12 სექტემბერს, iSpace-ის ორგანიზებით გაიმართა ღონისძიება, სადაც დამსწრე საზოგადოებას შეეძლო განსაკუთრებულ გარემოში, Apple ექსპერტებთან ერთად, აღმოეჩინათ Apple-ის ახალი პროდუქტები და მათი ტექნოლოგიური სიახლეები.

Apple Event-ის ფარგლებში iSpace – ის წარმომადგენლებმა დააჯილდოვეს ის მოყვარული ფოტოგრაფები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს #ShotoniPhone კონკურსში. ფოტოგრაფ ლუიზა ჩალათაშვილის დახმარებით გამოვლინდა 3 საუკეთესო ნამუშევარი, რომლის ავტორებსაც საჩუქრად გადაეცათ 200 ლარიანი ვაუჩერი. მათ გამოყენებას კი შეძლებენ iSpace-ის ნებისმიერ მაღაზიაში, სასურველ პროდუქტზე.

iSpace-ის გუნდი პრეზენტაციის მსველელობისას ნებისმიერ დაინეტერსებულ პირს უწევდა კონსულტაციას როგორც Apple-ის უახლეს პროდუქტებზე, ასევე არსებულზეც. Მნიშვნელოვანია ისიც, რომ ღონისძიებაზე შესაძლებელი იყო პრე-ორდერების გაფორმება.

ღონისძიებას ესწრებოდა 150 ადამიანი, რომელთაც, გარდა პრეზენტაციაზე დასწრებისა, შეეძლოთ სხვადასხვა აქტივობაში მონაწილეობის მიღება. დასასრულისას გაიმართა სახალისო Apple Trivia,  სადაც დასაჩუქრდნენ Apple-ის ყველაზე ერთგული გულშემატკივრები.

Შეგახსენებთ, რომ iSpace საქართველოში Apple-ის ერთადერთი პრემიუმ რესელერია.

არ ჩამორჩეთ სიახლეებს!

გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *