iOS 15 გვთავაზობს გაფართოებულ Drag and Drop ფუნქციონალს, რაც გვეხმარება ფაილების, ფოტოების, ტექსტის, ბმულების და ა.შ. ერთი ადგილიდან მეორეზე გადატანაში.
აპლიკაციებს შორის drag and drop 2017 წლიდან არის ხელმისაწვდომი iPad–ზე, თუმცა iOS 15–ს გამოსვლასთან ერთად ფუნქცია iPhone–საც დაემატა.
აპლიკაციებთან ერთად, Multi-finger ჟესტები ახლა უკვე სქრინშოთებზეც მუშაობს, ამისათვის:
1. გადაიღეთ სქრინშოთი ჩვეული გზით;
2. ხანგრძლივად დააჭირეთ ეკრანის ქვედა მარცხენა კუთხეში გამოჩენილ ფოტოს სანამ არ გაქრება თეთრი ჩარჩო;
3. სხვა თითით შეეხეთ იმ აპს, რომელშიც გსურთ სქრინშოთის გამოყენება;
4. იპოვეთ ადგილი სადაც გსურთ ახალი სქრინშოთის გამოყენება;
5. მიიტანეთ სქრინშოთი ადგილამდე და მხოლოდ ამის შემდეგ აუშვით თითი.
აღსანიშნავია, რომ Drag and Drop იწვევს დუბლირებას და არა უშუალოდ გადაადგილებას, ასე რომ გადაღებული სქრინშოთი ავტომატურად ინახება თქვენს გალერეაში.
გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.