შეარჩიე შესაფერისი ზომა, რომ თავი აარიდო ნეგატიურ სივრცეებს!
როგორც უკვე აღვნიშნე, სოციალური ქსელები მობილური ფოტოგრაფიის განუყოფელი ნაწილია. Facebook, Instagram, Tik-Tok და სხვა, საკუთარ სივრცეებს გვითმობს და გვთავაზობს შესაბამისი ზომებით მოვერგოთ მათ, რათა არ მოხდეს ფოტოების ჩამოჭრა, ან ნეგატიური სივრცეების დატოვება ჩვენს მიერ გადაღებულ ფოტოებზე.
სმარტფომებმა შემოგვთავაზა მრავალფეროვანი არჩევანი სოციალურ ქსელებში ფოტოების ლავირებისთვის, იქნება ეს Instagram/Facebook story ან post, reels, Facebook cover თუ სხვა.
აღნიშნულის კონტროლი შეგვიძლია როგორც გადაღების დროს, ასევე დამუშავების შემთხვევაში, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ზომის ცვლილებამ შესაძლოა კადრის ცვლილებაც გამოიწვიოს.
სტანდარტული პოსტისთვის კარგია გამოვიყენოთ ზომა 4:3-ზე. Reels და story-ის ასატვირთად, ასევე ვიდეოს გადასაღებად 9:16 ზომა. Instagram-ის საერთო feed-ის ასაწყობად ე.წ. კვადრატის ფორმატი.
სხვა შემთხვევაში უმჯობესია მოვიძიოთ შესაბამისი ზომები და მოვერგოთ მათ.
გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.