
სპორტი მთელი ფილოსოფია, ცხოვრების სტილი, დისციპლინა და თვითკონტროლია. დღესდღეობით კი ტექნოლოგიაც ამ პროცესის ნაწილია, რადგან გვეხმარება საკუთარი სხეულის უკეთ შესწავლაში, პროგრესის კონტროლში და ვარჯიშების ეფექტურად წარმართვაში. Apple მოწყობილობები თქვენი პერსონალური ტრენერები არიან — დარბაზში, ღია სივრცეში, წყალში ან ველო ბილიკზე. დღევანდელ ბლოგში წარმოგიდგენთ საუკეთესო Apple მოწყობილობებს ვარჯიშისთვის.
Apple Watch სპორტისთვის: რატომ არის შეუცვლელი

თუ დარბაზში მიმოიხედავთ, შეამჩნევთ, რომ ბევრს Apple-ის სმარტ-საათი უკეთია. და ეს შემთხვევითი არაა. ისინი ავტომატურად აღიქვამენ თქვენი ვარჯიშის ტიპს და მონაცემებს შესაბამისი აქტივობის მიხედვით აფიქსირებენ:
- ითვლიან დამწვარ კალორიებს;
- დინამიურად აკონტროლებენ გულისცემას (და გაფრთხილებენ, თუ მაჩვენებელი ძალიან მაღლა ავა);
- იწერენ გავლილ მანძილს სირბილის, სიარულის ან ველოსვლისას;
- აკონტროლებენ სიჩქარეს, აქტივობის დროს და სისხლის ჟანგბადის დონეს (მოდელის მიხედვით).
ვარჯიშის შემდეგ Apple Watch მონაცემებს აანალიზებს და ინახავს Fitness აპში. ნებისმიერ დროს შეგიძლიათ, გადაამოწმოთ თქვენი შედეგები iPhone-ზე.
Apple Watch Ultra 2 — ყველაზე მოწინავე სპორტული საათი 2025 წელს
თუ სპორტი თქვენთვის მხოლოდ დარბაზში ვარჯიში არ არის და უფრო თავგადასავალს ჰგავს, Apple Watch Ultra 2 თქვენი პარტნიორია. ულტრა-მტკიცე ტიტანის კორპუსი იცავს საათს დარტყმებისა და ნაკაწრებისგან, ხოლო საფირონის მინა — ეკრანს დაზიანებისგან. ამ მოწყობილობით ნებისმიერი ექსტრემალური აქტივობა, მხოლოდ საკუთარ თავზე ზრუნვით შემოიფარგლება. საათის დაზიანების თავიდან არიდებაზე ზრუნვა აღარ მოგიწევთ.
Apple Watch Ultra 2-ის ძირითადი მახასიათებლები:
- ორი ფერი: შავი და ნატურალური ტიტანი;
- ყველაზე ზუსტი 2-სიხშირიანი GPS რთულ პირობებში ნავიგაციისთვის;
- ჩაშენებული სირენა საგანგებო სიტუაციებისთვის (180 მეტრზე მეტი რადიუსით ისმის);
- ახალი S9 პროცესორი 4-ბირთვიანი Neural Engine-ით;
- Double Tap ჟესტი (საჩვენებელი და ცერა თითის ერთად შეხებით მოქმედებების შესრულება);
- დამატებითი Action ღილაკი;
- 49 მმ OLED ეკრანი 3000 ნიტამდე სიკაშკაშით;
- ბატარეა: დაახლოებით 4 დღე გამორთული Always-On რეჟიმით, ~2.5 დღე ჩართული Always-On რეჟიმით.
Ultra 2-ს ყველაზე ფართო სენსორების ნაკრები აქვს, მათ შორის — სიღრმისა და წყლის ტემპერატურის სენსორები (ამ მოდელისთვის ექსკლუზიურად), რომლებიც წყალქვეშა სპორტისთვისაა განკუთვნილი. აქსელერომეტრი და გიროსკოპი ადგენს, ბრტყელ ზედაპირზე, დაღმართზე თუ აღმართზე დარბიხართ. ასევე გათვალისწინებულია გულის სენსორები, ECG, განათების სენსორი, კომპასი და SpO₂. საათი აფიქსირებს ძილის აპნოეს შემთხვევებსაც. როგორც ფლაგმანი მოდელი, ის მაქსიმალურ შესაძლებლობებს გთავაზობთ.
Apple Watch Series 10 — ტიტანის ან ალუმინის კორპუსით
თუ Ultra 2 მეტისმეტად მასიური ან ფუნქციურად გადაჭარბებული გეჩვენებათ, აირჩიეთ Apple Watch Series 10-ს – ყველაზე თხელი და ელეგანტური Apple Watch, რომელიც ხელმისაწვდომია ორ ზომაში: 42 მმ და 46 მმ — რაც მათ იდეალურს ხდის როგორც ქალების, ისე მამაკაცებისთვის.
