ფოტოგრაფია – სინათლით ხატვა!
არ უნდა გაგიკვირდეს, თუ ვიტყვით, რომ მთავარ დეტალს, ფოტოგრაფიაში სინათლე წარმოადგენს. ფოტოაპარატებიც (პირველი კამერა – ობსკურა) ხომ ამ დეტალზეა აგებული. სინათლის გარდატეხა და გამოსახულებაც მზად არის.
მუშაობის პროცესში ყოველთვის ვაქცევ ყურადღებას განათებას, რატომ?
- სწორი სინათლე გადასაღებ ობიექტზე სწორ ინფორმაციას გულისხმობს: რომელი დეტალი წარმოვაჩინოთ, როგორი ფერი მოუხდება, სად განვათავსოთ, როგორი რაკურსით გადავიღოთ.
- საკმარისი რაოდენობის სინათლე გვაძლევს ტექნიკურად გამართულ ფოტოს: ზედმეტი განათება გადაწვავს ფოტოს, გაგვითეთრებს და დაგვიკარგავს ხარისხს. ნაკლები სინათლის შემთხვევაში დაგვჭირდება ფოტოს ამონათება, დამუშავების პროცესში, რაც ასევე ხარისხზე აისახება.
- განათებით თამაში მხატვრულ ელფერს მატებს ფოტოებს, ქმნის უნიკალურ ჩრდილებს და საშუალებას აძლევს ფოტოგრაფის უფრო შემოქმედებითად მიუდგეს მუშაობის პროცესს.
- სწორი განათება გულისხმობს სწორ ფერს, ტექსტურას, კომპოზიციას, ემოციას.
განათება შეგვიძლია გამოვიყენოთ როგორც ბუნებრივი, ისე ხელოვნური, თუმცა სინათლის თავისებურება ერთნაირად ვრცელდება ორივეზე.
მობილური ფოტოგრაფიის შემთხვევაში, მე პირადად, ბუნებრივ განათებას ვანიჭებ უპირატესობას. ბუნებრივი განათება დღის განმავლობაში და წელიწადის სხვდასხვა დროს ძალიან განსხვავებულია, რაზეც შემდეგ ბლოგში ვისაუბრებთ.
უნდა ითქვას, რომ რაც უფრო ფართოა განათების წყარო, მით უფრო რბილია განათება, რაც უფრო ვიწრო – მით უფრო მძიმდება. ფართო განათება თითქმის მთელ სივრცეზე ეცემა გადასაღებ ობიექტს, ამიტომ შედარებით რბილია ჩრილები და კონტურები, ტექტურა კი ბრყელი.
სხვადასხვა ჟანრის ფოტოგრაფი სხვადასხვა რაკურსს იყენებს განათების მოსამართად.
პორტრეტის გადაღების დროს, სინათლის წყარო ობიექტივის ღერძთა ახლოს თავსდება, რათა ხარვეზები დაიფაროს.
პეიზაჟის შემთხვევაში, გვერდითი განათება უმჯობესია, რათა ბუნების სხვდასხვა დეტალები უკეთ გამოჩნდეს.
მიუხედავად ყველაფრისა, შეგვიძლია რამდენიმე განათება ერთდროულად გამოვიყენოთ.
იმისთვის, რომ კენტ ბარკერს შოტლანტიური ფოლკერკის ბორბალი გადაეღო, ოთხი სახის განათება გამოიყენა: ჩამავალი მზის შუქი, შუქდიოდური ნატურები რკალებთან, ძლიერი ზედა განათება და მოშორებით – ქალაქის განათება.
გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.