iPhone 14 Pro და 14 Pro Max გვთავაზობს საინტერესო ცვლილებებს, ფუნქციების, დიზაინის და განახლებების კუთხით. თუ განიხილავთ 14 Pro სერიის სმარტფონის შეძენას, დღევანდელი ბლოგი ნამდვილად თქვენთვისაა.

დინამიური კუნძული, იგივე Dynamic Island.

iPhone 14 Pro-სა და 14 Pro Max გვთავაზობს სრულიად ახალ ფუნქციას სახელად Dynamic Island. Apple-მა iPhone-ის ეკრანის ზედა ჭრილის ჩასანაცვლებლად შეიმუშავა ახალი ოვალური ფორმის არე, რომელიც ციფრულად შერწყმული ორი მცირე ზომის ჭრილისგან შედგება.

iPhone ეკრანის ჭრილი, რომელიც აქამდე გამოიყენებოდა სრულად სტატიკური და შეიძლება ითქვას გამოუყენებელი იყო. Apple-მა შეიმუშავა Dynamic Island, რომელიც სისტემის მასშტაბით გვაწვდის გაფრთხილებებს, შეტყობინებებს და სხვა ინფორმაციას ეკრანის ზედა ნაწილში.

Dynamic Island იდეალურად ადაპტირდება სმარტფონის გამოყენებისას, მუსიკის მოსმენიდან დაწყებული და ტაიმერის გააქტიურებით დამთვარებული.

ქვემოთ შემოგთავაზებთ სხვადასხვა ტიპის სისტემური გაფრთხილებებისა და შეტყობინებების სწრაფ სიას, რომლებსაც Dynamic Island მხარს უჭერს სმარტფონის ყუთიდან ამოღებისთანავე:

  • შემომავალი ზარის ბანერი;
  • AirPods გაფრთხილებები;
  • Face ID ავტორიზაცია;
  • Apple Pay;
  • AirDrop;
  • ელემენტის მუხტის გაფრთხილებები;
  • დამუხტვა;
  • ცოცხალი აქტივობები (iOS 16.1);
  • მიმდინარე ზარი;
  • Music და დაკვრის სხვა აპლიკაციები.

ProMotion ეკრანი

ProMotion არის ტექნოლოგია, რომელიც Apple-მა iPad-ისთვის პირველად 2017 წელს შეიმუშავა და მხოლოდ გასულ წელს დანერგა iPhone-ში.

ეკრანების უმეტესობას აქვს 60Hz-მდე განახლების სიხშირე, რაც ნიშნავს, რომ ეკრანი ყოველ წამში 60-ჯერ ახლდება. iPhone 13 Pro და iPhone 14 Pro ეკრანებს კი 120Hz-მდე განახლების სიხშირის მხარდაჭერა აქვთ.

განახლების უფრო მაღალი ტემპი თქვენს iPhone-ს მეტ სისწრაფესა და გამოსახულების სიგლუვეს ანიჭებს. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მაღალი განახლების სიჩქარე მოითხოვს მეტ ენერგიას. საბედნიეროდ, iPhone 13 Pro და iPhone 14 Pro iOS ინტელექტუალურად ცვლის ეკრანის განახლების სიჩქარეს იმის მიხედვით, თუ რას აკეთებთ. მაგალითად, თუ დაიწყებთ კადრების გადახვევას, ეკრანი გაზრდის განახლების სიხშირეს.

მუდმივად ჩართული ეკრანიAlways-On Display

ყოველთვის ჩართული ეკრანი, არის ფუნქცია, რომელიც ეკრანს მუდმივად ჩართულ მდგომარეობაში ამყოფებს და გვიჩვენებს გარკვეულ ინფორმაციას. iOS16 სისტემის მქონე iPhone 14 Pro და 14 Pro Max-ის ეკრანი მუდმივად აჩვენებს დროს, ფონს და ვიჯეტებს.

ფუნქცია საკმაოდ პრაქტიკურლია თუ გსურთ დროის ან სხვა ინფორმაციის ნახვა თქვენი Lock Screen ვიჯეტებიდან სმარტფონის განბლოკვისა და აპში შესვლის გარეშე.

ეკრანი მუდამ ჩართულია, თუმცა სისტემა აკონტროლებს მის სიკაშკაშესა და განახლების სიჩქარეს(1Hz-მდე შემცირებით), რათა დაზოგოს ელემენტის მუხტი.

მუდამ ჩართული ეკრანის გამორთვა შესაძლებელია პარამეტრებში, ამისათვის გახსენით Settings > Display & Brightness.

ახალი კამერების სისტემა

ახალი iPhone 14 Pro და 14 Pro Max კამერები აღჭურვილია ახალი ფუნქციებით და გაუმჯობესებული ტექნიკის კომპლექტით. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი კი ნამდვილად 48MP მქონე ახალი მთავარი კამერაა, რომელიც მეტად მკვეთრ და დეტალიზებულ ფოტოებს იღებს.

უახლესი 48MP კამერას ასევე აქვს ProRAW ფორმატის მხარდაჭერა. ეს ნიშნავს, რომ ფოტოების უმაღლესი ხარისხით ფოტოგადაღებასთან ერთად და შეძლებთ მათ შემდგომ დამუშავებას მაქსიმალური დეტალიზაციით. გაითვალისწინეთ, რომ ProRAW ფოტოები თქვენს მოწყობილობაზე სტანდარტულზე თითქმის სამჯერ მეტ მეხსიერებას დაიკავებს.

14 Pro და 14 Pro Max ფრონტალური სელფი კამერაც განახლდა და გვთავაზობს ავტოფოკუსის მხარდაჭერას, რაც თქვენს ფოტოებს უფრო დეტალურ და რეალისტურ იერსახეს მიანიჭებს.

ახალი Pro სერიის ორივე სმარტფონმა მიიღო კამერის გაუმჯობესებული გადაღების შესაძლებლობები დაბალი განათების პირობებშიც კი.

ელემენტის გაზრდილი ავტონომიურობა

iOS-ის ოპტიმიზაციის, უფრო ეფექტური პროცესებისა და ახალი ტექნოლოგიების წყალობით, iPhone 14 Pro სერია გვთავაზობს ელემენტის საკმაოდ გახანგრძლივებული ავტონომიურობას.

მომხმარებლის ინდივიდუალური მოხმარებიდან გამომდინარე რთულია ითქვას თუ ზუსტად რამდენ საათს ძლებს ახალი Pro სერიის ელემენტი. მიუხედავად ამისა, Apple აცხადებს, რომ ახალი სმარტფონების ელემენტები უფრო მეტად ავტონომიურია ვიდრე წინა სერიის iPhone. ეს კი ენერგოეფექტური A16 Bionic ჩიპის დახმარებით გახდა შესაძლებელი.

უხეში შეფასებისთვის, ამ კვირის დასაწყისში iPhone 14 Pro Max ელემენტის ტესტმა აჩვენა, რომ ის ორი საათით მეტხანს ძლებს, ვიდრე შარშანდელი iPhone 13 Pro Max, რომელიც უკვე ატარებდა ელემენტის ყველაზე ხანგრძლივი სიცოცხლისუნარის ტიტულს.

ასევე გაეცანით:

არ ჩამორჩეთ სიახლეებს!

გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *