WWDC23-ზე Apple-მა წარმოადგინა Apple Vision Pro – რევოლუციური სივრცითი კომპიუტერი, 15 ინჩიანი MacBook Air, Mac Studio, Mac Pro M2 Ultra ჩიპით და უამრავი საინტერესო ფუნქცია iOS 17, iPadOS 17, macOS Sonoma, watchOS 10, tvOS 17 და AirPods-ზე.
ახალი ინოვაციებითა და უახლესი ფუნქციებით დატვირთულ პრეზენტაციაზე, Apple-მა წარმოადგინა Apple Vision Pro, რევოლუციური სივრცითი კომპიუტერი, რომელიც შეუფერხებლად აერთიანებს ციფრულ ქონთენთს ფიზიკურ სამყაროსთან. ასევე შედგა სამი Mac-ის დებიუტი: ახალი MacBook Air არის მსოფლიოში საუკეთესო 15 დიუმიანი ლეპტოპი, ხოლო Mac Studio M2 Max და M2 Ultra-ით და Mac Pro M2 Ultra-ით არის ყველაზე მძლავრი Mac-ები, რაც კი ოდესმე შექმნილა. გარდა ამისა, iOS 17, iPadOS 17, macOS Sonoma, watchOS 10, tvOS 17 და AirPods-ის ახალი ფუნქციები დეველოპერებს საშუალებას აძლევს კიდევ უფრო განავითარონ აპლიკაციები და მისცენ მომხმარებლებს უფრო მეტი და საინტერესო ფუნქციონალი.
ახალი ერა კომპიუტერებში
Apple Vision Pro არის რევოლუციური სივრცითი კომპიუტერი, რომელიც სცილდება ტრადიციული VR/AR სათვალეების საზღვრებს, სრულად სამგანზომილებიანი ინტერფეისით, რომელსაც აკონტროლებს ყველაზე ბუნებრივი და ინტუიციური საშუალებებით – მომხმარებლის თვალები, ხელები და ხმა. VisionOS-ით, მსოფლიოში პირველი სივრცითი ოპერაციული სისტემის საშუალებით, Vision Pro საშუალებას აძლევს მომხმარებლებს დაუკავშირდნენ ციფრულ შინაარსს ისე, რომ იგრძნონ, რომ ის ფიზიკურად იმყოფება მათ სივრცეში.
iPhone – უფრო პერსონალური და ინტუიციური
iOS 17-ით, Phone, FaceTime, Messages და სხვა აპების განახლებები მომხმარებლებს საკუთარი თავის გამოხატვის ახალ გზებს სთავაზობს – გააზიარე კონტენტი ან საკონტაქტო ინფორმაცია და იხილე ინფორმაცია StandBy ფუნქციით, სახელწოდებით StandBy. iOS 17 ასევე წარმოგიდგენთ Journal აპლიკაციას.
მსოფლიოში საუკეთესო 15 ინჩიანი ლეპტოპი
გაფართოებული 15.3 დიუმიანი Liquid Retina ეკრანით, M2-ის არაჩვეულებრივი წარმადობით და ელემენტის 18 საათამდე გამძლეობით, 15 ინჩიანი MacBook Air აერთიანებს გამორჩეულ სიმძლავრეს და პორტაბელურობას თხელ და მსუბუქ დიზაინში.
მსოფლიოში ყველაზე თხელი 15 ინჩიანი ლეპტოპი 12-ჯერ უფრო სწრაფია ვიდრე Intel-ის ყველაზე მძლავრი MacBook Air და ორჯერ უფრო სწრაფი ვიდრე ყველაზე გაყიდვადი 15 ინჩიანი windows ლეპტოპი Core i7 პროცესორით. ასე რომ მომხმარებლებს შეუძლიათ იმუშაონ, ითამაშონ ან შექმნან თითქმის ყველაფერი, ნებისმიერ ადგილას.
ახალი საფეხური პროფესიონალებისთვის
ახალი Mac Studio აძლევს პროფესიონალებს უფლებას შექმნან თავიანთი საოცნებო სტუდია – ინოვაციური შესრულებით და ფართო კავშირით კომპაქტურ ფორმაში, რომელიც პირდაპირ მათ სამუშაო მაგიდაზეა. M2 Max-თან და ახალ M2 Ultra-სთან ერთად, Mac Studio უზრუნველყოფს პროდუქტიულობის ზრდას.
