Bang & Olufsen და Williams Racing ერთობლივ პრესრელიზში განაცხადეს, რომ ხელი მოაწერეს მრავალწლიან პარტნიორობას. ამგვარად, ფორმულა 1-ის ახალი სეზონიდან Bang & Olufsen ინგლისური სარბოლო გუნდის ოფიციალური პარტნიორი იქნება.
შეთანხმების მიხედვით Bang & Olufsen-ის ლოგო განთავსებდა Williams FW44-ზე, თუმცა ამ ორი კოპმანიის პარტნიორობა სცილდება უბრალო სარეკლამო საზღვრებს.
შთამბეჭდავი, ეფექტური და მულტისენსორული გამოცდილება
Williams Racing–მა და Bang & Olufsen-მა პრესრელიზში ასევე განაცხადეს, რომ ფანებისათვის შექმნიან იმერსიულ და მულტისენსორულ გამოცდილებას.
კოლაბორაცია, რომელიც უკვე დაწყებულია, დაინერგება როგორც Bang & Olufsen-ის მაღაზიებში მთელს მსოფლიოს მასშტაბით, ისე Williams Racing-ის ტრასაზე, სხვადასხვა გრან პრიზე და Williams Racing-ის სათაო ოფისში(გროუვი, ოქსფორდშაირი, ინგლისი).
„მოხარული ვარ და მივესალმები Bang & Olufsen-ს როგორც Williams Racing ახალ პარტნიორს. ეს არის კომპანია, რომელიც 100 წლიანი ისტორიის განმავლობაში დიზაინისა და ინოვაციების წინა პლანზეა და გამუდმებით ქმნის ერთ–ერთ ყველაზე გამორჩეულ საკულტო პროდუქტს მთელს მსოფლიოში. Bang & Olufsen და Williams Racing-ის კომბინაცია კი იდეალურად ერგება ჩვენი ბრენდის სტრატეგიას, რადგან ჩვენი პრიორიტეტიც სწორედ სრულყოფილებისკენ სწრაფვაა.“
ჯოსტ კაპიტო, Williams Racing-ის აღმასრულებელი დირექტორი და გუნდის დირექტორი.
ახალი პარტნიორობა დიდ შესაძლებლობაა დანიური პრემიუმ აკუსტიკური ბრენდის პოპულარიზაციისთვისაც, რაც Bang & Olufsen–ის აუდიტორიის გაფართოებას შეუწყობს ხელს.
„მე ვამაყობ ახალი პარტნიორობით. ჩვენ ვიზიარებთ Williams Racing-ის სწრაფვას სრულყოფილების, პერფორმანსისა და საუკეთესოს შექმნის სურვილისაკენ. ერთად ნამდვილად შეგვიძლია, განსაკუთრებული გამოცდილების შექმნა როგორც ფანების, ისე მომხმარებლებისათვის. B&O–ს ცნობადობის გაზრდა ჩვენთვის მთავარი სტრატეგიული პრიორიტეტია. ჩვენი პარტნიორობა კი დაგვეხმარება ჩვენი აუდიტორიის გაზრდაში მთელს მსოფლიოში. აუცილებლად ვაჩვენებთ მსოფლიოს, თუ რისი მიღწევაა შესაძლებელი ერთობლივი ძალებით – და ბაჰრეინი უდავოდ იქნება რაღაც დიდის დასაწყისი.”
კრისტიან ტერი, Bang & Olufsen-ის აღმასრულებელი დირექტორი.
პარტნიორობის მნიშვნელობა
Bang & Olufsen უერთდება Bose Corporation, EPOS და Klipsch-ს, როგორც სამომხმარებლო ელექტრონიკის კიდევ ერთი ცნობილი მწარმოებელი ფორმულა 1-ის სარბოლო გუნდის პარტნიორის როლში. Bang & Olufsen–მა და Williams Racing საკმაოდ გრძელვადიან პარტნიორობაზე შეთანხმდნენ. აღსანიშნავია, რომ ამ თანამშრომლობის რეალური სარეკლამო ღირებულება არა Williams FW44–ზე განთავსებული B&O ლოგო, არამედ მძღოლების ალექს ალბონის და ნიკოლას ლატიფის მიერ ბრენდის პროდუქტით სარგებლობით მიღებული მედია ეფექტი იქნება.
გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.