
ფოტოგრაფია – სინათლით ხატვა!
არ უნდა გაგიკვირდეს, თუ ვიტყვით, რომ მთავარ დეტალს, ფოტოგრაფიაში სინათლე წარმოადგენს. ფოტოაპარატებიც (პირველი კამერა – ობსკურა) ხომ ამ დეტალზეა აგებული. სინათლის გარდატეხა და გამოსახულებაც მზად არის.
მუშაობის პროცესში ყოველთვის ვაქცევ ყურადღებას განათებას, რატომ?
- სწორი სინათლე გადასაღებ ობიექტზე სწორ ინფორმაციას გულისხმობს: რომელი დეტალი წარმოვაჩინოთ, როგორი ფერი მოუხდება, სად განვათავსოთ, როგორი რაკურსით გადავიღოთ.
- საკმარისი რაოდენობის სინათლე გვაძლევს ტექნიკურად გამართულ ფოტოს: ზედმეტი განათება გადაწვავს ფოტოს, გაგვითეთრებს და დაგვიკარგავს ხარისხს. ნაკლები სინათლის შემთხვევაში დაგვჭირდება ფოტოს ამონათება, დამუშავების პროცესში, რაც ასევე ხარისხზე აისახება.
- განათებით თამაში მხატვრულ ელფერს მატებს ფოტოებს, ქმნის უნიკალურ ჩრდილებს და საშუალებას აძლევს ფოტოგრაფის უფრო შემოქმედებითად მიუდგეს მუშაობის პროცესს.
- სწორი განათება გულისხმობს სწორ ფერს, ტექსტურას, კომპოზიციას, ემოციას.




განათებისთვის შეგვიძლია გამოვიყენოთ როგორც ბუნებრივი, ისე ხელოვნური, თუმცა სინათლის თავისებურება ერთნაირად ვრცელდება ორივეზე.



მობილური ფოტოგრაფიის შემთხვევაში, მე პირადად, ბუნებრივ განათებას ვანიჭებ უპირატესობას, ვინაიდან ყოველთვის თბილ, ღრმა და მხატვრულად გამართულ ფოტოებს ვიღებ. თუმცა ბუნებრივ განათებას სწორი დროის შერჩევა სჭირდება.
ბუნებრივი განათება დღის განმავლობაში და წელიწადის სხვდასხვა დროს ძალიან განსხვავებულია, რაზეც შემდეგ ბლოგში ვისაუბრებთ.
უნდა ითქვას, რომ რაც უფრო ფართოა განათების წყარო, მით უფრო რბილია განათება, რაც უფრო ვიწროა მით მძიმდება. ფართო განათება თითქმის მთელ სივრცეზე ეცემა გადასაღებ ობიექტს, ამიტომ შედარებით რბილია ჩრილები და კონტრასტი, ტექტურა კი შედარებიტ ბრყელია.
სხვადასხვა ჟანრის ფოტოგრაფი სხვადასხვა რაკურსს იყენებს განათების მოსამართად.
პორტრეტის გადაღების დროს, სინათლის წყარო ობიექტივის ღერძთა ახლოს თავსდება, რათა ხარვეზები დაიფაროს.
პეიზაჟის შემთხვევაში, გვერდითი განათება უმჯობესია, რაღა ბუნების სხვდასხვა დეტალები და ტექსტურა უკეთ წრმოჩინდეს.
მიუხედავად ყველაფრისა, შეგვიძლია რამდენიმე განათება ერთდროულად გამოვიყენოთ, რათა ის შედეგი მივიღოთ, როგორსაც ჩავიფიქრებთ.
იმისთვის, რომ კენტ ბარკერს შოტლანტიური ფოლკერკის ბორბალი გადაეღო, ოთხი სახის განათება გამოიყენა: ჩამავალი მზის შუქი, შუქდიოდური ნატურები რკალებთან, ძლიერი ზედა განათება და მოშორებით -ქალაქის განათება.

გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.