iPad mini 6–ს 2021 წლის შემოდგომაზე გაცნობით Apple-მა ნათლად გვაჩვენა, თუ რას უნდა ველოდოთ ახალი თაობის iPad Air-სგან.

დღევანდელ ბლოგში განვიხილავთ დეტალებს, რაც ამდროისთვის არის ცნობილი iPad Air 5 2022–ის შესახებ.

ეკრანის ახალი ტიპი?

უნდა ველოდოთ თუ არა ეკრანის ტიპის შეცვლას? iPad Air–ში, როგორც სხვა დანარჩენ iPad-ებში (გარდა 12.9 ინჩიანი iPad-სა, რომელიც იყენებს mini-LED ტექნოლოგიას) ამჟამად გამოიყენება TFT-LCD ეკრანის ტექნოლოგია.

Supply Chain ანალიტიკოსმა Ming-Chi Kuo–მ, 2021 წლის მარტში იწინასწარმეტყველა, რომ iPad Air 5 ეკრანის ტექნოლოგია OLED-ით ჩანაცვლდებოდა. თუმცა, იმავე წლის ოქტომბერში გამოშვებულ რეპორტში თქვა, რომ Apple-მა შეცვალა გეგმები და შეინარჩუნებს TFT-LCD ეკრანებს.

რას უნდა ველოდოთ?

განვიხილოთ, თუ ზუსტად რა ცვლილებებია მოსალოდნელი ახალ iPad Air 5-ში.

  1. A14 პროცესორის ჩანაცვლება A15 ან A16-ით (თუ პლანშეტი iPhone 14-ის შემდეგ გამოვიდა);
  2. კავშირის გაუმჯობესება LTE-დან 5G-მდე;
  3. ფრონტალური კამერის სენსორის გაუმჯობესება 7MP-დან 12MP-მდე;
  4. Centre Stage-ის მხარდაჭერა ვიდეო ზარების დროს;
  5. მტავარი კამერის ნათების გაუმჯობესება Quad-LED–დან True Tone–მდე.

სხვა განახლებები მოიცავს 1080p ვიდეოს ჩაწერის მხარდაჭერას 25 fps / 30 fps / 60 fps. 30 fps-მდე გაფართოებულ დინამიურ ვიდეო დიაპაზონს და ფერების უფრო დიდ არჩევანს.

სავარაუდოდ, iPad Air 5 გამოვა ხუთ ფერში: ვერცხლისფერი, კოსმიური ნაცრისფერი, Rose Gold, მწვანე და ლურჯი.

დამატებით ინფორმაცია

Apple-ის იაპონური ბლოგი MacOtakara–ს ცნობით ახალი iPad Air მეტად დაემსგავსება ამჟამინდელ 11 ინჩიან iPad Pro-ს. ამის შემდეგ მოდელი არა მხოლოდ გაუთანაბრდება iPad mini 6-ს, არამედ საგრძნობლად გადაასწრებს მას.

აქედან გამომდინარე, მოსალოდნელია, რომ iPad Air 5 განაახლებს უკანა კამერის სისტემას ორმაგი ლინზებით სტანდარტული wide angle და ultra-wide angle გადაღებისთვის (ისევე როგორც iPhone 13–ში). ასვე უნდა აღინიშნოს, რომ 11 ინჩიანი iPad Pro აღჭურვილია LiDAR სკანერით, თუმცა წყარო არაფერს ამბობს სკანერის iPad Air 5-ში ინტეგრაციაზე.

კიდევ ერთი ცვლილება შეეხება დინამიკების რაოდენობის, რომელიც ორიდან ოთხამდე გაიზრდება. ამით iPad Air 5 გაუთანაბრდება iPad Pro დინამიკების სისტემას და კიდევ ერთი კრიტერიუმით ჩამოიტოვებს iPad mini 6-ს.

სავარაუდო ფასი

იმედია, iPad Air 5 შეინარჩუნებს იმავე $599 საწყის ფასს. თუ პლანშეტი შემოდგომისთვის გამოვა ეს იქნება 2 წელი iPad Air 4-ის გამოსვლის შემდეგ, თუმცა არავინ გააპროტესტებს პლანშეტის გაზაფხულისთვის გამოსვლას.

არ ჩამორჩეთ სიახლეებს!

გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *