- მთავარი გვერდი
- ხრიკები
- როგორ დავაკავშიროთ AirPods Mac-თან?
თუ თქვენს iPhone-ს დაუკავშირეთ პირველი/მეორე თაობის AirPods და iCloud ავტორიზაციისთვის Mac-ზეც იმავე Apple ID-ს იყენებთ, წესით ყურსასმენიც მზად უნდა იყოს გამოსაყენებლად.
იდეალურ შემთხვევაში, AirPods-ის გამოსაყენებლად საჭიროა მათი ყურებში მოთავსება, Bluetooth სიმბოლოზე დაწკაპუნება და ჩამოშლილი სიიდან შესაბამისი ყურსასმენის არჩევა.
თუ ჩამოშლილ Bluetooth მენიუში არ გამოჩნდა სასურველი AirPods, მათი დაკავშირება თქვენით მოგიწევთ, ამისათვის:
- თქვენს Mac-ზე გახსენით System Preferences;
- აირჩიეთ Bluetooth და დარწმუნდით, რომ ჩართულია;
- მოათავსეთ AirPods დამტენ ქეისში და ახადეთ სახურავი;
- ხანგრძლივად დააჭირეთ ქეისის უკანა ღილაკს სანამ სტატუსის შუქი თეთრად არ აციმციმდება;
- აირჩიეთ თქვენი AirPods Bluetooth მოწყობილობების სიაში და დააწკაპუნეთ Connect.
შემდეგში, როდესაც AirPods–ის Mac-თან ერთად გამოყენებას მოისურვებთ, საკმარისი იქნება მათი გაკეთება და დაკავშირება ავტომატურად მოხდება.
არ ჩამორჩეთ სიახლეებს!
გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.
ძიება
ბოლო პუბლიკაციები
macOS-ში მრავალამოცანიანი რეჟიმი: როგორ გავყოთ ეკრანი
- 03.04.2026
- 1 min read
Apple აღნიშნავს 50 წელს: წარმატების ისტორია
- 30.03.2026
- 1 min read
როგორ მოვძებნოთ Apple Watch სწრაფად iPhone-ის
- 26.03.2026
- 1 min read