Series 10 ყველა ტიპის ვარჯიშს უჭერს მხარს და წყალგამძლეცაა, თუმცა მისი შესაძლებლობები წყალში შეზღუდულია: სიღრმის სენსორი მუშაობს მხოლოდ 6 მეტრამდე და ის არ არის განკუთვნილი მაღალი სიჩქარის წყლის სპორტისთვის, როგორიცაა სერფინგი ან წყლის თხილამურები. მაგრამ საცურაოდ 6 მეტრამდე — იდეალურია.
ამ მოდელს არ აქვს სირენა და GPS სტანდარტულია (არა 2–სიხშირიანი) — რაც შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს მთის ველოსპორტის თუ სამთო ბილიკებზე სირბილისთვის, თუმცა ქალაქში ამ განსხვავებას ვერ შეამჩნევთ. სამაგიეროდ, Series 10-ს ყველაზე თხელი ჩარჩოები აქვს. 46 მმ ვერსიას კი უფრო დიდი ეკრანი აქვს, ვიდრე ფლაგმან Ultra-ს, 9.7 მმ-იან ულტრა-თხელი კორპუსით.
Apple Watch Series 10-ის მთავარი უპირატესობები:
- ზომები: 42 მმ და 46 მმ;
- მეტი ფერი: ალუმინი — შავი, ვერცხლისფერი, ვარდისფერი; ტიტანი — შავი, ოქროსფერი, ნატურალური;
- უახლესი S10 პროცესორი;
- ფართოკუთხოვანი OLED ეკრანი 2000 ნიტ სიკაშკაშით;
- აპნოეს გამოვლენა და Double Tap ჟესტი;
- ბატარეა: 36 საათამდე ენერგიის დაზოგვის რეჟიმში ან 18 საათი სტანდარტულად.
Apple Watch Series 10 არის უახლესი მოდელი, რომელიც 2024 წლის სექტემბერში გამოვიდა, რომელიც მინიმალისტურ დიზაინში აერთიანებს ინოვაციას, ჯანმრთელობაზე ზრუნვასა და ფუნქციონალს.
👉 თუ გიყვართ დაივინგი, რაფტინგი ან მთის ველოსპორტი, ან უბრალოდ გსურთ უმაღლესი კლასის ტექნოლოგია — აირჩიეთ Apple Watch Ultra 2. ყოველდღიური სპორტისა და ვარჯიშებისთვის კი საუკეთესო არჩევანია ელეგანტური Apple Watch Series 10. სპორტული სმარტ-საათი შეგიძლიათ შეიძინოთ iSpace-ში — Apple-ის ოფიციალურ Premium Partner საქართველოში.
AirPods სპორტისთვის: რომელი უნდა ავირჩიოთ
მუსიკის გარეშე სპორტის წარმოდგენა რთულია. დარბაზში, ცეკვისას, სირბილისას, სრიალისას ან ველოსვლისას — სწორი მუსიკა გეხმარებათ რიტმის შენარჩუნებაში და კონცენტრაციაში. ამისთვის საჭიროა ყურსასმენები, რომლებიც გაუძლებენ ოფლს და არ ჩამოგივარდებათ ინტენსიური მოძრაობისას.
Apple-ის საუკეთესო ყურსასმენები სპორტისთვის 2025 წელს:
- AirPods Pro 2 — ჩასადები სილიკონის ბალიშებით, აქტიური ხმაურის ჩახშობით, მოცულობის სენსორული კონტროლით, ოფლის/წყლის/მტვრის მიმართ გამძლეობით.
- AirPods 4 თაობა — კლასიკური ყურსასმენები ორ ვერსიაში: ANC-თ ან მის გარეშე. IP54 სტანდარტით (მტვრის, ოფლისა და წყლის მიმართ გამძლე).
- AirPods 3 თაობა — საბაზისო მოდელი ANC-ის გარეშე, თუმცა ოფლისა და წყლის მიმართ გამძლეობით. AirPods 4-ის წინამორბედი.
ყველა მოდელი სრულად უსადენოა და გამძლე ბატარეით გამოირჩევა: 5–6 საათი ერთი დამუხტვით ან 30 საათამდე ქეისთან ერთად. გარდა ამისა, AirPods იდეალურად ერთიანდება Apple ეკოსისტემასთან.
შემიძლია AirPods-ით ვარჯიში? დიახ — თუ გაქვთ ზემოთ ჩამოთვლილი მოდელებიდან ერთ-ერთი. ინტენსიური ოფლიანობა ან წვიმაც კი ვერ ავნებს მათ. უბრალოდ, არ დაგავიწყდეთ გაშრობა, სანამ ქეისში დააბრუნებთ. Apple-ის ყურსასმენები ხელმისაწვდომია iSpace-ში — ყველა მიმდინარე მოდელი შეგიძლიათ გამოსცადოთ და შეიძინოთ ადგილზე.
ასევე გაეცანით
რომელი Apple Watch უნდა აირჩიოთ 2025 წელს?
იდეალური გეიმინგ სმარტფონი 2025 წელს
საუკეთესო AirPods 2025 წელს — როგორ აირჩიოთ სწორი მოდელი?
გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.


