Far out ღონისძიებაზე Apple-მა Apple Watch SE 2 და Apple Watch Series 8 წარმოგვიდგინა. Apple Watch SE შედარებით ბიუჯეტური სერიაა, თუმცა ფუნქციურად თითქმის არაფრით ჩამორჩება სტანდარტული სერიის სმარტ საათებს. Apple Watch Series 8 კი შედარებით უფრო მდიდარ გამოცდილებას გვთავაზობს ჯანმრთელობის მონიტორინგის თვალსაზრისით.

Apple Watch SE 2 და Apple Watch Series 8 აღჭურვილია S8 ჩიპით, ავტოავარიის ამოცნობით, წყალგამძლე კორპუსით, გულის ოპტიკური სენსორით, 18 საათამდე ელემენტის ხანგრძლივობით და სხვა, თუმცა არსებობს მნიშვნელოვანი განსხვავებებიც.

Apple Watch SE 2Apple Watch Series 8
ალუმინის კორპუსიალუმინის / უჟანგავი ფოლადის კორპუსი
Ion-X ფრონტალური მინაIon-X ფრონტალური მინაკერამიკული უკანა ზედაპირი
კორპუსის ზომა 44 მმ ან 40 მმორპუსის ზომა 45მმ ან 41მმ კიდემდე ეკრანით (თითქმის 20%-ით მეტი ეკრანის ფართობი ვიდრე Apple Watch SE)
Retina ეკრანიმუდამ ჩართული Retina ეკრანი
324×394 პიქსელი 759კვმმ – ეკრანი 40 მმ და 368×448 პიქსელი 977კვმმ ეკრანი 44 მმ352×430 პიქსელი 904 კვმმ – ეკრანი 41 მმ ან 396×484 პიქსელი 1143კვმმ – ეკრანი 45 მმ
მეორე თაობის ოპტიკური გულის სენსორიმესამე თაობის ოპტიკური გულის სენსორი
ციკლის კონტროლიციკლის კონტროლი ოვულაციის შეფასებით
ხელმისაწვდომი ფერები Midnight, Starlight და Silverხელმისაწვდომი ფერები Midnight, Starlight, Silver და PRODUCT(RED) (ალუმინი) ან Silver, Graphite ან Gold (უჟანგავი ფოლადი).
სისხლის ჟანგბადის სენსორი და სისხლის ჟანგბადის აპლიკაცია
გულის ელექტრო სენსორი და ეკგ აპლიკაცია
ტემპერატურის სენსორი
U1 ჩიპი
სწრაფი დამუხტვა

შეიძლება ითქვას, რომ Apple Watch Series 8 უმნიშვნელო გაუმჯობესებაა წინა სერიის მოდელთან შედარებით. ახალი სერია გვთავაზობს ავტოავარიის გამოვლენას და სხეულის ტემპერატურის სენსორს. თუმცა Apple Watch SE-სთან შედარებით, Apple Watch Series 8 ბევრად უფრო მრავალფუნქციური მოწყობილობაა, მოწინავე შესაძლებლობებით.

ვერდიქტი

უფრო დიდი ეკრანით, ჯანმრთელობის მონიტორინგის მოწინავე ფუნქციებითა და ფერების დიაპაზონით, Apple Watch Series 8 იდეალური არჩევანია მათთვის ვისაც სურს სმარტ საათის მაქსიმალურად გამოყენება. თუ ფიქრობთ, რომ მუდამ ჩართული ეკრანი, ჯანმრთელობის მონიტორინგის დამატებითი ფუნქციები ან სწრაფი დამუხტვა განსაკუთრებით სასარგებლო იქნება თქვენთვის, ან უბრალოდ, მოგწონთ კონკრეტული კორპუსისა და ფერის კომბინირება აირჩიეთ Apple Watch Series 8.

თუ გსურთ ბიუჯეტური სმარტ საათის შეძენა Apple Watch SE 2 ძალიან მიმზიდველი ვარიანტია. SE 2 იზიარებს უამრავ მახასიათებელს Apple Watch Series 8-თან. თუ არ გჭირდებათ მუდამ ჩართული ეკრანი და ჯანმრთელობის განსაკუთრებული მონიტორინგი მეორე თაობის Apple Watch SE იდეალურ კომპანიონობას გაგიწევთ.

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ Apple Watch SE იდეალური მოწყობილობაა ბავშვებისა და ხანდაზმულებისთვის. საათო ასევე გამოსადეგია მომხმარებლების უმრავლესობისთვის, ვინც ახლახანს გადმოდის Apple Watch-ზე ან უკვე იყენებს საათის შედარებით მოძველებულ ვერსიებს.

ასევე გაეცანით:

არ ჩამორჩეთ სიახლეებს!

გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *