ვერდიქტი
ეს არის იმ მიზეზების არასრული ჩამონათვალი, რის გამოც Mac–ის ბიზნეს სივრცეში გამოყენება უფრო მომგებიანია. სხვა კომპიუტერებისგან განსხვავებით, ის დიდ ხანს ინარჩუნებს თავდაპირველ ღირებულებას და ხანგრძლივად იღებს როგორც სისტემურ, ისე პროგრამულ განახლებებს, თანაც ეს ყველაფერი უფასოა.
Apple კომპიუტერები არ საჭიროებს დამატებითი პროგრამების ინსტალაციას, რაც MacBook მოწყობილობის მაღალ საიმედოობასა და იდეალურ მუშაობასთან ერთად მნიშვნელოვნად ზოგავს კომპანიის რესურსებს.
ამ ყველაფრის მხედველობაში მიღებისას ნათელია, რომ Mac–ის ფასი გაცილებით ნაკლებია ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს.
გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.