ნუ ჩაერევი ზედმეტად!
ფოტოგრაფიაში ტერმინი “ეფექტი” აღნიშნავს გამოსახულებაზე მიზანმიმართულ მანიპულირებას, რომელიც იწვევს მის კორექციას ან შეცვლას. ამის მოხერხება სხვადასხვა გზით არის შესაძლებელი, იქნება ეს: კამერის პარამეტრების დაყენება, ფილტრების გამოყენება, დამუშავება სხვადასხვა აპლიკაციებით თუ გადაღების დროს დამხმარე ნივთების გამოყენება.
თუმცა ჩარევა ყოველთვის აუცილებელი არ არის. თუ ამჩნევ რომ ე.წ. ნედლი ფოტო მეტად მიმზიდველი და ამ ფოტოს საუკეთესო ვერსიაა, გირჩევ, ხელი საერთოდ არ ახლო. ჩაერიე მაშინ, როცა ფოტოზე ზედმეტი “ხმაური” გაქვს, ან სინათლის ბალანსი დარღვეულია.
როგორი ეფექტი შეგვიძლია შევქმნათ და რა გამოვიყენოთ მისთვის?
- BOKEH – ეს ტერმინი იპაონურიდან მომდინარეობს და ნიშნავს ბუნდოვანს. იგი პორტრეტის შესაქმნელად საკმაოდ მისაღები ეფექტია. უკანა ფონის შედარებით ჩაქრობა საშუალებას მისცემს მნახველს, მთავარ ოიექტზე გადმოიტანოს ყურადღება. მის საკონტროლებლად გამოიყენეთ ტელეფონის პორტრეტის რეჟიმი და მარჯვენა ზედა კუთხეში არსებული “f” ღილაკით აკონტროლეთ ფონის ბლარი.
აღნიშნული ეფექტის შექმნა დამუშავების დროსაც შესაძლებელია.
2. Motion Blur – ამ ეფექტს მე დროის გაჩერებას ვუწოდებ, როცა შეგიძლია აღიქვა მოძრაობის დინამიკა. გადაიღე ფოტო ლაივ რეჟიმით და დამუშავების დროს დაამატე Long Exposure. არ ინანებ!
3. Double Exposure – როცა ორი გამოსახულება ერთმაენთს ერწყმის. ყველაზე მარტივად აღნიშნულისთვის snapseed-ის აპლიკაცია დგეხმარებათ.
ყველა ეფქტით თავს აღარ შეგაწყენ. მთავარია ჩართო ფანტაზია, გამოიყენო სხვადასხვა ნივთი, რომ მიიღო უფრო მხატვრული ფოტო, იყო განსხვავებული და დასამახსოვრებელი.
არ გამოიყენო ტელეფონის თუ სხვა აპლიკაციის მზა ფილტრები.ყველა ფოტო ინდივიდუალურ მიდგომას და შესწავლას საჭიროებს დამუშავების დროს. შესაბამისად საჭიროებებიც განსხვავებულია. გარდა იმისა, რომ ფილტრი ხარისხს აუარესებს, უკარგავს ფოტოს შინაარს.
გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.