iPad mini 6–ს 2021 წლის შემოდგომაზე გაცნობით Apple-მა ნათლად გვაჩვენა, თუ რას უნდა ველოდოთ ახალი თაობის iPad Air-სგან.
დღევანდელ ბლოგში განვიხილავთ დეტალებს, რაც ამდროისთვის არის ცნობილი iPad Air 5 2022–ის შესახებ.
ეკრანის ახალი ტიპი?
უნდა ველოდოთ თუ არა ეკრანის ტიპის შეცვლას? iPad Air–ში, როგორც სხვა დანარჩენ iPad-ებში (გარდა 12.9 ინჩიანი iPad-სა, რომელიც იყენებს mini-LED ტექნოლოგიას) ამჟამად გამოიყენება TFT-LCD ეკრანის ტექნოლოგია.
Supply Chain ანალიტიკოსმა Ming-Chi Kuo–მ, 2021 წლის მარტში იწინასწარმეტყველა, რომ iPad Air 5 ეკრანის ტექნოლოგია OLED-ით ჩანაცვლდებოდა. თუმცა, იმავე წლის ოქტომბერში გამოშვებულ რეპორტში თქვა, რომ Apple-მა შეცვალა გეგმები და შეინარჩუნებს TFT-LCD ეკრანებს.
რას უნდა ველოდოთ?
განვიხილოთ, თუ ზუსტად რა ცვლილებებია მოსალოდნელი ახალ iPad Air 5-ში.
- A14 პროცესორის ჩანაცვლება A15 ან A16-ით (თუ პლანშეტი iPhone 14-ის შემდეგ გამოვიდა);
- კავშირის გაუმჯობესება LTE-დან 5G-მდე;
- ფრონტალური კამერის სენსორის გაუმჯობესება 7MP-დან 12MP-მდე;
- Centre Stage-ის მხარდაჭერა ვიდეო ზარების დროს;
- მტავარი კამერის ნათების გაუმჯობესება Quad-LED–დან True Tone–მდე.
სხვა განახლებები მოიცავს 1080p ვიდეოს ჩაწერის მხარდაჭერას 25 fps / 30 fps / 60 fps. 30 fps-მდე გაფართოებულ დინამიურ ვიდეო დიაპაზონს და ფერების უფრო დიდ არჩევანს.
სავარაუდოდ, iPad Air 5 გამოვა ხუთ ფერში: ვერცხლისფერი, კოსმიური ნაცრისფერი, Rose Gold, მწვანე და ლურჯი.
დამატებით ინფორმაცია
Apple-ის იაპონური ბლოგი MacOtakara–ს ცნობით ახალი iPad Air მეტად დაემსგავსება ამჟამინდელ 11 ინჩიან iPad Pro-ს. ამის შემდეგ მოდელი არა მხოლოდ გაუთანაბრდება iPad mini 6-ს, არამედ საგრძნობლად გადაასწრებს მას.
აქედან გამომდინარე, მოსალოდნელია, რომ iPad Air 5 განაახლებს უკანა კამერის სისტემას ორმაგი ლინზებით სტანდარტული wide angle და ultra-wide angle გადაღებისთვის (ისევე როგორც iPhone 13–ში). ასვე უნდა აღინიშნოს, რომ 11 ინჩიანი iPad Pro აღჭურვილია LiDAR სკანერით, თუმცა წყარო არაფერს ამბობს სკანერის iPad Air 5-ში ინტეგრაციაზე.
კიდევ ერთი ცვლილება შეეხება დინამიკების რაოდენობის, რომელიც ორიდან ოთხამდე გაიზრდება. ამით iPad Air 5 გაუთანაბრდება iPad Pro დინამიკების სისტემას და კიდევ ერთი კრიტერიუმით ჩამოიტოვებს iPad mini 6-ს.
სავარაუდო ფასი
იმედია, iPad Air 5 შეინარჩუნებს იმავე $599 საწყის ფასს. თუ პლანშეტი შემოდგომისთვის გამოვა ეს იქნება 2 წელი iPad Air 4-ის გამოსვლის შემდეგ, თუმცა არავინ გააპროტესტებს პლანშეტის გაზაფხულისთვის გამოსვლას.
გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.