დღესდღეობით, მოსწავლეები და სტუდენტები Mac-ზე ამჯობინებენ სწავლას, რაც ნამდვილად შესანიშნავი არჩევანია, თუმცა მას არც iPad ჩამორჩება სიმძლავრესა და შესაძლებლობებში.
მაღალი ქულები iPad-ის წყალობით
2010 წლის iPad-ის პირველი პრეზენტაციის შემდეგ, Apple მუდამ უსვამდა ხაზს iPad-ის საგანმანათლებლო ფუნქციებს. ამას ამერიკული უნივერსიტეტების რამდენიმე კვლევა ადასტურებს.
Abilene Christian University 3 წელია იკვლევს მობილური მოწყობილობების გავლენას სასწავლო პროცესზე. კვლევამ აჩვენა, რომ სტუდენტები, რომლებიც იყენებენ iPad-ს, აფიქსირებენ 25%-ით უფრო მაღალი ქულებს, ვიდრე სტუნდენტები, რომლებიც იყენებენ ქაღალდის სახემღვანელოებს.
პლანშეტებს სასწავლო პროცესში აქტიურად იყენებენ ნიუ-იორკის, კალიფორნიის, ჩიკაგოს, ვირჯინიის, ილინოისის და სხვა ქალაქების სკოლები. ქაღალდის სახემღვანელოები, რომლებშიც ინფორმაცია სწრაფად ძველდება, შეიცვალა ელექტრონული წიგნებით – მათში შესაძლებელია საკუთარი ჩანაწერების, სანიშნეების და უამრავი სხვა რამის გაკეთება.
ლექციები და ჩანიშვნები ახლა უკვე ერთ აპლიკაციაში ერთიანდება, რაც საოცრად კომფორტულია როგორც გამოსაყენებლად ისე ორგანიზებისათვის.
კრეატიული სპეციალობების სტუდენტებისთვის, რომლებიც სწავლობენ დიზაინს, არქიტექტურას, ხელოვნებას, iPad ნამდვილად შეუცვლელი ინსტრუმენტია!
iPad-ის უსაზღვრო შესაძლებლობები
Apple პლანშეტს უამრავი უპირატესობა აქვს, რაც მას გამოარჩევს კონკურენტებისაგან. ერთ-ერთი ყველაზე აშკარა უპირატესობა iPad-ის სიმსუბუქე და პორტატულობაა. მოწყობილობა მცირე ადგილს იკავებს ზურგჩანთაში ლეპტოპისგან და ქაღალდის სახელმძღვანელოებისგან განსხვავებით.
iPad ყველაზე მრავალმხრივი მოწყობილობაა – მისი გამოყენებით შესაძლებელია დარეკვა, ზუსტად ისე როგორც iPhone-ზე, კლავიატურის შეძენის შემთხვევაში ტექსტს აკრიფავთ ზუსტად ისე როგორც Mac-ზე, ხოლო Apple Pencil-ის გამოყენებით მასზე დახატავთ ზუსტად ისე როგორც ქაღალდზე.
თხელი და კომპაქტურ iPad უამრავ ფუნქციას აპლიკაციას გვთავაზობს, რომლებიც საოცრად პრაქტიკულია სწავლის პროცესში. დაკარგული პროგრამების ჩამოტვირთვა შესაძლებელია უფასოდ, ზოგიერთის შეძენა შესაძლებელია App Store-დან. კოლექცია იმდენად დიდია, რომ აუცილებლად იპოვით ყველაფერს, რაც გჭირდებათ პროდუქტიული და საინტერესო სწავლისთვის.
მაგალითად, იცოდით, რომ iPad-ს აქვს Freehand ფუნქცია? Apple Pencil-ის საშუალებით შესაძლებელია ლექციების ჩანაწერების გაკეთება Notes-ში (ჩვეულებრივი ფანქრისა და ქაღალდის მსგავსად). სტილუსი ითვალისწინებს როგორც დახრას, ასევე დაწოლის სიმძლავრეს. ფერების შეცვლა კი უმარტივესია.
iPad-ზე პრეზენტაციების შესაქმნელად ვიყენებთ Keynote აპს, ტექტებთან სამუშაოდ Pages, ხოლო რიცხვებთან და ცხრილებთან Numbers-ს.
iPad-ზე შეგიძლიათ იმუშაოთ არა მხოლოდ ტექსტებთან. Procreate ან Adobe Sketch გთავაზობთ წარმოუდგენელ შესაძლებლობებს ილუსტრაციების შესაქმნელად, Adobe Photoshop-სა და Lightroom-ში – მოსახერხებელია ფოტოების რედაქტირება, ხოლო LumaFusion-ში ან CapCut-ში – ვიდეოს რედაქტირება.
სპეციალურად მასწავლებლებისთვის შეიქმნა iDoceo აპლიკაცია, რომელიც დაგეხმარებათ სასწავლო გეგმის დაგეგმვა-შემუშავებაში, შედეგების ატვირთვაში, შეფასებებში და სხვა.