PCIe გაფართოება Apple სილიკონში
Mac Pro, რომელიც ახლა აღჭურვილია M2 Ultra-ით, აერთიანებს Apple-ის ყველაზე მძლავრი ჩიპის უპრეცედენტო შესრულებას PCIe გაფართოებასთან.
ახალი Mac Pro ასრულებს Mac-ის გადასვლას Apple სილიკონზე და, Apple-ის დანარჩენ პრო სისტემებთან ერთად, აძლევს მომხმარებლებს პროფესიონალური პროდუქტების ყველაზე მძლავრ შესაძლებლობებს Apple-ის ისტორიაში.
მნიშვნელოვანი განახლება Apple Watch-ზე
watchOS 10 გვთავაზობს განახლებულ ინტერფეისს, რაც მომხმარებლებს ინფორმაციის ნახვის ახალ მეთოდებს სთავაზობს. ახალი დიზაინის აპლიკაციები, Smart Stack ვიჯეტები და საათის ახალი სახეები. გარდა ამისა, ჭკვიან საათს დაემატა ახალი ფუნქციები, რომლებიც დაეხმარება ველოსიპედისტებს და ლაშქრობების მოყვარულებს თვალყური ადევნონ თავიანთ აქტივობას, ხოლო Mindfulness აპი მომხმარებლებს საშუალებას აძლევს ფრთხილად და მომენტალურად აღრიცხონ თავიანთი ემოციები და ყოველდღიური განწყობა.
iPad-ის მრავალფეროვნების ახალი დონე
iPadOS 17 მომხმარებლებს უფრო მეტ ფუნქციას სთავზობს ვიდრე ოდესმე. მოახდინეთ ჩაკეტილი ეკრანის პერსონალიზება, ვიჯეტებთან ინტერაქცია, გამოხატეთ საკუთარი თავი ისე, როგორც არასდროს, Messages-ისა და FaceTime-ის საშუალებით. Health აპი ასევე გვთავაზობს ინტერაქციულ სქემებს, ხოლო HealthKit საშუალებას აძლევს დეველოპერებს შექმნან ინოვაციური გამოცდილება, რომლებიც შექმნილია iPad-ის ეკრანისთვის.
უახლესი Mac გამოცდილება
macOS Sonoma-ს მოაქვს ფუნქციების მდიდარი ნაკრები, რომელიც კიდევ უფრო აუმჯობესებს მსოფლიოში ყველაზე მოწინავე დესკტოპის ოპერაციული სისტემის გამოცდილებას. განახლება ასევე გვთავაზობს ვიჯეტებს, რომლებსაც განათავსებთ ყველგან. Mac-ზე თამაში კიდევ უფრო უკეთესი ხდება თამაშის რეჟიმის დანერგვით, რომელიც უზრუნველყოფს თამაშის ოპტიმიზებულ გამოცდილებას.
FaceTime აპლიკაცია Apple TV 4K-ზე
პირველად, Apple TV 4K მომხმარებლები ისარგებლებენ FaceTime-ით თავიანთ ტელევიზორზე tvOS 17-ის დახმარებით. Centre Stage ფუნქცია ოთახში მყოფ ადამიანებს ეკრანზე სრულყოფილად ათავსებს. მაშინაც კი, როდესაც ისინი გადაადგილდებიან, ხოლო Split View მომხმარებლებს საშუალებას აძლევს ისიამოვნონ შოუების ან ფილმების ყურებით საყვარელ ადამიანებთან ერთად SharePlay სესიის დროს და ასევე უყურონ ყველას FaceTime ზარში.
პერსონალური აუდიო გამოცდილების გარდაქმნა
ამ შემოდგომაზე პროგრამული განახლებებით, AirPods Pro (მე-2 თაობა) განბლოკავს ახალ შესაძლებლობებს, რათა გაამარტივოს ყურსასმენების გამოყენება სხვადასხვა გარემოში. სისტემას დაემატება სამი ახალი ფუნქცია: ადაპტური აუდიო, პერსონალიზებული ხმა და საუბრის ცნობიერება( Adaptive Audio, Personalized Volume, და Conversation Awareness). მთელი ხაზი ასევე იძენს ახალ და გაუმჯობესებულ ფუნქციებს, რაც ზარებს და ავტომატურ გადართვას კიდევ უფრო შეუფერხებელს ხდის.
გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.