თუ თქვენს iPhone-ს დაუკავშირეთ პირველი/მეორე თაობის AirPods და iCloud ავტორიზაციისთვის Mac-ზეც იმავე Apple ID-ს იყენებთ, წესით ყურსასმენიც მზად უნდა იყოს გამოსაყენებლად.

იდეალურ შემთხვევაში, AirPods-ის გამოსაყენებლად საჭიროა მათი ყურებში მოთავსება, Bluetooth სიმბოლოზე დაწკაპუნება და ჩამოშლილი სიიდან შესაბამისი ყურსასმენის არჩევა.

თუ ჩამოშლილ Bluetooth მენიუში არ გამოჩნდა სასურველი AirPods, მათი დაკავშირება თქვენით მოგიწევთ, ამისათვის:

  1. თქვენს Mac-ზე გახსენით System Preferences;
  2. აირჩიეთ Bluetooth და დარწმუნდით, რომ ჩართულია;
  3. მოათავსეთ AirPods დამტენ ქეისში და ახადეთ სახურავი;
  4. ხანგრძლივად დააჭირეთ ქეისის უკანა ღილაკს სანამ სტატუსის შუქი თეთრად არ აციმციმდება;
  5. აირჩიეთ თქვენი AirPods Bluetooth მოწყობილობების სიაში და დააწკაპუნეთ Connect.

შემდეგში, როდესაც AirPods–ის Mac-თან ერთად გამოყენებას მოისურვებთ, საკმარისი იქნება მათი გაკეთება და დაკავშირება ავტომატურად მოხდება.

არ ჩამორჩეთ სიახლეებს!

გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.