
ნუ ჩაერევი ზედმეტად!
ფოტოგრაფიაში ტერმინი “ეფექტი” აღნიშნავს გამოსახულებაზე მიზანმიმართულ მანიპულირებას, რომელიც იწვევს მის კორექციას ან შეცვლას. ამის მოხერხება სხვადასხვა გზით არის შესაძლებელი, იქნება ეს: კამერის პარამეტრების დაყენება, ფილტრების გამოყენება, დამუშავება თუ გადაღების დროს დამხმარე ნივთების გამოყენება.


თუმცა ჩარევა ყოველთვის აუცილებელი არ არის. თუ ამჩნევ რომ ფოტოს ბუნებრიობა მეტად მიმზიდველი და ამ ფოტოს საუკეთესო ვერსიაა, გირჩევ, ხელი საერთოდ არ ახლო. ჩაერიე მაშინ, როცა ფოტოზე ზედმეტი “ხმაური” გაქვს, ან სინათლე არ გეყო საკმარისი გამოსახულების მისაღებად.
როგორი ეფექტი შეგვიძლია შევქმნათ და რა გამოვიყენოთ მისთვის?
- BOKEH – ეს ტერმინი იპაონურიდან მომდინარეობს და ნიშნავს ბუნდოვანს. იგი პორტრეტის შესაქმნელად საკმაოდ მისარები ეფექტია. უკანა ფონის შედარებით ჩაქრობა საშუალებას მისცემს მნახველს, მთავარ ოიექტზე გადმოიტანოს ყურადღება. მის საკონტროლებლად გამოიყენეთ ტელეფონის პორტრეტის რეჟიმი და მარჯვენა ზედა კუთხეში არსებული “f” ღილაკით აკონტროლეთ ფონის ბლარი.


აღნიშნული ეფექტის შექმნა დამუშავების დროსაც შესაძლებელია.



2. Motion Blur – ამ ეფექტს მე დროის გაჩერებას ვუწოდებ, როცა შეგიძლია აღიქვა მოძრაობის დინამიკა. გადაიღე ფოტო ლაივ რეჟიმით და დამუშავების დროს დაამატე Long Exposure. არ ინანებ!
3. Double Exposure – როცა ორი გამოსახულება ერთმაენთს ერწყმის. ყველაზე მარტივად აღნიშნულისთვის snapseed-ის აპლიკაცია დგეხმარებათ, სადაც მოცემულია პირდაპირ აღნიშნული
ყველა ეფქტით თავს აღარ შეგაწყენ. მთავარია ჩართო ფანტაზია და გამოიყენო უამრავი ნივთი, რომ მიიღო უფრო მხატვრული ფოტო, იყო განსხვავებული და დასამახსოვრებელი.
და ერთი პატარა რჩევა, თუ არ არის ამის საჭიროება, ნუ გამოიყენებთ ტელეფონის ეფექტებს. გარდა იმისა, რომ ხარისხს აფუჭებს, უკარგავს ფოტოს სიღრმეს.



გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.