არსებობს უფრო ნათელი მაგალითები, თუ როგორ გამოიყენებთ iPad-ს სწავლისას. ცნობისმოყვარე მომხმარებლები ნამდვილად დაინტერესდებიან Brainapse აპლიკაციით, რომელიც ადამიანის თავის ქალასა და ტვინზე დაკვირვების საშუალებას გვაძლევს. მისი დახმარებით შეიტყობთ როგორ ურთიერთქმედებს ადამიანის ტვინი 5 გრძნობასთან, ტვინის უკრედები ერთმანეთთან, როგორ განვითარდა ადამიანის ტვინი და რამ გავლენა იქონია მასზე გავლენა და ა.შ.
გაძლიერებული რეალობის წყალობით, სამედიცინო სტუდენტებს შეუძლიათ ინტერაქტიული და იმერსიული გამოცდილების მიღება. Froggipedia აპი ბაყაყების სასიცოცხლო ციკლის შესწავლისა და მათი Apple Pencil-ით გაკვეთის საშუალებას გვაძლევს.
როგორ ავირჩიოთ პლანშეტი სწავლისთვის?
iPad-ის შერჩევისას საჭიროა გაითვალისწინოთ შემდეგი ფაქტორები:
- ფასი;
- პროპორციები;
- სიმძლავრე;
- ელემენტის ავტონომიურობა;
- შიდა მეხსიერება;
- სხვა მახასიათებლები (მაგ. კამერის შესაძლებლობები).
პროპორციები. მოწყობილობის კომპაქტურობა მომხმარებელს პლანშეტის ყველგან ტარების საშუალებას აძლევს. რაც უფრო მცირეა ეკრანის დიაგონალი, მით უფრო მსუბუქია iPad და მით უფრო მოსახერხებელია მისთვის ადგილის პოვნა ზურგჩანთაში ან ჩანთაში.
iPad mini 8.3 ინჩიანი დიაგონალით ყველაზე მცირე ზომის Apple პლანშეტია. მას აქვს ყველაზე პროდუქტიული A სერიის ჩიპი და 12 მეგაპიქსელიანი კამერა. თუ არ გჭირდებათ დიდი ეკრანი და გარე კლავიატურა, მაშინ iPad mini იდეალური არჩევანი იქნება.
სიმძლავრე. კრიტერიუმი მნიშვნელოვანია პლანშეტის სწრაფად და შეფერხების გარეშე მუშაობისათვის. მძლავრ iPad-ში პარალელურ რეჟიმში მარტივად შეასრულებთ რამდენიმე მოქმედებას: მუსიკის მოსმენა, წიგნის კითხვა, მიმოწერა და ა.შ.
iPad 10.2 9th Gen დაწყებითი და საშუალო სკოლის მოსწავლეებისთვის საკმარისი იქნება. მას აქვს საკმაოდ წარმადი A13 Bionic პროცესორი, რომელიც iPhone 11-ში გვხვდება.
iPad Air 10.9 ყველაზე პოპულარულია Apple პლანშეტებს შორის. მისი დიზაინი მოგვაგონებს iPhone 12-13. A14 Bionic ჩიპით და ნეირონული ძრავით iPad Air ზედმეტი ძალისხმევის გარეშე უმკლავდება ნებისმიერი სირთულისა და დატვირთვის დავალებებს.
iPad Pro 11 და 12.9 გამოყენებით კოსმოსშიც კი გახვალთ. პლანშეტი იდეალურია მათთვის ვისაც დიდი ეკრანი სჭირდება. ეს მოდელები აღჭურვილია ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი Apple M1 ჩიპით, რომელიც არა მხოლოდ გაგიმარტივებთ სწავლას, არამედ დააჩქარებს მას და ამავდროულად შეინარჩუნებს აქტუალობას უფრო ხანგრძლივად ვიდრე ნებისმიერი სხვა iPad.
ელემენტის ავტონომიურობა. მნიშვნელოვანია მათთვის ვინც ხანგრძლივად ვერ ახერხებს მოწყობილობის დამუხტვას. Apple პლანშეტების სრული მუხტი დაახლოებით 10-საათიან სამუშაო დროს გვთავაზობს, რაც საკმარისზე მეტია უწყვეტი მუშაობისა და კიდევ რამდენიმე საათიანი ვებ სერფინგისათვის.
შიდა მეხსიერება. საცავი საშუალებას გაძლევთ, შეინახოთ ყველა საჭირო ინფორმაცია თავად მოწყობილობაზე. რა თქმა უნდა, თქვენ ყოველთვის შეიძლება Cloud-ის გამოყენება, თუმცა მომხმარებლების უმეტესობას ურჩევნია ჰქონდეს ყველა საჭირო ფაილი ხელთ და არ იყოს დამოკიდებული ინტერნეტ კავშირზე.
ასევე გაეცანით:
- როგორ გამოვიყენოთ iPhone სწავლისათვის?
- MacBook Air, Pro თუ სულაც iMac? – ერთად ავირჩიოთ იდეალური კომპიუტერი სტუდენტისთვის.
- Apple Watch სტუდენტებისთვის. TOP 5 საინტერესო ფუნქცია.
გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.