Apple ტექნოლოგია დროთა განმავლობაში წარმატების სინონიმად გადაიქცა, განსაკუთრებულად კორპორატიულ სეგმენტში. საქმე მხოლოდ იმიჯს არ ეხება: ბიზნეს წარმომადგენლებს ესმით, რომ MacOS, iPadOS და iOS-ზე გადასვლა რეალური აუცილებლობით არის გამოწვეული. უფრო კონკრეტულად ბლოგში ვისაუბრებთ.

რატომ ირჩევს ბიზნესი Apple–ს?

თანამშრომლების მაქსიმალურად ეფექტური, კომფორტული და პროდუქტიული მუშაობისათვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია თანამედროვე და მძლავრ ტექნოლოგიებზე წვდომა, რაც თავის მხრივ ბიზნესის გაზრდას და ჯანსაღი სამუშაო გარემოს შენარჩუნებას ემსახურება.

  • პროდუქტიულობის უმაღლესი მაჩვენებელი

Apple–ის პროდუქტი წარმოებულია იმგვარად, რომ მომდევნო წლების განმავლობაში დარჩეს აქტუალურად და შეინარჩუნოს მწარმოებლურობისა და სიჩქარის მაღალი დონე.

  • ხანგრძლივი მხარდაჭერა (Support)

Apple-ის თითოეული მოწყობილობა უზრუნველყოფილია გრძელვადიანი მხარდაჭერით. ეს ნიშნავს, რომ მოწყობილობა მინიმუმ 5 წლის განმავლობაში მიიღებს ოპერაციული სისტემის განახლებებს. ეს მოწყობილობის უშეცდომო მუშაობასთან ერთად უზრუნველყოფს სისტემის ფუნქციონალის უწყვეტ განახლებას. 

  • Trade-in

ამას გარდა, კომპანიას არ უჭირს ტექნოპარკის განახლება, რადგან ყოველთვის შეიძლება Trade-in აქციის გამოყენება და მინიმალური ხარჯებით უახლესი პროდუქტის შეძენა. 

  • ერთიანი ეკოსისტემა

Apple–ის ყველა მოწყობილობას ერთი ეკოსისტემა აერთიანებს, რაც საოცრად პრაქტიკულია უშუალოდ გამოყენებისას. გაგიკვირდებათ, თუ რამდენად უფრო ვრცელია მოწყობილობების ფუნქციონალი ერთიან ეკოსისტემაში ჩართულობის ხარჯზე.

ერთიანი ეკოსისტემის უპირატესობები უფრო დეტალურად განვიხილეთ ბლოგში – Apple ეკოსისტემის TOP 7 უპირატესობა.

დაწვრილებით

  • მოხერხებული ინტერფეისი

აქვე უნდა ითქვას, რომ MacOS, iPadOS და iOS ინტერფეისი საოცრად ინტუიტიურია, რომელთა ათვისებაც უმარტივესი იქნება ნებისმიერი მომხმარებლებისთვის. პირველ ეტაპზე სისტემა შესაძლოა უჩვეულო ჩანდეს, თუმცა მისი მოხერხებულობიდან გამომდინარე შეჩვევა არავის გაუჭირდება.

ამას გარდა, ამ სისტემებისთვის შექმნილია ყველა საჭირო პროგრამა, მათ შორის აბსოლუტურად ექსკლუზიური პროგრამები, რომლებიც არ არის ხელმისაწვდომი Windows მომხმარებლებისთვის.

  • უსაფრთხოება

ბიზნეს სექტორში Apple ტექნოლოგიის გამოყენების ერთ-ერთი უმთავრესი არგუმენტად უსაფრთხოება ითვლება. მოწყობილობებზე შენახული პირადი და კორპორატიული მონაცემები საიმედოდ არის დაცული. 

IT-დეველოპერებიდან გაყიდვების წარმომადგენლებამდე

Apple მოწყობილობები დიდი ხანია რაც სტანდარტად მიიჩნევა ამერიკულ და ევროპულ კომპანიებში. ბიზნესის წარმატებისათვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია კონკურენტუნარიანობის შენარჩუნება, სამუშაო ეფექტურობის მუდმივი ზრდა, სამუშაო პირობების უწყვეტი გაუმჯობესება და ბიზნეს პროცესების გარდაქმნა, იქნება ეს რთული პრობლემების კრეატიული გადაჭრა თუ ყოველდღიური რუტინული საქმიანობა.

  • IT კომპანიები

ტექნოლოგიების მიმართ ყველაზე მომთხოვნი სწორედ რომ IT კომპანიები არიან: მასალის ხარისხი და მათი კომპლექტაცია, პროდუქტიულობა, პორტაბელურობა – ყველაფერი უნდა იყოს უმაღლეს დონეზე. 

გამომდინარე იქედან, რომ ჩვენი ბაზარი ორიენტირებულია დასავლეთის ქვეყნებზე, სადაც МacОС, iPadOS და iOS მოწყობილობები უდიდეს წილს იკავებენ, ლოგიკურია ჩვენი ბიზნეს სექტორიც იმავე ტექნოლოგიაზე განვითარდეს.

  • გაყიდვების წარმომადგენლები

გაყიდვების წარმომადგენლებისთვის iPad შეუცვლელი ასისტენტია. მოწყობილობა მათ საშუალებას აძლევს სწრაფად შეაგროვონ მონაცემები და ჩაატარონ პრეზენტაცია ნებისმიერ დროსა და ადგილზე. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ გამოყენების სრული ხანგრძლივობის განმავლობაში Apple პლანშეტი და ზოგადად Apple პროდუქტი არ კარგავს პრეზენტაბელურობას და გვეხმარება სამუშაოს მაქსიმალურად სწრაფად და ეფექტურად შესრულებაში.

  • საბანკო კონსულტანტები

საბანკო კონსულტანტები აქტიურად იყენებენ პლანშეტებს მომხმარებელთან კომუნიკაციისას, რაც ლეპტოპთან შედარებით ბევრად უფრო პრაქტიკულია. აქედან გამომდინარე, ბანკების მიერ შესყიდული პროდუქტის დიდი ნაწილი სწორედ iPad-სა და Apple Pencil–ზე მოდის: პროდუქციის ასეთი კომბინაცია ეხმარება ბანკის თანამშრომელს ფაილების სწრაფად შექმნა–რედაქტირებაში, ხოლო მომხმარებელს დოკუმენტაციაზე ხელის მოწერასა და სხვა მანიპულაციების განხორციელებაში.

როგორ განვახორციელოთ შეკვეთა?

ჩვენი პროფესიონალთა გუნდი მოგაწვდით დაწვრილებით ინფორმაცის თითოეული პროდუქტისა და მათი უპირატესობების შესახებ და დაგეხმარებათ არჩევანის გაკეთებაში.

კორპორატიული შესყიდვებისა და დამატებითი ინფორმაციისათვის ინფორმაციისათვის დაგვირეკეთ 597 77 17 37 ან მოგვწერეთ ელ–ფოსტაზე info@iSpace.ge

არ ჩამორჩეთ სიახლეებს!

გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *