AirPods Pro შესანიშნავი თანამგზავრია ნებისმიერ სიტუაციაში: კარგი ხმა, კომფორტული ფორმა და შესანიშნავი ხმაურის გაუქმება. ყურსასმენი დიდხანს ინარჩუნებს მუხტს და არ ეშინია ტენიანობის, რაც ნიშნავს რომ მისი გამოყენება შესაძლებელია სპორტული აქტივობისას. ამის მიუხედავად, მათი გამოყენება არ შეიძლება შხაპის ქვეშ, აუზში, ზღვაში და ა.შ. ახლავე აგიხსნით თუ რატომ. 

AirPods Pro დაცულია ტენიანობისაგან, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ის არის წყალგაუმტარი. მას აქვს IPX4 დაცვა, რაც ნიშნავს რომ ყურსასმენი მდგრადია ოფლის, წვიმის ან წყლის მსუბუქი შხეფების მიმართ.

ყურსასმენი ძალიან დიდი ალბათობით დაზიანდება, თუ მათ შემთხვევით გარეცხავთ სარეცხ მანქანქანაში ან ჩააგდებთ აუზში. ყურსასმენში წყლის შეცვლამ შესაძლოა კონტაქტების მოკლე ჩართვა გამოიწვიოს და დაარღვიოს მემბრანის იზოლაცია. რა თქმა უნდა საუბარიც ზედმეტია ისეთ სითხეებთან კონტაქტზე როგორიცაა ზღვის თუ ქლორილებული წყალი, ალკოჰოლი, ყავა და სხვა.

შეიძლება თუ არა AirPods Pro-ს გამოყენება წვიმაში?

ეს დამოკიდებულია წვიმაზე. თუ წვიმა არც ისე ძლიერია – დიახ. ამასთან, თუ წვიმს, და თქვენ ხართ ქოლგის გარეშე, არსებობს ყურსასმენების კრიტიკულად დასველების საშიშროება. ასე რომ, წვიმიან ამინდში AirPods–ის მშრალ ჯიბეში მოთავსებას გირჩევთ. 

შეიძლება თუ არა AirPods Pro-ს გამოყენება შხაპის ქვეშ?

Apple ყურსასმენები მდგრადია შხეფებთან მიმართებაში, ასე რო მათი გამოყენება შხაპის ქვეშ, ან აბაზანის მიღებისას მიზანშეწონილი არაა. ასევე, ფრთხილად იყავით, ისეთ სითხეებთან როგორიცაა: შამპუნი, საპონი, ლოსიონი, სუნამო, მზისგან დამცავი კრემი ან თმის საღებავი.

თუ ყურსასმენებს სუფთა წყლის გარდა რაიმე სხვა სითხე მოხვდება, ჯერ მოაშორეთ ნივთიერება ნესტიანი ქსოვილით და მხოლოდ ამის შემდეგ გააშრეთ.

შეიძლება თუ არა AirPods Pro-ს გამოყენება ცურვისას?

ამ შემთხვევაშიც პასუხი იგივეა. ყურსასმენი დაცულია შხეფებისაგან და არა წყალში ჩაძირვისგან.

შეიძლება თუ არა AirPods Pro-ს გამოყენება ვარჯიშისას?

დიახ, შეიძლება. ყურსასმენი იდეალური კომპანიონია ისეთი აქტივობებისას როგორიცაა იოგა, დარბაზში ვარჯიში თუ სირბილი. თუმცა მისი გამოყენება არ შეიძლება აკვააერობიკის, ცურვისა და სხვა წყალთან დაკავშირებული ვარჯიშებისას.

რა მოვიმოქმედო თუ AirPods დასველდა?

თუ მოხდა ისე, რომ დაგისველდათ ერთი ან ორივე ყურსასმენი ნუ მოათავსებთ მათ ქეისში. გაამშრალეთ ყურსასმენი ქაღალდის ხელსახოცით და მოათავსეთ გასაშრობად რბილ ქსოვილზე. არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ ფენი და არ მოათავსოთ გამათბობელზე – ამით პირიქით გადაახურებთ ყურსასმენს, რაც დააზიანებს შიდა სქემებს.

AirPods დამტენი ქეისი არ არის დაცული არც შხეფებისგან და არც წყლისგან. თუ მასში სითხე მოხვდება, ნუ დააკავშირებთ დენის წყაროსთან. დააცადეთ გაშრეს რამდენიმე საათის განმავლობაში და შეაერთეთ მაშინ როდესაც დარწმუნდებით რომ ქეისი აბსოლუტურად მშრალია.

მოქმედებს თუ არა გარანტია დასველებულ AirPods–ზე?

თუ ყურსასმენები დაზიანდა წყალთან კონტაქტის გამო, მათზე აღარ ვრცელდება გარანტია. 

ყიდვა

Apple აფრთხილებს თავის მომხმარებლებს, რომ AirPods Pro შხეფებისაგან დაცულობა მუდმივი თვისება არ არის. იგი შეიძლება დაირღვეს ყურსასმენის ცვეთის გამო. ასეთი ყურსასმენის ჰერმეტულობის აღდგენა შეუძლებელია. სწორედ ამიტომ, რაც უფრო ძველია თქვენი ყურსასმენი მით უფრო ფრთხილ მოპყრობას საჭიროებს.

არ ჩამორჩეთ სიახლეებს!

გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *