12 სექტემბერს, iSpace-ის ორგანიზებით გაიმართა ღონისძიება, სადაც დამსწრე საზოგადოებას შეეძლო განსაკუთრებულ გარემოში, Apple ექსპერტებთან ერთად, აღმოეჩინათ Apple-ის ახალი პროდუქტები და მათი ტექნოლოგიური სიახლეები.
Apple Event-ის ფარგლებში iSpace – ის წარმომადგენლებმა დააჯილდოვეს ის მოყვარული ფოტოგრაფები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს #ShotoniPhone კონკურსში. ფოტოგრაფ ლუიზა ჩალათაშვილის დახმარებით გამოვლინდა 3 საუკეთესო ნამუშევარი, რომლის ავტორებსაც საჩუქრად გადაეცათ 200 ლარიანი ვაუჩერი. მათ გამოყენებას კი შეძლებენ iSpace-ის ნებისმიერ მაღაზიაში, სასურველ პროდუქტზე.
iSpace-ის გუნდი პრეზენტაციის მსველელობისას ნებისმიერ დაინეტერსებულ პირს უწევდა კონსულტაციას როგორც Apple-ის უახლეს პროდუქტებზე, ასევე არსებულზეც. Მნიშვნელოვანია ისიც, რომ ღონისძიებაზე შესაძლებელი იყო პრე-ორდერების გაფორმება.
ღონისძიებას ესწრებოდა 150 ადამიანი, რომელთაც, გარდა პრეზენტაციაზე დასწრებისა, შეეძლოთ სხვადასხვა აქტივობაში მონაწილეობის მიღება. დასასრულისას გაიმართა სახალისო Apple Trivia, სადაც დასაჩუქრდნენ Apple-ის ყველაზე ერთგული გულშემატკივრები.
Შეგახსენებთ, რომ iSpace საქართველოში Apple-ის ერთადერთი პრემიუმ რესელერია.
გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.