სწავლის პროცესის პროდუქტიულობა დიდწილად დროის მენეჯმენტზე და პრიორიტეტების სწორად დაწყობის უნარზეა დამოკიდებული. Apple Watch სწორედ ამაში დაგეხმარებათ. დღევანდელ ბლოგში შემოგთავაზებთ Apple Watch-ის 5 საინტერესო ფუნქციას სტუნდენტებისათვის.

Voice Memos – ლექციების და მნიშვნელოვანი აზრების ჩასაწერად.

Voice Memos აპლიკაციის საშუალებით მყისიერად ჩაიწერთ აზრებს და იდეებს, რომლებიც მოძრაობისას გაგახსენდებათ, რასაც ნამდვილად ამარტივებს ფაქტი, რომ საათი მუდამ თქვენს მაჯაზეა. აპლიკაციის დახმარებით ასევე შეგიძლიათ ლექციების ჩაწერა: აუდიოჩანაწერები ხელმისაწვდომი იქნება iPhone-ზე, Mac-ზე ან iPad-ზე (ერთი და იგივე Apple ID ავტორიზაციის შემთხვევაში).

ჩანაწერის გაკეთება მალულადაც შეიძლება, ამისათვის უბრალოდ შეეხეთ ეკრანს ჩასაქრობად, ან ჩაკეცეთ აპლიკაცია.

Photos: გახსენით კონსპექტის ფოტო ნებისმიერ დროს.

Apple Watch-ზე შესაძლებელია iPhone გალერეაში არსებული ნებისმიერი ფოტოს გახსნა: კონსპექტის ფოტო, ვეგვერდის სქრინშოთი, ეკრანის სქრიშოთი, დასკანერებული დოკუმენტი და სხვა. ციფრული გვირგვინის დახმარებით კი შეძლებთ ფოტოს დაზუმვას.

იმისათვის, რათა ფოტო აისახოს საათის Photos აპში, საჭიროა მისი iPhone ფოტო აპლიკაციის Favorites ალბომში დამატება.

შეტყობინებები: არ გამოტოვოთ მნიშვნელოვანი საკითხები და არც სმარტფონზე გადაიტანოთ ყურადღება.

როცა ტელეფონი მაგიდაზე დევს და ლექცია არც თუ ისე საინტერესოა, ხელები ავტომატურად იწყებენ სმარტფონის გამოყენებას, იქნება ეს მესიჯზე პასუხის გაცემა, თუ სოც. ქსელის სიახლეების ნახვა. შედეგად, თქვენ გადაიტანეთ ყურადღება ერთი ნივთიდან მეორეზე და ლექციას საერთოდ აღარ აქცევთ ყურადღებას.

ამ თემაზე საინტერესო კვლევა გამოქვეყნდა International Journal of Information Management-ში 2003 წელს. კვლევამ აჩვენა, რომ ელ.ფოსტის სტანდარტული შემოწმების შემდეგ დაახლოებით 64 წამს ვანდომებთ მიმდინარე საქმიანობის განახლებას. წარმოიდგინეთ, რა ხდება როდესაც ამას ყოველ 5 წუთში ვაკეთებთ? სმარტფონის მხოლოდ ერთი გახსნა გვაკარგვინებს მინიმუმ წუთს.

Mindfulness: ფოკუსირება საკუთარ თავსა და გრძნობებზე

დატვირთული მუშაობისას მარტივია საკუთარი თავზე ზრუნვის უგულებელყოფა. Apple Watch გვთავაზობს Mindfulness აპლიკაციას, რომელიც სწორედ ამ პრობლემას უმკლავდება. აპი მოიცავს ორ რეჟიმს ესენია: Reflect და Breath.

Breath – სტრესულ სიტუაციაში სუნთქვის ნორმალიზებაში გვეხმარება. ფუნქცია სასარგებლოა სტრესულ სიტუაციაში, გამოცდის წინ, შეჯიბრებამდე, საჯარო გამოსვლამდე და ა.შ. კიდევ უფრო სასარგებლოა თუ რეგულარულად გამოიყენებთ ამ მეთოდს, რადგან ღრმა და გააზრებული სუნთქვა ამშვიდებს და აწყნარებს ნერვულ სისტემას.

Reflect – ერთგვარი მედიტაცია, რომელიც გვთავაზობს კითხვას, რომელზეც ერთი წუთის განმავლობაში უნდა იფიქრო. ეს სესიები საშუალებას გაძლევთ არ იდარდოთ მომავალზე, არამედ ფოკუსირდეთ დადებით მომენტებსა და მოგონებებზე. ასე რომ თქვენ გამოყოფთ დროს აწმყოსთვის, ავითარებთ შემოქმედებით აზროვნებას და ავარჯიშებთ თვითდამშვიდების უნარს.

ამ პროცედურას მხოლოდ ერთი წუთი სჭირდება, რომლის გამონახვაც ყოველთვის შეიძლება.

Sleep აპლიკაცია: ძილის უკეთესი კონტროლისათვის

ძილის კონტროლი პირდაპირ გაუმჯობესებულ ძილს არ ნიშნავს. საათი მუდმივი მონიტორინგის საშუალებით, გეხმარებათ ძილის მავნე ჩვევების გამოვლენასა და მათ შეცვლაში.

Sleep აპი ასახავს თუ საშუალოდ რამდენი ხანი გძინავს, რამდენჯერ გაიღვიძეთ ღამით და რამდენ ხანს გეძინათ.

ამ მაჩვენებლების გაანალიზებით შეგიძლიათ იმ ჩვევების შეცვლა, რომლებიც იწვევს ძილის ნაკლებობას. მაგალითად, დააყენეთ Focus რეჟიმი ისე, რომ ძილის პროცესში iPhone და Apple Watch-მა შეტყობინებებით არ გამოგაღვიძოთ. და თუ გეშინიათ მნიშვნელოვანი ზარის ან შეტყობინების გამოტოვების, გააკეთეთ გამონაკლისი კონკრეტული კონტაქტისთვის.

როგორ შევარჩიოთ Apple Watch?

  • Series 7 საათის უახლესი მოდელია. მათ აქვთ ჩაშენებული სენსორები ეკგ-ს აღებისა და სისხლში ჟანგბადის დონის გაზომვისათვის. ეკრანი მუდამ ჩართულია: შესაბამისად, შეტყობინების წაკითხვას არ სჭირედბა ხელის აწევა. ეს ყველაფერი საოცარი ავტონომიურობის ფონზე: Series 7 აღჭურვილია ულტრა-თანამედროვე ელემენტით.
  • Series 6 2020 წელს გამოვიდა. მათ ასევე აქვთ ეკგ სენსორი და პულს ოქსიმეტრი. საათის დამუხტვას მხოლოდ 1.5 საათი სჭირდება, ხოლო ერთი სრული მუხტით 18 საათამდე სამუშაო დროს გვთავაზობს. ეკრანის ჩარჩოები ოდნავ დიდია, ვიდრე Series 7-ში, ამიტომ ეკრანი ოდნავ მცირეა. კორპუსის ზომები: 40 და 44 მმ.
  • Apple Watch SE-იც უახლესი მოდელია, თუმცა უფრო ნაკლები ღირს ვიდრე Series 7. სწორედ ამიტომ, ისინი იდეალურია მომხმარებლებისთვის, რომლებსაც არ სჭირდებათ ეკგ ფუნქცია ან სისხლის ჟანგბადის გაზომვა. დანარჩენი ფუნქციებით, SE მოდელი Series 7-ის იდენტურია.

ასევე გაეცანით:

არ ჩამორჩეთ სიახლეებს!

გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *